LIFE

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლის მიღება, მყარი ურთიერთობა აქვთ - ახალი კვლევის შედეგი

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლის მიღება, მყარი ურთიერთობა აქვთ - ახალი კვლევის შედეგი

თუ საყვარელ ადამიანთან ერთად გიყვართ ალკოჰოლური სასმელის დალევა და ამ დროს სიამოვნებას იღებთ, ეს კარგია - ასეთი ქმედება გეხმარებათ ურთიერთობის განმტკიცებაში. ამის შესახებ ნათქვამია ახალი კვლევის დასკვნაში, რომელიც მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორებმა ჩაატარეს.

მკვლევარებმა შეისწავლეს 2 767 წყვილი და გამოავლინეს ის ჩვევები, რომლებიც მათ ალკოჰოლური სასმელის მიღების დროს ჰქონდათ.

შეისწავლეს ის, თუ რამდენად ხშირად იყვნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, რამდენს სვამდნენ, რა გავლენას ახდენდა თრობა რომანტიკულ ურთიერთობაზე, რა დამოკიდებულება ჰქონდა პარტნიორს მეორე პარტნიორის ალკოჰოლურ თრობასთან მიმართებაში, წუხდა ამის გამო, თუ მასთან ერთად სვამდა და თავადაც იღებდა სიამოვნებას, ხდებოდა თუ არა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ყოფნა ჩხუბის საბაბი.

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლის მიღება, მყარი ურთიერთობა აქვთ - ახალი კვლევის შედეგი

კვლევის თანახმად, წყვილებს, რომლებიც ავლენდნენ ერთნაირ დამოკიდებულებას ალკოჰოლთან და თრობასთან დაკავშირებით, უფრო ნაკლებად ჰქონდათ ქორწინებაში პრობლემები, ხოლო თუ ერთი პარტნიორი განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენდა ალკოჰოლისადმი, მეორე კი სხვას, ერთს ძალიან აწუხებდა პარტნიორის თრობა, ასეთ წყვილებს, როგორც წესი, რთული ურთიერთობა ჰქონდათ.

წყვილებს, რომლებსაც უყვართ ერთად ალკოჰოლის მიღება, მყარი ურთიერთობა აქვთ - ახალი კვლევის შედეგი

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ თუ ქალს უყვარს ალკოჰოლის მიღება,ხოლო მამაკაცს - არა, ასეთ დროს უფრო მეტი პრობლემაა ურთიერთობაში ვიდრე მაშინ, როცა მამაკაცს უყვარს ალკოჰოლი და ქალს არა.

კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ ქალები უფრო მეტ შემწყნარებლობას იჩენენ მამაკაცების მიმართ, როცა მათ უყვართ ალკოჰოლური სასმელით თრობა, ხოლო კაცები ასეთ დამოკიდებულებას ქალების მიმართ მსგავს სიტუაციაში იშვიათად ავლენენ.



<a href="https://www.realsimple.com">https://www.realsimple.com</a>