LIFE

3 მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვევა, რომლებიც თქვენთვის არასოდეს უსწავლებიათ

3 მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვევა, რომლებიც თქვენთვის არასოდეს უსწავლებიათ

1. არ მიიტანოთ ყველაფერი გულთან ახლოს

სამწუხაროდ, ასე ვართ მოწყობილები: ყველაფერი, რაც ცხოვრებაში ხდება, ჩვენს თავზე ვიღებთ და ჩვენში ვატარებთ. როცა წარმატებულები ვართ, გვეჩვენება, რომ გარშემო ყველა ტაშს გვიკრავს. როცა ყველაფერი ცუდად არის, ვბრაზდებით და ვთვლით, რომ უკეთესის ღირსნი ვართ. ჩვენ კარგად ვგრძნობთ თავს მხოლოდ მოკლე დროის მანძილზე. მაგრამ მათ, ვინც გვაკრიტიკებს წარუმატებლობების პერიოდში, შესაძლოა, ჩვენთან მეტი საერთო გააჩნიათ. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ გარშემომყოფები მუდმივად განიხილავენ ჩვენს მარცხს: ბოლოსდაბოლოს, ყველა მხოლოდ საკუთარ თავზეა ჩაციკლული. ხშირად ადამიანები ცდებიან - უბრალოდ უნდა მიიღოთ ეს გაკვეთილი.

3 მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვევა, რომლებიც თქვენთვის არასოდეს უსწავლებიათ

2. არ ჩაეჭიდოთ საკუთარ რწმენას, როგორც მაშველ რგოლს

მაშინაც კი, როდესაც რწმენის დანგრევა ადვილია, ბევრი მაინც ეჭიდება მას. როგორც ჩანს, უკეთესია მოიკატუნო თავი, ვითამაშოთ რომ არაფერი არ გვესმის, ვიდრე დავეთანხმოთ სხვების აზრს. შეცდომების გააზრების სურვილი და ახალი ცოდნის მიღების სწრაფვა პირდაპირ პროპორციულია იმ ცვლილებების, რომლებიც შეიძლება თქვენს ცხოვრებაში მოხდეს.

სცადეთ ასეთი ხერხი: ახლავე ჩამოწერეთ ფურცელზე 20 რამ, რისი შეცვლაც გსურთ საკუთარ თავში. შემდეგ გადახედეთ სიას და დაწერეთ, რა იქნება, თუ შეცვლით ამას, როგორი გახდება თქვენი ცხოვრება? იმისათვის რომ შემოუშვათ ცვლილებები, აუცილებელია ხედავდეთ ჯილდოს ორივე მხარეს, და არა თვლიდეთ, რომ არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი.

3 მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვევა, რომლებიც თქვენთვის არასოდეს უსწავლებიათ

3. ისწავლოთ მოქმედება, როცა წინასწარ არ იცით, რა მოყვება ამას

ბავშვობიდან მიჩვეულები ვართ ვაკეთოთ ის, რასაც საბოლოოდ მკაფიო მიზანი აქვს. არავითარი გაურკვევლობა: უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც საჭიროა. მაგრამ რეალურ ცხოვრებაში ასე არ ხდება. არავინ გვეუბნება რომელ სფეროში შეგვიძლია გავიკეთოთ წარმატებული კარიერა, ამის გარანტია არ არსებობს, ვერ განსაზღვრავ რომ სიყვარულში „სამუდამოდ“ ბედნიერები ვიქნებით. არ არსებობს საშუალება ზუსტად გავიგოთ, სწორად ვიქცევით თუ არა. ამიტომაც ხშირად ყველაფერს თავს ვარიდებთ და არ ვცდილობთ დავიწყებას.

3 მნიშვნელოვანი და სასარგებლო ჩვევა, რომლებიც თქვენთვის არასოდეს უსწავლებიათ

ბევრი ჩვენგანისთვის ნამდვილად საჭიროა დაამატოს დღის რეჟიმში ქაოსი. შევწყვიტოთ ყველაფრის კეთება რაღაცის, ხანდახან გამოგონილი მიზნის გამო. იცხოვროთ დღევანდელი დღით და მიყვეთ ცხოვრების დინებას. შესაძლებელია, წინ ათასობით პატარა უსიამოვნება გელოდებათ, მაგრამ მხოლოდ ასე მივალთ წარმატებისკენ.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>