LIFE

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

9. თვალებით კონტაქტი - მიიჩნევენ, რომ ადამიანის მოხიბვლის მთავარი გასაღები თვალებით კონტაქტია. ამით გამოვხატავთ ყურადღებას სხვა ადამიანის მიმართ. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ როცა ვამყარებთ თვალებით კონტაქტს, რომ ვიპყრობთ იმ ადამიანის ყურადღებას ვის მიმართაც ინტერესი გვაქვს. შეხედო თვალებში ადამიანს, ეს ძალიან ინტიმური საკითხია და ამავდროულად, საუკეთესო საშუალებაა, რომ სასურველი ადამიანის ყურადღება მიიპყრო.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

8. ატარეთ წითელი სამოსი - წითელი ფერი სექსუალურობის სიმბოლოა და ამავდროულად, დადასტურებულია, რომ ადამიანი, რომელსაც წითელი ფერის სამოსი აცვია უფრო თვალშისაცემია და უფრო მეტად იპყრობს საზოგადოების ყურადღებას. განსაკუთრებით კი ის მიმზიდველია საპირისპირო სქესისათვის. თუ წითელი ფერის სამოსი გაცვიათ, უფრო მიმზდიველები ხართ.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

7. იყავით მხიარული - შეიძლება ფიქრობდეთ, რომ იუმორი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ იუმორის გრძნობა ადამიანის მოხიბვლის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ფსიქოლოგი ჯოფრი მილერი ამბობს, რომ იუმორი და ის, თუ რამდენად მხიარულია ადამიანი, საბოლოო ჯამში, ჩვენზე დიდ გავლენას ახდენს. სწორედ იუმორია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რის გამოც ამა თუ იმ ადამიანით ვიხიბლებით. იუმორის გრძნობა მეტყველებს იმაზე,ც რომ ადამიანი კრეატიულია და შეუძლია რთული ამოცანები მარტივად გადაჭრას. თუ ადამიანს იუმორის გრძნობა აქვს, ეს ნიშნავს, რომ ის ჭკვიანია. ასე რომ, პაემანზე ნუ მოგერიდებათ მოზომილი ხუმრობების თქმა.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

6. ღიმილი - როცა ადამიანის სახეზე ღიმილს ვხედავთ ვიხიბლებით, ვინაიდან ფსიქოლოგიურად ეს გვარწმუნებს, რომ მას სასიამოვნო ხასიათი აქვს. აღსანიშნავია, რომ კვლევის თანახმად, მომღიმარი ქალი გაცილებით უფრო მომხივლელია მამაკაცისთვის, ვიდრე მომღიმარი მამაკაცი ქალისთვის.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

5. მამაკაცისთვის მნიშვნელოვანია სერიოზულობა - კვლევის თანახმად, ქალი იხიბლება ისეთი მამაკაცით, რომელიც იუმორს სერიოზულ და გაწონასწორებულ ხასიათს უთავსებს. ქალების უმეტესობას არ მოსწონთ ზედმეტად მხიარული კაცები, რადგანაც ასეთ დროს მათ შთაბეჭდილება რჩებათ, რომ ურთიერთობა არასერიოზულ მამაკაცთან აქვთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ დაიცვათ ბალანსი.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

4. ფლირტის საუკეთესო საშუალებაა გაიმეოროთ პარტნიორის მანერები და ქცევები - ეს ყველაზე ეფექტური ფლირტია, რომელიც ძალიან ხიბლავს თქვენს ობიექტს.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

3. ისაუბრეთ წყნარად და მშვიდად - საუბრის ტონსა და ხმას ფლირტის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს. კვლევის თანახმად, მამაკაცები იხიბლებიან ქალებით, რომლებიც საუბრის დროს ხშირად იცვლიან ტონს. ასეთ ქალს მამაკაცი ძალიან რომანტიკულად აღიქვამს და მის მიმართ უფრო დიდი ინტერესი უჩნდება. ამავე კვლევის თანახმად, ქალებს მოსწონთ მამაკაცები, რომლებიც საუბრის დროს ხშირად ამბობენ ფრაზებს და სიტყვებს: „რა თქმა უნდა“, „კი“, ვნახოთ“. ქალის ამ დროს გრძნობს, რომ მისი ესმით და რომ ესაუბრება მამაკაცს, რომელსაც შეუძლია რომ გაუგოს.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

2. თავდაჯერებულობა - ვებსტერის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანის მოხიბვლა გაცილებით უფრო მარტივია, როცა თავდაჯერებული ხარ. კვლევის მიხედვით, თავდაჯერებულობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვიზუალური მომხიბვლელობა.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ

1. შეეხეთ მას - ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქად შეხება იმ ადამიანისადმი რომლითაც დაინტერესებული ვართ, მასაც უღვივებს ჩვენ მიმართ ინტერესს. ეს ეს ფლირტის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. კვლევის თანახმად, როცა მამაკაცი კლუბში უცნობ ქალს საცეკვაოდ მიიწვევს, უფრო მეტი შანსია ქალის მხრიდან თანხმობის, თუ მას მამაკაცი მხარზე მსუბუქად შეეხება.

ფლირტის 9 მთავარი ფსიქოლოგიური სტრატეგია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეთ



<a href="http://psych2go.net">http://psych2go.net</a>