ყველა თანხმდება, რომ მოდა ბრუნავს და ის, რაც მეოცე საუკუნეში ითვლებოდა ტენდენციად, ხშირად კვლავ უბრუნდება მოდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქალებს, რომლებიც სილამაზის, მოდის და სტილის სიმბოლოებად იქცნენ დღემდე უდიდესი გავლენა აქვთ მოდის სფეროში და ისინი ჩვენს დროშიც დიზაინერების ინსპირაციის წყაროს წარმოადგენენ.
გთავაზობთ პოპულარული ფილმებიდან ლეგენდად ქცეული ქალების სტილს. ეს ქალები დანარჩენებისთვის დღემდე შთაგონების წყაროს წარმოადგენენ.
1. „მხიარული სახე“ (Funny Face) - ულამაზესი ოდრი ჰეპბერნი ღია ფერის სამოსის კომბინაციას წარმოგვიდგენს. ჭარობს ვარდისფერი. მისი მაკიაჟიც სამოსის შესაბამისია. საერთო ჯამში, ლუქი საოცარი სიმსუბუქის განცდას ტოვებს.
2. „კლეოპატრა“ - ეკრანული კლეოპატრას ვიზუალს, მაკიაჟს, სამოსს უძველეს დროში გადავყავართ. მიუხედავად იმისა, რომ კლეოპატრასთან საუკუნეები გვაშორებს, ის დღემდე სილამაზის სიმბოლოა. მისი ეკრანული პროტოტიპის ვიზუალი თანამედროვე ქალებისთვის შთაგონების წყარო გახლავთ.
3. „ლამაზმანი“ (Pretty Woman) - სუფთა და ახალი - სწორედ ეს ეფექტი შექმნეს სტილის ექსპერტებმა მინიმალისტური მაკიაჟის გამოყენებით. მსგავსი სტილი არასოდეს გადადის მოდიდან.
4. „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი“ (L.A Confidential) - ფილმის მთავარი გმირი კლასიკური ჰოლივუდის დახვეწილ და გლამურულ ქალს წარმოგვიდგენს და ამ ეფექტს ქმნის შავ-თეთრი სამოსი, გლუვი კანი, მასიური კულულები და რა თქმა უნდა, წითელი ტუჩები. ეს სტილი ბევრი ქალის შთაგონების წყაროდ იქცა.
თემები: სილამაზე, რჩევები, ფილმები
<a href="http://www.harpersbazaar.com">http://www.harpersbazaar.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია