საერთაშორისო შვედური ბრენდი H&M-ი (Hennes & Mauritz AB), რომელიც ცნობილია თავისი ბიზნესიდეით – ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის – საქართველოში პირველ მაღაზიას 2017 წლის 18 ნოემბერს, 12:00 საათზე გახსნის. თბილისის შუაგულში, რუსთაველის გამზირის N2/4-შიმდებარე „გალერია თბილისში“, ყველასთვის საყვარელი ბრენდი სამ სართულსა და 3000 კვადრატულ მეტრზე განთავსდება.
H&M-ის მომხმარებლებს წინ დაუვიწყარი შოპინგი ელით! ისინი უახლეს ტრენდებს, ყველა დროის ფავორიტებსა და ყოველდღიურ ტანსაცმელს ხელმისაწვდომ ფასად შეიძენენ. ქალების, მამაკაცების, თინეიჯერებისა და ბავშვების სამოსი და აქსესუარები შესაბამის განყოფილებებში გადანაწილდება და თითოეულ სტუმარს საკუთარი სტილის პოვნასა და შთაგონების მიღებაში დაეხმარება.
„ძალიან გვიხარია, რომ საქართველოში პირველ მაღაზიას ვხსნით. მოუთმენლად ველით 18 ნოემბერს – იმ წუთებს, როცა ქართველი მომხმარებლები „გალერია თბილისის“ კარებს გახსნიან და H&M-ის სამყაროში შეაბიჯებენ. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი და შთამაგონებელი პროდუქცია, რომელიც სტუმრებს პერსონალური სტილის შექმნაში დაეხმარება, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბებს“, – აღნიშნავს კლაუდია ოსვალდი, H&M-ის რეგიონალური მენეჯერი ავსტრიაში, ხორვატიაში, სერბეთში, სლოვენიასა და საქართველოში.
18 ნოემბერს, მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, H&M-ი გახსნის წინა წუთების ათვლას ყველასთვის საყვარელ ქართველ დიჯეისთან ერთად დაიწყებს, რაც შოპინგის პროცესს კიდევ უფრო გაახალისებს და გაამრავალფეროვნებს. ყველა სტუმარს შეეძლება, რომ ისარგებლოს 20%-იანი ფასდაკლებით სრულ კოლექციაზე. ისინი კი, ვინც რიგის პირველ, მეორე და მესამე ადგილს დაიკავებენ, განსაკუთრებულად დაჯილდოვდებიან და, შესაბამისად, 200, 100 და 50-ლარიან სასაჩუქრე ბარათებს მიიღებენ. მომდევნო 1000 სტუმარს 30-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი გადაეცემა.
თემები: სტილი, h&m, მოდა, H&M-ის შემოქმედებითი საქმიანობა, H&M საქართველოში