სილამაზე

3 ჩვევა, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება და კანი ნაადრევად ბერდება

3 ჩვევა, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება და კანი ნაადრევად ბერდება

დაბერება, ასაკის მატება გარდაუვალი პროცესია, თუმცა თუ სწორად იმოქმედებთ, ნაოჭების გაჩენის პროცესს შეაფერხებთ და დაბერების პროცესის გაკონტროლებას შეძლებთ.

ადამიანების დიდ ნაწილს აქვს ისეთი ჩვევები, რომელთა გამოც ისინი იმაზე უფრო ასაკოვნებს ჰგვანან, ვიდრე სინამდვილეში არიან. ზოგიერთი ადამიანის კანის ცვლილება და ადრეული დაბერება გენეტიკურია, მაგრამ სხვები თუ ჯანსაღ დიეტას დაიცავენ და ცხოვრების ჯანსაღი წესით იცხოვრებენ, ნაოჭების გაჩენის პროცესს შეაფერხებენ.

გთავაზობთ სამ ჩვევას, რომელთა გამოც დიდი ალბათობით იმაზე უფრო დიდი ასაკი გეტყობათ, ვიდრე სინამდვილეში ხართ.

1. არ მიირთმევთ საჭირო რაოდენობის ბოტნეულს - „ყველანაირი ხილი და ბოსტნეული შეგვიძლია სუპერსაკვებად მივიჩნიოთ. რამდენიმე კვლევა აჩვენებს, რომ ბოსტეული ამცირებს სხვადასხვა დაავადებების წარმოქნის რისკს და ამასთანავე, ხელს უშლის კანის ნაადრევ დაბერებას“, - ნათქვამია ამერიკის დერმატოლოგიის აკადემიის კვლევის დასკვნაში. 

3 ჩვევა, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება და კანი ნაადრევად ბერდება

ისპანახი, ტკბილი კარტოფილი, ფორთოხალი, წითელი წიწაკა, მარწყვი, სოკო სავსეა ნუტრიენტებით, ანტიოქსიდანტებით , რომელიც ხელს უწყობს კანის ჯანსაღი იერის შენარჩუნებას.

2. ბევრი მოწევა და ალკოჰოლური სასმელი - საიდუმლო არ არის, რომ ალკოჰოლი და თამბაქო კანისთვის საზიანოა. მოწევა გარდა იმისა, რომ კანის დაბერებას უწყობს ხელს, ასევე ის საზიანოა შინაგანი ორგანოებისთვის და კიბოს პროვოცირებას იწვევს. მოწევა ხელს უწყობს თვალის ქვეშ ე.წ. შავი ბალიშების წარმოშობას და ნაოჭების წარმოქმნას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოწევა ხელს უწყობს სწრაფად დაბერებას.

3 ჩვევა, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება და კანი ნაადრევად ბერდება

რაც შეეხება ალკოჰოლს, მისი ხშირად მოხმარება კანის ანთებით პროცესებსა და შეშუპებას იწვევს და კანზე დაზიანებებს წარმოშობს. ალკოჰოლის მიღების გამო როგორც წესი კანი გამომშრალია.

3. არასაკმარისი ძილი - არასაკმარისი ძილი თქვენს კანს სერიოზულ პრობლემებს უქმნის და ესეც ნაადრევად დაბერების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელია. არასაკმარისი ძილის შედეგად კანი ვეღარ წარმოშობს ახალ უჯრედებს, ის ერთგვარად სტრესულ მდგომარეობაშია და შედეგად, არაჯანსაღ იერს იღებს.

3 ჩვევა, რომელთა გამოც ნაოჭები ჩნდება და კანი ნაადრევად ბერდება

საბოლოოდკი, ყოველივეს ნაადრევი დაბერებისკენ მივყავართ. ამიტომ აუცილებელია, რომ დღე-ღამეში გეძინოთ 8-9 საათი. წაისვით დაძინებისას რაიმე ლოსიონი, ან შეგიძლიათ მარტივად, ვაზელინიც გამოიყენოთ. 



<a href="http://www.mydomaine.com">http://www.mydomaine.com</a>