10 კითხვა, რომელიც საკუთარ თავს დღესვე უნდა დაუსვათ, თუ გსურთ, რომ ცხოვრება უკეთესი გახდეს
- 18.10.2017
გინდათ, რომ თქვენი ცხოვრება უფრო ბედნიერი და პოზიტივით სავსე იყოს? გთავაზობთ 10 კითხვას, რომელსაც გულწრფელად უნდა უპასუხოთ. მათი საშუალებით შეძლებთ დაინახოთ, რა ავსებს თქვენს ცხოვრებას ნეგატივით, რატომ ხართ წარუმატებელი და მოინდომებთ, ყველაფერს განსხვავებული, პოზიტიური თვალით შეხედოთ:
1. რა იწვევს თქვენს წარუმატებლობას?- შესაძლოა, ეს იყოს ჩვევები, რომელთაც საკუთარი თავის დაღუპვისკენ მიჰყავხართ, ვალები, მარტოობა, ნებისმიერი რამ. გაითვალისწინეთ, რომ მავნე ჩვევის დავიწყებას 28 დღე სჭირდება, დაიწყეთ პრობლემის გადაჭრა და ამ მავნე ჩვევებთან ბრძოლა ახლავე და გააკეთეთ ყველაფერი ნეგატივის მოსაშორებლად.
2. რის გამო ხართ კმაყოფილი? - მკვლევარებმა აღმოჩინეს, რომ მადლიერების განცდა მჭიდრო კავშირშია უკეთეს განწყობასთან და უკეთეს ძილთან, ასევე ადამიანები, რომლებიც მადლიერები არიან, არიან უფრო თავდაჯერებულები, ნაკლებად აწუხებთ დაღლილობა. არაფრის გამო არ ხართ მადლობელი და ყველაფრით უკმაყოფილო ხართ? დაიწყეთ მარტივი რაღაცებით, მაგალითად იფიქრეთ, თუ რა კარგია რომ გაქვთ თუნდაც საკვები, ელექტროენერგია, წყალი. მომართეთ გონება მხოლოდ პოზიტივზე.
3. შეგიძლიათ რომ დღეს ვინმეს რაიმე სასიამოვნო გაუკეთოთ? - როცა ადამიანს რაიმე სასიამოვნოს უკეთებთ, თქვენც კმაყოფილი რჩებით. ადამიანის გახარება კი უმარტივესი რაღაცებითაც შეიძლება. მაგ: დაურეკეთ დედას და მოუყევით თქვენი ამბები, ან თანამშრომელს დილით საყვარელი სასმელი, თუნდაც შოკოლადი მიუტანეთ. მარტივმა ქმედებებმა ვიღაცის დღე შეიძლება აბსოლუტურად შეცვალოს. ამასთანავე, კვლევის თანახმად, სიკეთის კეთება უფრო ბედნიერს გაგხდით.
4. ბევრს დარდობთ იმაზე, რასაც სხვები თქვენზე ფიქრობენ? - „მთვლიან მე ჭკვიან ადამიანად? ფიქრობენ რომ წარმატებული ვარ? სულელად ხომ არ მიმიჩნევენ?“ - სჯობს ახლავე მოიშოროთ მსგავსი კითხვები. რეალობა ისაა, რომ თქვენ არასოდეს იცით სინამდვილეში სხვა თქვენზე რას ფიქრობს. ნაცვლად იმისა, რომ ამ ყველაფერზე იდარდოთ, იყავით უფრო თავდაჯერებულები და საკუთარ საქმეზე კონცენტრირებულები.
5. რას აკეთებთ მყარი სასიყვარულო ურთიერთობისთვის? - კვლევის თანახმად, სიყვარული ბედნიერების გასაღებია და ეს ალბათ კვლევის გარეშეც ბევრი თქვენგანისთვის ცხადია. თუ ადამიანი სამსახურში წარმატებულია, აქვს კარგი შემოსავალი, მაგრამ გვერდით არ ჰყავს საყვარელი ადამიანი, ის ბედნიერი არ არის. კვლევამ აჩვენა, რომ ბედნიერება დამოკიდებულია ორ რამეზე - ერთი არის სიყვარული და მეორე არის პოვნა იმ გზის, რომელიც სიყვარულის გამყარებასა და შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
6. რას აკეთებთ იმისთვის რომ მხიარულად იყოთ? - სჯობს, ცხოვრებაში იპოვოთ ბალანსი და დრო ყველაფრისთვის გამონახოთ. რა თქმა უნდა, მუშაობა აუცილებელია, ოჯახსაც დიდი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გართობაზე უარი უნდა თქვათ. საკუთარი სიამოვნებისთვისაც აუცილებლად უნდა გამონახოთ დრო.
7. გაკმაყოფილებთ თუ არა საკუთარი გარეგნობა? - სჯობს, შეიყვაროთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ. მერე რა თუ მოდელის გარეგნობა არ გაქვთ?! ეს მხოლოდ სილამაზის გამოგონილი სტანდარტებია. ყველა ადამიანი უნიკალური და მომხიბვლელია და ყველას აქვს ისეთი რამ, რითაც სხვების მოხიბვლა შეუძლია. ამიტომ, ნუ იდარდებთ გარეგნობაზე. მიიღეთ და შეიყვარეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ და დანარჩენებიც შეგიყვარებენ.
8. გაწუხებთ თუ არა შფოთვა? - ხუთიდან ერთ ადამიანს სხვადასხვა ტიპის ნერვული აშლილობა აქვს და მათ შფოთვა სტანჯავთ. გააცნობიერეთ რომ შიშსა და შფოთვას სარგებელი არ მოაქვს. გამოიჩინეთ უფრო მტკიცე და თავდაჯერებული ხასიათი და წარმატებაც არ დააყოვნებს.
9. რა მიგაჩნიათ ცხოვრების ყველაზე დიდ შეცდომად? - დიდია შანსი, რომ ყველაზე დიდი შეცდომის დაშვებით ბევრი ისწავლეთ და ამით თქვენი პიროვნება გაძლიერდა. გახსოვდეთ, რომ შეუძლებელია შეცდომებისა და მარცხის გარეშე ცხოვრება და თუ შეცდომებს არ უშვებთ, ზოგჯერ არ მარცხდებით, ე.ი არც ცხოვრობთ. მთავარია, რომ შეძლოთ საკუთარ შეცდომებზე სწავლა და ეს თქვენს გასაძლიერებლად გამოიყენოთ.
10. რას იტყვიან ადამიანები თქვენს დაკრძალვაზე? - გაინტერესებთ რას იტყვაინ ადამიანები თქვენს დაკრძალვაზე და ამაზე ხშირად ფიქრობთ? ამის ნაცვლად, უმჯობესია, თუ მოიშორებთ ნეგატივს, საერთოდ რა საჭიროა საკუთარ დაკრძალვაზე ფიქრი. კონცენტრაცია მოახდინეთ აწმყოზე, დღევანდელ დღეზე და გონება მხოლოდ დადებითი ენერგიით დამუხტეთ.
თემები: ბედნიერება, პრობლემები, თავდაჯერებულობა, რჩევები
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>