რა ასაკში იპოვნით ნამდვილ სიყვარულს - ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
- 16.11.2017
1. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანი თავისი სულის მეგობარს, ნამდვილ სიყვარულს 21 წლის ასაკში შეხვდება. ეს არის პერიოდი, როცა თქვენც და თქვენი საყვარელი ადამიანიც ცდილობთ განვითარდეთ და უკეთესები გახდეთ. ერთმანეთს დაეხმაროთ წარმატების მიღწევაში. ვერძი სხვებისგან არაფერს მალავს, ძალიან გულღიაა და მისი ეს თვისება ხელს უწყობს, რომ მყარი ურთიერთობები დაამყაროს და მარტივად იპოვნოს ნამდვილი სიყვარული. 30 წლის ასაკში ვერძების ცხოვრება სრულყოფილია, ჰყავთ მოსიყვარულე პარტნიორი და წარმატებულები არიან კარიერული თვალსაზრისით.
2. კურო - მოსალოდნელია, რომ კურო ნამდვილ სიყვარულს თინეიჯერობის პერიოდში, დაახლოებით 16 წლის ასაკში შეხვდება და ის, რაც ამ ასაკში განიცადა სენტიმენტალურ და მგრძნობიარე კუროს მთელი ცხოვრება მიჰყვება. დიდი შანსია, რომ წლების შემდეგ სწორედ ბავშვობის სიყვარულზე დაქორწინდეს. როგორც ასტროლოგები ამბობენ, კუროსთვის სწორედ ბავშვობისდროინდელ სიყვარულზე დაქორწინება იქნება ყველაზე წარმატებული.
3. ტყუპები - ისინი ნამდვილ სიყვარულს დაახლოებით 19 წლის ასაკში პოულობენ, თუმცა ამ დროს ის ვერ ხვდება, რომ ცხოვრების თანამგზავრს შეხვდა. ყოველივეს მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ აანალიზებს. ტყუპი ამ ადამიანთან ხანგრძლივი განშორების შემდეგ გრძნობს, რომ ნამდვილი სიყვარული იყო, ის საშინელ მონატრებას იგრძნობს და შეეცდება ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოს.
4. კირჩხიბი - ძალიან სენსიტიური კირჩხიბი მუდამ სიყვარულს ეძებს. მას არ შეუძლია საყვარელი ადამიანის გარეშე ცხოვრება და ადრეულ ასაკშივე ხვდება ადამიანს, რომელთანაც სულიერ კავშირს გრძნობს. მოსალოდნელია, რომ კირჩხიბი მას 15 წლის ასაკში შეხვდება. მას სურს, რომ ახალგაზრდულ ასაკშივე დატკბეს სიყვარულით. მას სიყვარული ჰაერივით სჭირდება იმისთვის, რომ სიცოცხლე შეიგრძნოს.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები მარტივად არასოდეს იღებენ რომანტიკული ურთიერთობის დაწყების გადაწყვეტილებას.ლომი ბევრს ფიქრობს, სანამ მიხვდება, რომ ცხოვრების თანამგზავრი იპოვნა, ადრეულ ასაკში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები თითქმის არასდროს იღებენ. მოსალოდნელია, რომ თავისი სულის მეგობარს და ნამდვილ სიყვარულს 25 წლის ასაკში შეხვდება. სწორედ ამ ასაკში აანალიზებს, რომ ცხოვრებაში გვერდით დასაყრდენი სჭირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ლომს შეუძლია ძალიან მარტივად გაუშვას ადამიანი თავისი ცხივრებიდან. თუ რამე არ მოეწონა, რა ასაკშიც უნდა იყოს, გასასვლელ კარს მარტივად გაგიღებთ.
6. ქალწული - როგორც წესი, ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ნამდვილ სიყვარულს რამდენიმე მძიმე გამოცდილების შემდეგ ხვდებიან. ქალწულებს თავდაჯერებულობა აკლიათ და ამის გამო სამწუხაროდ არის შანსი იმისა, რომ ნამდვილი სიყვარული ვერასოდეს იპოვნონ. ის ხშირად გარბის ურთიერთობიდან პირველივე პრობლემის წარმოჩენისთანავე. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გაქცევას სჯობს, იზრუნოთ ურთიერთობის მოწესრიგებაზე.
7. სასწორი - ისინი, როგორც წესი, ნამდვილ სიყვარულს და შესაფერ პარტნიორს 20 წლის ასაკში პოულობენ და თავიანთი დიპლომატიური ნიჭისა და მიდგომების წყალობით, წლების გასვლასთან ერთად, ურთიერთობას სტაბილურს, მყარს და საინტერესოს ხდიან.
8. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანებისთვის საუკეთესო პარტნიორი ის აღმოჩნდება ხოლმე, ვის მიმართაც ბავშვობაში, 12 წლის ასაკში ჰქონდათ სიმპათია.რა თქმა უნდა, ამას წლების შემდეგ აანალიზებენ. მორიელისთვის საუკეთესოა პარტნიორი მისი წარსულიდან, მეგობარი ბავშვობიდან, რომელმაც ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანის ხასიათი ზედმიწევნით კარგად იცის.
9. მშვილდოსანი - მშვილდოსანს უყვარს მარტო ყოფნა და თავისუფლება, რაც არის მიზეზი იმისა რომ ის ნამდვილ სიყვარულს 28 წლის ასაკში, ან შემდეგ პოულობს. მას არ სურს ადრეულ ასაკში პასუხისმგებლობის აღება, მას თავისუფლება უნდა და ნებისმიერი ურთიერთობა გარკვეული დოზით ზღუდავს თავისუფლებას.
10. თხის რქა - მოსალოდნელია, რომ თხის რქა თავის მეორე მეს, ნამდვილ სიყვარულს 30 წლის ასაკში იპოვნის და სავარაუდოდ, ის იქნება დიდი ხნის ნაცნობი, რომელსაც წლების განმავლობაში აკვირდებოდა და რომელიც ზედმიწევნით კარგად ჰყავს შესწავლილი.
11. მერწყული - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები სიყვარულს ადრეული წლებიდან ეძებენ და მოსალოდნელია, რომ უკვე 13 წლის ასაკში შეხვდებიან ცხოვრების თანამგზავრს. სწორედ ამ ასაკში დაწყებული ურთიერთობა მოახდენს გავლენას მის ცხოვრებაზე. ამ პერიოდში გაცნობილ ადამიანს შეიძლება დაშორდეს, მაგრამ აუცილებლად შეადარებს მომდევნო პარტნიორებს ბავშვობის სიყვარულს და შესაძლოა, წლების შემდეგ მაინც მასზე დაქორწინდეს.
12. თევზები - ის ეთაყვანება ადამიანში სენტიმენტალურ და მგრძნობიარე ბუნებას. საოცნებო პარტნიორი წარმოსახვაში ჰყავს. თევზებს სურთ, ადრეულ ასაკშივე გამოსცადონ ნამდვილი სიყვარული. მოსწონთ რომანტიკული პარტნიორი. მოსალოდნელია, რომ 17 წლის ასაკში შეხვდება სულის მეგობარს და საოცარი, ლაღი ისტორიაც ექნება.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, წყვილი, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="theearthtribe.ne">theearthtribe.ne</a>