LIFE

აირჩიეთ კრისტალი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომდევნო კვირაში - შეტყობინება სამყაროსგან

აირჩიეთ კრისტალი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომდევნო კვირაში - შეტყობინება სამყაროსგან

შეხედეთ ფოტოს. დიდხანს არ იფიქროთ ისე აირჩიეთ ერთი ქვა. ახლა კი პასუხებში მოძებნეთ შესაბამისი ნომერი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში და რა შეტყობინებას გიგზავნით სამყარო.

აირჩიეთ კრისტალი და გაიგეთ, რა გელოდებათ მომდევნო კვირაში - შეტყობინება სამყაროსგან

1. მზად ხართ თქვენი შინაგანი სიბრძნე გამოავლინოთ და ადამიანებს გაუზიაროთ. თუ ასე მოიქცევით, პატივისცემას დაიმსახურებთ და მოსალოდნელია, რომ ცხოვრების ყველა მიმართულებით მომდევნო ერთი კვირა წარმატებული იქნება. სრული ტრანსფორმაცია გელოდებათ.

2. დაინახავთ მიზნის მისაღწევ მარტივ გზას. ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდება. საკუთარ თავში განსაკუთრებულ ძალას იგრძნობთ და თავდაჯერებულობის შეგრძნება გაგიმძაფრდებათ. მოსალოდნელია, რომ გაიგებთ იმ საიდუმლოს, რომელსაც დიდი ხანი გიმალავდნენ.

3. აუცილებლად უფრო მეტი უნდა იმუშაოთ, უფრო უნდა გაისარჯოთ იმისთვის, რომ წარმატებული კვირა გქონდეთ. არავითარ შემთხვევაში არ მოდუნდეთ, თორემ მთელი კვირა ნეგატივით იქნება სავსე.

4. გჭირდებათ ცხოვრებაში ბალანსის პოვნა. თქვენ მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდებით. უნდა გაიზარდოთ და განვითარდეთ ყოველმხრივ. ეცადეთ, უფრო პოზიტიურად შეხედოთ ცხოვრებას და ნუ იხელმძღვანელებთ წარსულის გამოცდილებით.

5. თქვენ დასვენება, ან ცვლილებები გჭირდებათ. სტრესი გაწუხებთ. დაუსვით კითხვა საკუთარ თავს - რა გაგაბედნიერებდათ და მოიქეცით საკუთარი პასუხის შესაბამისად.

6. დროა, ასეთი სერიოზული აღარ იყოთ. ზოგჯერ ცხოვრებაში მხიარულებაც საჭიროა. საკუთარ თავზეც და განწყობის გაუმჯობესებაზეც იზრუნეთ, თორემ დეპრესია დაგტანჯავთ. მომდევნო კვირა მხიარულებისთვის და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად გამოიყენეთ.

7. გჭირდებათ სიფრთხილის გამოჩენა ადამიანებთან ურთიერთობის დროს. საკუთარი საქმის გამო სხვებს აზარალებთ. ამიტომ მომდევნო კვირაში სჯობს, დრო ყოველივეს გამოსწორებას დაუთმოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სირთულეებთან მოგიწევთ შეჯახება.

8. გამონახეთ დრო ბუნებაში გასასეირნებლად და ეცადეთ, სასიამოვნოდ გაატაროთ დღეები. ეს მოგიტანთ ბალანსს და დაინახავთ იმას, თუ რა გჭირდებათ რეალურად ცხოვრებაში.

9. დროა, თქვენი შინაგანი მე გარეთ გამოუშვათ და იმოქმედოთ იმ სურვილების შესაბამისად, რომლებიც გულში გაქვთ. პასუხისმგებლობით მოეკიდეთ პირველ რიგში საკუთარ თავს და წარმატებას მალე დაინახავთ.

10. ყველანაირი ენერგია მომდევნო კვირაში ყველაზე სანუკვარი მიზნის მიღწევისკენ მიმართეთ. გამოიჩინეთ ენთუზიაზმი.

11. თქვენს ცხოვრებაში სიყვარული ძალიან მალე მოვა. შესაძლოა, რაიმე რომანტიკული საჩუქარიც მიიღოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ დაივიწყოთ ძველი ტკივილი და ცხოვრება გააგრძელოთ. წინ სასიამოვნო კვირა გელოდებათ.

12. მარტივად მოახერხებთ მომდევნო კვირაში პრობლემებისგან თავის დაღწევას. ყველა სიტუაცია თქვენს სასარდებლოდ შემობრუნდება. ამიტომ, ნუ იდარდებთ თუ ახლა რაიმე პრობლემა გაქვთ, აუცილებლად მოაგვარებთ და თან მარტივად.

13. დროა, კონცენტრირება ემოციებსა და სიყვარულზე მოახდინოთ. იყავით საკუთარ თავთან პატიოსნები და გულწრფელები. მოუსმინეთ თქვენს გულს. იყავით საკუთარი თავის მიმართ პასუხისმგებლიანები. ეს დაგეხმარებათ, რომ ჩაკეტილი კარმა გახსნათ.

14. დროა, თქვენს გარშემო შეამჩნიოთ ყველაფერი დადებითი და პოზიტიური და დატკბეთ ცხოვრებით. უბრალოდ ისიამოვნოთ ყოველი წუთით. დასახეთ გეგმა, რომელიც დაგეხმარებათ მიზნის მიღწევაში და ნუ ცხოვრობთ წარსულით. დატკბით იმ ცხოვრებით, რომელიც გაქვთ.

15. საკუთარ თავში იპოვნით ძალასა და შემოქმედებით უნარს, დაინახავთ თუ როგორი ცვლილებები გჭირდებათ ბედბიერებისთვის. არ იდარდოთ. თქვენ ნამდვილად შეგწევთ უნარი და ძალა იმისა, რომ ნებისმიერ, წარმოუდგენელ მიზანსაც კი მიაღწიოთ.

16. ძალიან გაგიმარტივდებათ ცხოვრება. ვერც კი წარმოიდგენთ ისე მარტივად იქნება თქვენთვის ყველაფერი მისაწვდომი, როგორც კარიერული, ასევე სასიყვარულო თვალსაზრისით. მთავარია, ყურადღებით იყოთ და მნიშვნელოვანი მოვლენები მხედველობიდან არ გამოგრჩეთ.

17. მომდევნო კვირაში რაღაც დიდი საიდუმლო გამოაშკარავდება, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს ცხოვრებაზე. შესაძლოა, თავად მალავთ რაიმეს, თუ ასეა თქვენი საიდუმლო ყველასთვის ცნობილი გახდება.

18. მომდევნო კვირაში თქვენს შრომას დააფასებენ და ამისთვის დაგაჯილდოვებენ. შეიძლება ეს პრემიის, ან გაზრდილი ხელფასის სახით გამოხატონ.

19. შეეშვით და თავი დაანებეთ ყველაფერს, რაც წარსულისკენ გექაჩებათ და გაშფოთებთ. ეს გიკარგავთ წარმატების მიღწევის ყოველგვარ პოტენციალს. შეგიძლიათ ყველაფერი გადაყაროთ, რაც მძიმე წარსულს გახსენებთ. ასე უფრო მარტივად შეძლებთ ცხოვრების გაგრძელებას.

20. კონცენტრირება მიზნის რეალიზებაზე მოახდინეთ. შესაძლოა, სამსახურში გაქვთ რაღაც კონკრეტული რთული საქმე შესასრულებელი. საჭიროა, მთელი ენერგია ამ საქმეში ჩადოთ, თუ წარმატების მიღწევა გსურთ.

21. იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას. ცხოვრება და ურთიერთობები უფრო სასიამოვნო გახდება.

22. საჭიროა ცოტა დაისვენოთ, განიტვირთოთ, თორემ აღარ შეგწევთ მუშაობის უნარი. მცირე ტაიმ-აუტი აიღეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სრულიად უსარგებლო გახდებით და ცხოვრების ხალისს დაკარგავთ.

23. გჭირდებათ ადამიანებთან უფრო მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. მოუყევით თქვენი გრძნობების და განცდების შესახებ სხვებს.

24. იგრძნობთ, რამდენად მნიშვნელოვანია მეგობრები. მათი დახმარებით მომდევნო კვირაში პრობლემების გადაჭრას შეძლებთ და დარწმუნდებით, რომ ისინი შეუცვლელი ადამიანები არიან.

25. გაიცნობთ ადამიანს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში გარდამტეხ როლს შეასრულებს. შესაძლოა, შეხვდეთ ადამიანს, რომელმაც მნიშვნელოვანი კარიერული წარმატებისკენ გიბიძგოთ, ან ცხოვრების ნამდვილი სიყვარული იპოვნოთ.

26. სიახლე გჭირდებათ. რაღაც ახალი საქმით უნდა დაკავდეთ. თქვენთვის მოსაბეზრებელია ყოველდღიური რუტინა. ახალი გარემო, ნაცნობები და ახალი საქმე გჭირდებათ.

27. უფრო მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. იზრუნეთ ვიზუალზე და ასევე სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლადაც გააკეთეთ რაიმე. ცოტა ხნით მარტო ყოფნა თქვენთვის იდეალური იქნებოდა. კარგი იქნება ასევ, თუ დაკავდებით მედიტაციით და განიტვირთებით.



<a href="http://theearthtribe.net">http://theearthtribe.net</a>