LIFE

შფოთვა და სტრესი ადამიანს ყველაფრის დასუფთავების სურვილს უღვივებს - ახალი კვლევის შედეგი

შფოთვა და სტრესი ადამიანს ყველაფრის დასუფთავების სურვილს უღვივებს - ახალი კვლევის შედეგი

შფოთვა და სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანს უბიძგებს ყველაფერი დაალაგოს და მაქსიმალური სისუფთავე დაიცვას.

ახალი კვლევის თანახმად, შფოთვასა და დალაგება-დასუფთავების სურვილს შორის ძალიან დიდი კავშირია.

კვლევაში ჩართულნი იყვნენ სტუდენტები და მკვლევარებმა ხელოვნურად მათი ნაწილი სტრესულ მდგომარეობაში ჩააგდეს, რის გამოც შფოთვა აწუხებდათ. შემდეგ კი, სთხოვეს რომ კონკრეტული ადგილი დაელაგებინათ.

კვლევამ აჩვენა რომ ადამინები, რომლებსაც შფოთვა და სტრესი აწუხებდათ, უფრო დიდი ენთუზიაზმით მოეკიდნენ დალაგების საკითხს, უფრო მეტ ენერგიულობას იჩენდნენ, ვიდრე ადამიანები, რომლებსაც შფოთვა არ აწუხებდათ.

აღსანიშნავია, რომ სტრესულ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტებს სიამოვნებდათ დალაგების პროცესი.

კვლევის ავტორები წერენ, რომ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნა ადამიანს დალაგების სურვილს უღვივებს, რადგანაც ამით მას უჩნდება განცდა, რომ ყველაფრის გაკონტროლება და ყველაფრის წესრიგში მოყვანა შეუძლია. ფოქრობენ, რომ ცხოვრებისეულ პრობლემებსაც მარტივად დაამარცხებენ.



<a href="http://mentalfloss.com">http://mentalfloss.com</a>