როგორ დაამარცხოთ გაციება ერთ ღამეში - ეს რჩევები უცნაურად გამოიყურება, მაგრამ მუშაობს!
- 16.10.2017
1. ჩაიცვი ცივი სველი წინდა
არა, ეს ხუმრობა არ არის. შენი ამოცანაა - გააძლიერო სისხლის მიმოქცევა. ეს დააჩქარებს ტოქსინების გამოყვანას, რომლებიც შეუძლოდ ყოფნას იწვევს. ამასთანავე ხსნის შეშუპებას ცხვირ-ხახაში. მაშ ასე, იმისათვის რომ „აამუშაო“ სისხლი, ჯერ დაიორთქლე ცხელ წყალში ფეხები, შემდეგ ჩაიცვი ცივი სველი წინდა, ზემოდან შემოიხვიე ცელოფნის პარკი და დაწექი დასაძინებლად. დილით ბევრად უკეთ იქნები!
2. მიიღე ძმარი
ვაშლის ძმარი, რა თქმა უნდა, უკეთესია - არაპასტერიზებული და ორგანული. დალიეთ დაახლოებით 2 სუფრის კოვზი. ბაქტერიებს არ უყვარს მჟავა, და ეს შენს ყელს ესიამოვნება. მნიშვნელოვანია: მიიღე ძმარი უშუალოდ ძილის წინ და მეტი არაფერი დალიო, რათა მჟავის მოლეკულები ყელის ზედაპირზე დარჩეს.
3. დაატენიანე ჰაერი
განსაკუთრებით იმ ოთახში, სადაც დაიძინებ. თუ დასატენიანებელი არ გაქვს, დაასველე პირსახოცები და გაფინე გამათბობელზე. ასევე შეგიძლიათ თავთან დაიდოთ დიდი ჯამი წყლით. მოკლედ, რაც უფრო ტენიანია ჰაერი, მით უფრო ადვილად უმკლავდება ლორწოვანი გარსი სნეულებას.
4. მოხარშე ქათმის ბულიონი
ხარშვის დროს ქათმის ხორცი გამოყოფს ცისტეინს - ნივთიერებას, რომელსაც გააჩნია ბრონქების გამაფართოებელი ეფექტი და აადვილებს სუნთქვას. მიირთვი ბულიონი ისე ხშირად, როგორც შეძლებ, და რაც მეტს მიიღებ, მით უკეთესი.
5. მიიღე ბეტა-გლუკანი
„C“ ვიტამინის შესახებ ისედაც იცი, ამ ნივთიერებზე კი - საეჭვოა. ამ დროს საუკეთესოა, როგორც იმუნიტეტის დამხმარე საშუალება და გააჩნიათ უნარი შეამციროს მავნე ბაცილების გავრცელება.
6. მიირთვი ნიორი ზეითუნის ზეთთან ერთად
საუკუნეებით შემოწმებული მეთოდი: 3 საათში ერთხელ შეჭამე 1 კბილი ნიორი 1 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად. ზეთის როლი აქ ორმაგია: ის დაიცავს კუჭის კედლებს და გაგანთავისუფლებს პირის ღრუდან უსიამოვნო სუნისგან.
თემები: თავის მოვლა, რჩევები, გაციება
<a href="https://www.cosmo.ru">https://www.cosmo.ru</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია