ადამიანთა 9 კატეგორია, რომლებიც სამსახურში წარმატებას ვერ აღწევენ
- 01.11.2017
გამოცდილება და კომპეტენტურობა აუცილებელია იმისთვის, რომ სამსახურში წარმატებას მიაღწიოთ, მაგრამ ამასთანავე სხვა თვისებებიც უნდა გიწყობდეთ ხელს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გქონდეთ მაღალი ემოციური ინტელექტი. კვლევის თანახმად, ვისაც მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს, კარიერული თვალსაზრისით, ის სხვებზე უფრო წარმატებულია.
გთავაზობთ ადამიანთა კატეგორიებს, რომლებიც სამსახურში წარმატებას ვერ აღწევენ:
1. მშიშარა - ადამიანი, რომელიც რაიმე შიშის ქვეშაა, რომელსაც რაიმის ეშინია, ხდება ირაციონალური და მისი ქცევები მის კარიერას აზიანებს, ისინი უშვებენ დიდ შეცდომებს და წარუმატებლები არიან.
2. დემენტორი - ჯოან როულინგის „ჰარი პოტერში“ დემენტორები არიან ეშმაკები, ბოროტი არსებები, რომლებიც ადამიანს სულს აცლიან. როცა დემენტორი ოთახში შედის, ბნელდება, ირგვლივ სიცივეა და დანარჩენებს მხოლოდ ცუდი მოგონებები ახსენდებათ. როულინგმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ დემენტორის შექმნის იდეა წამოვიდა ნეგატიური ადამიანებისგან. რეალურად, აქ იგულისხმება ის, ვინც ოთახში ყველას სიცოცხლეს უწამლავს და მხოლოდ ნეგატივზეაკონცენტრირებული. ისინი არიან პესიმისტები და თავიანთ განწყობას დანარჩენებსაც ახვევენ თავს.
3. ქედმაღალი, ამპარტავანი - ასეთი ადამიანი ყველა შენს ქმედებას საკუთარ გამოწვევად განიხილავს. ის თავდაჯერებულია, მაგრამ რეალურად ამ თავდაჯერების მიღმა არაფერია. ისინი, როგორც წესი, არაკომპეტენტურები არიან და თავდაჯერებულობა მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბია. კვლევის თანახმად, მსგავსი მედიდური ბუნების მქონე ადამიანები სამსახურში მხოლოდ პრობლემებს ქმნიან. მათ თანამშრომლებთან ხშირად აქვთ კონფლიქტები.
4. ის, ვისაც არ უყვარს სიახლეები - მათი მენტალიტეტი ასეთია, „ჩვენ ამას ყოველთვის ამ გზით ვაკეთებთ“. მსგავსი ადამიანები საქმის კეთების უფრო მარტივ მეთოდზე უარს ამბობენ მხოლოდ იმიტომ, რომ სიახლეები არ უყვართ.
5. ცბიერი - ისინი ცდილობენ ტყუილით შენიღბონ ინტელექტის ნაკლებობა. ასეთი ადამიანები თვალთმაქცობენ, რომ კომპეტენტურები არიან და შეცდომაში შეჰყავხართ, თუმცა ეს ის არის, რისი გამოვლენაც რეალურად ძალიან მარტივია და ამიტომაც, წარმატებას ვერ აღწევენ.
6. ფიცხი - ზოგიერთს საერთოდ არ შეუძლია ემოციების გაკონტროლება. მათი ემოციები ნეგატიურ გავლენას ახდენს სამსახურში. მუდამ კონფლიქტურ სიტუაციაში არიან და ასეთი ადამიანების გვერდით მუშაობა სასიამოვნო არაა.
7. მსხვერპლი - ისინი მუდამ პრობლემებზე საუბრობენ. გარემოებების მსხვერპლად წარმოაჩენენ თავს. ყველანაირ სიტუაციას ისე შეატრიალებენ, რომ თვითონ მსხვერპლად გამოჩნდნენ. შეუძლებელია, ყველა სიტუაციაში მხოლოდ ის იყოს მსხვერპლი.
8. ის, ვინც უფროსის ყველა მითითებას ასრულებს - ვგულისხმობთ ისეთ მითითებებსაც, რომლებსაც სამსახურთან საერთო არაფერი აქვს. მზად არიან, ყველაფერი გააკეთონ უფროსის გამო და თან ეს მათ ხელფასზე არ აისახება. არაფერი დაშავდება თუ უარს ეტყვით და ყველა თხოვნას არ შეუსრულებთ ბოსს. ასე უფრო მეტ პატივისცემას დაიმსახურებთ.
9. ადამიანი, რომელიც მუდამ ბოდიშს იხდის და დამნაშავედ ყველაფერში საკუთარი თავი მიაჩნია - როცა რაიმეს არასწორად გააკეთებთ და თქვენი ქმედების გამო კომპანიას, ან თანამშრომელს ზიანი მიადგება, ბუნებრივია და აუცილებელი, რომ დაინახოთ საკუთარი შეცდომა და ბოდიში მოიხადოთ, თუმცა არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც ყველაფრის გამო ბოდიშს იხდიან და ყველაფერში მხოლოდ საკუთარ შეცდომებს ხედავენ. დანარჩენები თქვენგან ამას ეჩვევიან და როცა რაიმე ცუდი ხდება, ავტომატურად თქვენზე მიუთითებენ. მნიშვნელოვანია გააცნობიეროთ, რომ თქვენ დამნაშავე არ ხართ და ამდენი ბოდიში ნამდვილად არავის სჭირდება. სჯობს იმუშაოთ საკუთარ თავზე და განივითაროთ თვითრწმენა.
თემები: სამსახური, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები, კარიერა
<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>