ყველა ურთიერთობა სამუდამო არ არის, ეს ყველამ ვიცით. თუმცა არ უნდა იდარდოთ. ჩათვალეთ, რომ უბრალოდ ჯერ შესაფერისს ვერ შეხვდით. ზოგჯერ რომანტიკული ურთიერთობები მტანჯველი ხდება და დაშორება სჯობს, თუმცა ადამიანებს უჭირთ ამის აღიარება.
არსებობს რამდენიმე ჩვევა, რომელსაც მაშინ ვავლენთ, როცა ურთიერთობის დასრულება გვსურს. შესაძლოა, ვერც კი ვხვდებოდეთ ამას, მაგრამ თუკი საკუთარ თავში, ან საყვარელ ადამიანში ქვემოთ ჩამოთვლილი ჩვევები შენიშნეთ, ეს მიუთითებს, რომ თქვენ, ან მას განშორების სურვილი გაქვთ.
ვნახოთ, რას აკეთებენ ადამიანები, როცა ურთიერთობის დასრულება უნდათ:
1. ყველაფერს გპატიობს, ან ყველაფერს პატიობთ - თუ აღმოაჩენთ, რომ ყველა ქმედებას ამართლებთ, ყველაფერს პატიობთ, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენთვის უბრალოდ ყველაფერი სულ ერთია. ზოგჯერ ეს იმის ნიშანია, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს, რაღაც უნდა დასრულდეს.
2. რეალობისგან გაქცევა - თუ ცდილობთ, გაექცეთ რეალობას და გამოგონილ, წარმოსახვით სამყაროში იცხოვროთ, ეს ნიშნავს, რომ სასიყვარულო ურთიერთობის გამო სტრესში ხართ და ცდილობთ თავი დააღწიოთ. გსურთ, თავი წარმოიდგინოთ მარტო, ან ჯანსაღ ურთიერთობაში, ისეთში, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდით. სულ უფრო მეტად გიჭირთ არსებულ რეალობასთან შეგუება. ყოველივე ნიშნავს, რომ ურთიერთობის დასრულება გსურთ. თუ თქვენგან გაქცევის სურვილი პარტნიორს შენიშნეთ, ეს მიიღეთ ნიშნად, რომ თანაცხოვრება წარმატებული ვერ არის და მას თქვენგან წასვლა უნდა.
3. გამუდმებით ჩხუბობთ - ადამიანები, რომლებიც მზად არიან ურთიერთობის დასასრულებლად, მაგრამ არ არიან მზად, რომ ეს საკუთარ თავს, ან პარტნიორს გაუმხილონ, იწყებენ ჩხუბს. ურთიერთობაში ჩნდება უკმაყოფილება. თავს იჩენს განუწყვეტელი კონფლიქტი და უმეტეს შემთხვევაში, კონფლიქტი გამოგონილი მიზეზების გამო ხდება. ამ გზით ცდილობთ, რომ აიძულოთ მას თავად მიიღოს წასვლის გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, ურთიერთობის დასრულება თქვენი ბრალი არ იქნება.
4. თავიდან მოშორება - ნელ-ნელა ცდილობთ გათავისუფლდეთ ურთიერთობისგან, თავიდან მოიშოროთ პარტნიორი. ეს არ არის ოფიციალური განშორება, მაგრამ არაფორმალურად იგივეა. ცდილობთ, არ გაატაროთ დიდი დრო მის გვერდით, თავს არიდებთ მასთან შეხვედრას და დისტანციას იცავთ.
5. ყოყმანობთ, გაუბედავი ხდებით - ხვდებით, რომ ურთიერთობა ჩვეულ კალაპოტში აღარაა, რაღაც შეიცვალა და არ იცით რა გააკეთოთ, არ იცით მიიღოთ, თუ არა დაშორების გადაწყვეტილება. ურთიერთობის გამოსწორებას კი არ ცდილობთ, არამედ ფიქრობთ დაშორდეთ თუ - არა. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ გადახედავთ ერთად გავლილ გზას, გაიხსენებთ ყველანაირ ემოციას, რომელიც ერთად ყოფნამ მოგიტანათ, იყავი გულწრფელები და პატიოსნები საყვარელ ადამიანთან და საკუთარ თავთან და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.
თემები: განქორწინება, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://www.powerofpositivity.com">https://www.powerofpositivity.com</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია