წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა ცხოვრობდეთ მამაკაცთან, რომელსაც არ უყვარხართ, რომელიც პატივს არ გცემთ, არ ადარდებს თქვენი არც ტკივილი და არც ბედნიერება, განგიხილავთ როგორც ქალს, რომელიც მის ყველა სურვილს შეასრულებს.
სანამ დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყურადღებით დააკვირდით მას და თუ შენიშნეთ, რომ ქვემოთ ჩამოთვლილი თვისებებიდან რომელიმე აქვს, სჯობს უარი თქვათ ქორწინებაზე:
12. ვიწრო აზროვნება - არ გენდობათ და ცდილობს ყოველმხრივ შეგზღუდოთ, შეცვალოს თქვენი ცხოვრების წესი, მეგობრებსაც ვეღარ ხვდებით მის გამო. ასეთი მამაკაცები მთლიანად ანგრევენ ქალის ცხოვრებას. თუ თქვენს საყვარელ მამაკაცს მსგავსი თვისება შენიშნეთ, სჯობს, მოიშოროთ, თორემ მასზე დაქორწინება ცხოვრებას გაგირთულებთ.
11. სძულს ცხოველები - თუ მამაკაცს ცხოველები ეზიზღება, ის ვერ იქნება კარგი ადამიანი. მას არ შეეძლება თანაგრძნობის გამოხატვა. აუცილებლად კარგად უნდა დაფიქრდეთ, სანამ მასზე დაქორწინების გადაწყვეტილებას მიიღებთ.
10. არ ცნობს ურთიერთობის წესებს - ყველა ურთიერთობას აქვს თავისი წესები, რომლებსაც წყვილმა - ქალმაც და მამაკაცმაც პატივი უნდა სცეს. თუ განუწყვეტლივ არღვევს ამ წესებს, ძალიან ცუდად იმოქმედებს მომავალ ურთიერთობაზე.
9. არ ასრულებს პირობებს - თუ მამაკაცი რაღაცებს გპირდებათ და არასოდეს ასრულებს დანაპირებს, ეს მიუთითებს, რომ ან ძალიან მატყუარაა, ან სრულებით არ აინტერესებთ. რატომ უნდა დაქორწინდეთ მასზე?!
8. მისთვის ყოველთვის მეორეხარისხოვანი ხართ - ყოველთვის სხვა ადამაინებს, ან საქმეს აყენებს თქვენზე წინ. იფიქრეთ, რატომ ხდება ასე. იმიტომ ხომ არა, რომ მისთვის არც ისე მნიშვნელოვანი ხართ?
7. თუ ნარცისიზმით არის შეპყრობილი - რა თქმა უნდა, თავს უნდა უვლიდეს, მაგრამ თუ გამუდმებით სარკის წინ ტრიალებს და სურს, იყოს მისტერ სრულყოფილება, ეს ცოტა რთულად ასატანია. შესაძლოა, ამ მეთოდით სხვა ქალების მოხიბვლას ცდილობს, მუდამ ყურადღების ცენტრში უნდა. ესეც დასაფიქრებელი ფაქტორია.
6. მუდამ ბოდიშებს იხდის - როცა ადამიანს ბოდიშის მოხდა შეუძლია, ეს შესანიშნავია, მაგრამ როცა ის გამუდმებით ყველაფერზე ბოდიშს იხდის და მხოლოდ საკუთარ თავს თვლის ყოველთვის დამნაშავედ მოსაბეზრებელია და უინტერესოა ასეთ პარტნიორთან ცხოვრება.
5. მუდმივად ჩხუბობს - კამათი წყვილების ცხოვრების განუყოფელი ნაწილიადა ეს მნიშვნელოვანიც კია, მაგრამ თუ მამაკაცი მუდამ უკმაყოფილოა, მუდამ ჩხუბობს, თქვენი არაფერი მოსწონს, ეს გაუსაძლისი იქნება მომავალში.
4. არ გალაპარაკებთ - თავის აზრს გამოთქვამს და თქვენ აღარ გისმენთ. გადაწყვეტილებებს მხოლოდ საკუთარი სურვილისამებრ იღებს და თქვენი მოსაზრება მისთვის უმნიშვნელოა.
3. გატყუებთ - ტყუილს ნებისმიერი ურთიერთობის დანგრევა შეუძლია. თუ მამაკაცი მატყუარაა, მასთან თანაცხოვრება ვერ იქნება წარმატებული. გახსოვდეთ, რომ მატყუარა ადამიანს, სხვაც მატყუარა ჰგონია და თქვენ მიმართ მუდამ ეჭვებით იქნება სავსე.
2. მოწებებულია თქვენზე და ერთ წუთსაც ვერ ატარებთ მის გარეშე - არ აქვს მნიშვნელობა რამდენად გიყვართ ერთმანეთი, აუცილებლად გჭირდებათ საკუთარი თავისთვის დრო, სულ მის გვერდით ვერ იქნებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია.
1. თქვენს ოჯახს პატივს არ სცემს - ყველა ადამიანისთვის ოჯახი უმნიშვნელოვანესია და მნიშვნელოვანია ისიც, რომ საყვარელი ადამიანი თქვენი ოჯახის წევრებს პატივს სცემდეს. თუ ასე არ იქცევა, ადრე თუ გვიან, ყოველივეს გამო ურთიერთობა დაგეძაბებათ.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, რჩევები
<a href="https://bornrealist.com">https://bornrealist.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია