მშობლები

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას

1. უსაფრთხოების ღვედი

ორსულობის დროს, უსაფრთხოების ღვედი არ უნდა აწვებოდეს მუცელს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება ავარიის შემთხვევაში ბავშვის ტრამვირება გამოიწვიოს. ღვედი გაუკეთეთ რაც შეიძლება ქვემოთ მუცლის ქვევით. ეცადეთ იჯდეთ ვერტიკალურად, მაგრამ უმჯობესია მოერიდოთ საჭესთან დაჯდომას, რადგან საჭის რგოლი ძალიან ახლოს არის მუცელთან, რაც უმნიშვნელო საგზაო შემთხვევის დროსაც კი შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური.

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას

2. ელექტრონული გაჯეტები

ლურჯი შუქი, რომელსაც თანამედროვე LED-ეკრანები ასხივებს, ზემოქმედებას ახდენს თვალის ბადურაზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყვითელი ლაქის დეგენერაცია. დროთა განმავლობაში ეს დაბრმავების და კატარაქტის საშიშროებას ქმნის. პლანშეტებისა და სმარტფონების გატაცების დროს ბავშვი არ იღებს საკმარის სტიმულს რეალური სამყაროსგან, არ არსებობს ცოცხალი ურთიერთობა. ყველაფერი ეს შუბლის ტვინის წილის არასაკმარის განვითარებას იწვევს, რომელიც ასევე პასუხისმგებელია მეტყველებაზე, ინდივიდუალურობაზე, ურთიერთობებზე, გადაწყვეტილების მიღებაზე.

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას

3. თბილი ტანსაცმელი

რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უარესად აქვს განვითარებული თერმორეგულაცია, ამიტომ ის უფრო მალე ცივდება და გადახურდება. გადახურება იწვევს ნევროზებს და სახიფათოა სითბური დარტყმის გამო. ზედმეტად თბილი სამოსი არ აძლევს საშუალებას ორგანიზმს გამოიმუშაოს სწორი დამცავი რეაქციები ამინდის შეცვლაზე, რაც იწვევს გაციებასა და სუსტ იმუნიტეტს. ტანსაცმელი უნდა იყოს ნატურალური ქსოვილისგან, და ბავშვს ერთი ფენით მეტი უნდა ეცვას, ვიდრე ზრდასრულს. ბავშვი კომფორტულად არის, თუ მას თბილი, მშრალი გულმკერდი და მუცელი აქვს, ვარდისფერი, თბილი ხელები და ფეხები.

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას

4. მკვეთრი ფერის სათამაშოები

სკოლამდელ ასაკში სათამაშოებით ბავშვები შეიცნობენ სამყაროს. სათამაშოები არაბუნებრივი ფერებით, ელექტრონული ხმებითა და დეტალების დამუშავებით აფერხებენ ბავშვებში შემოქმედებით აზროვნებას და ნეგატიურ გავლენას ახდენენ პიროვნების ჩამოყალიბებაზე: შესაძლებელია აგრესიის ნიშნების გამოვლინება და უსაფუძვლო შიშები, დეპრესია მოზარდის ასაკში. აირჩიეთ მშვიდი ფერების სათამაშოები და სასურველია ნატურალური მასალისგან - ხისა და ქსოვილისგან. გახსოვდეთ, რომ თამაში - ეს პირველ რიგში შესწავლაა, და არა გართობა.

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას

5. ხილის წვენები და რძე

ხილის პასტერიზებული წვენები შეიცავს ძალიან ცოტა ვიტამინებს და ბევრ შაქარს, რაც იწვევს კბილების პრობლემას და სიმსუქნეს. პედიატრები გვირჩევენ ახალდაწურულ ხილის წვენს 1 წელზე უფროსი ბავშვებისთვის და ისიც განსაზღვრული რაოდენობით. ნატურალური ძროხის რძე შეიცავს მცირე რაოდენობის რკინას და მეტ მკვებავ ნივთიერებებს, ვიდრე საჭიროა პატარასთვის. ყველაფერი ეს გამოიწვევს დატვირთვას თირკმელებზე, შეიძლება განვითარდეს ანემია, ალერგია და დისბაქტერიოზი. ამიტომ უმჯობესია წვენები ჩაანაწვლოთ რძითა და ნატურალური ხილით.

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას

6. ჭოჭინა

ჭოჭინასგან მიყენებულმა ზიანმა გადაწონა მოსალოდნელი დადებითი ეფექტი და უკვე გამოიწვია მათი აკრძალვა კანადაში: ბავშვთა ტრავმები, კუნთების არათანაბარი გამაგრება, ტერფისა და ფეხის დეფორმაცია, ხერხემლის გამრუდება დიდი დატვირთვის გამო, გადავადებული დამოუკიდებელი მოძრაობითი უნარი. იმიასთვის რომ მინიმუმამდე შევამციროთ ზიანი, გამოიყენეთ ის უფროსების მეთვალყურეობის ქვეშ არა უმეტეს 2-ჯერ დღეში 15 წუთით, და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ბავშვი ისწავლის ფეხზე დგომას.

6 რამ, რასაც შეუძლია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>