LIFE

15 ხერხი როგორ გააუმჯობესოთ ურთიერთობები 60 წამში

15 ხერხი როგორ გააუმჯობესოთ ურთიერთობები 60 წამში

გააძლიერეთ ურთიერთობები პარტნიორთან

1. მოეხვიეთ პარტნიორს და გაჩერდით ასეთ მდგომარეობაში 60 წამის განმავლობაში. საყვარელ ადამიანთან შეხება ხელს უწყობს ოქსიტოცინის ჰორმონის გამომუშავებას, რომელიც პასუხს აგებეს სიახლოვესა და სიამოვნებაზე.

2. გაუგზავნეთ შეტყობინება. შეახსენეთ პარტნიორს თქვენი ერთობლივი ცხოვრების ნათელი მომენტების შესახებ, დამუხტეთ საკუთარი თავი პოზიტიური ენერგიით.

3. გაიხსენეთ, რომელი სასმელი, კერძი ან დესერტი უყვარს თქვენს პარტნიორს. შეიარეთ მაღაზიაში და უყიდეთ. ასეთი პატარა ყურადღების გამოხატვა მნიშვნელოვანია ურთიერთობისთვის.

15 ხერხი როგორ გააუმჯობესოთ ურთიერთობები 60 წამში

ყურადღება დაუთმეთ მეგობრებს

4. იმისათვის რომ გაახალისოთ მეგობრული ურთიერთობები, გაუგზავნეთ მეგობარს სასიამოვნო მოკლე შეტყობინება და შეხვდით მას.

5. გაუგზავნეთ მეგობარს ყოველი მიზეზის გარეშე ყვავილები წერილით, რომელშიც დაწერთ იმის შესახებ, თუ როგორი ძვირფასია ის თქვენთვის.

6. დატოვეთ საუკეთესო მეგობრისთვის ხმოვანი შეტყობინება, რომელშიც მღერიხართ ან უბრალოდ ამბობთ იმის შესახებ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ მის მიმართ.

15 ხერხი როგორ გააუმჯობესოთ ურთიერთობები 60 წამში

იზრუნეთ ბავშვებზე

7. ჩაუდეთ შვილს საუზმის ყუთში წერილი სასაცილო სმაილით. ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია გრძნობდნენ თქვენს სიყვარულსა და ზრუნვას.

8. მოუმზადეთ ბავშვს საუზმეზე ან ვახშამზე საჭმელი სურათის სახით. უბრალო სმაილები და გულებიც კი მის ღიმილს გამოიწვევს.

9. ვახშმის დროს შეაქეთ ბავშვი, უთხარით, მისი რომელი თვისებებით ხართ აღფრთოვანებული. ასეთი მომენტები ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახური ურთიერთობებისთვის.

15 ხერხი როგორ გააუმჯობესოთ ურთიერთობები 60 წამში

დაამყარეთ კავშირი კოლეგებთან

10. იყიდეთ რაიმე ტკბილეული თქვენი კოლეგებისთვის. ერთობლივი ყავის ან ჩაის დალევა ხელს უწყობს კარგ ურთიერთობებს კოლექტივში.

11. გაუგზავნეთ კოლეგას, მადლიერების შეტყობინება რომელიც დაგეხმარათ.

12. გულწრფელად გადაუხადეთ მადლობა თქვენს უფროსს. ხელმძღვანელებს იშვიათად აქებენ, მათ კი ეს სიამოვნებთ, როცა იციან, რომ აფასებენ და პატივს სცემენ.

15 ხერხი როგორ გააუმჯობესოთ ურთიერთობები 60 წამში

არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავის შესახებ

13. შეადგინეთ სია: ჩაწერეთ 7 რამ, რაც გხდით ბედნიერს. ეცადეთ ერთი კვირის განმავლობაში შეასრულოთ თითო პუნქტი მაინც სიიდან.

14. გაცემა უფრო სასიამოვნოა ვიდრე მიღება. გადაუხადეთ ფინჯანი ყავის საფასური ადამიანს, რომელიც კაფეში თქვენს შემდეგ შემოვიდა. ეს ჟესტი აიძულებს უცნობს გაიღიმოს, მისი ღიმილი გაათბობს თქვენს გულს, და თქვენი დღე ნამდვილად წარმატებულად გაგრძელდება.

15. საკრედიტო ბარათის ზომის ფურცელზე ჩაწერეთ საკუთარი ხუთი დადებითი თვისება. ჩაიდეთ საფულეში. ყოველთვის, როცა რაიმეს ყიდვას დააპირებთ, გადაიკითხეთ ის, რაც წერია ფურცელზე. ეს ამაღლებს თვითშეფასებას და აუმჯობესებს განწყობას.



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>