5 იშვიათი პიროვნული თვისება - თუ რომელიმე გახასიათებთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ
- 18.11.2017
არსებობს პიროვნული თვისებები, რომლებსაც ძალიან იშვიათად იპოვნით ადამიანში.
გთავაზობთ 5 იშვიათ მახასიათებელს და თუ რომელიმე მათგანი თქვენ აღგწერთ, განსაკუთრებული ყოფილხართ:
1. სწავლა სიკვდილამდე - მართალია, რომ სწავლა სიცოცხლის ბოლომდე არ უნდა შევწყვიტოთ, მაგრამ ყველა ჩვენგანი ვერ იტყვის, რომ ისეთივე ენთუზიაზმით სწავლობს რაიმეს, როგორც ადრეულ წლებში. ბევრი წყვეტს სწავლის პროცესს 30 წლამდე, რადგანაც მიიჩნევენ, რომ უკვე საკმარისად ისწავლეს. ასევე, გასათვალისწინებელია სამსახურის, ოჯახის ფაქტორი, ადამიანი უამრავი გამოწვევის წინაშე დგას და უბრალოდ, დრო აღარ რჩება სწავლისთვის.
მიუხედავად ამისა, არიან ისეთებიც, რომლებიც სწავლას არასოდეს წყვეტენ და იგივე ენთუზიაზმით და გატაცებით ცდილობენ რაღაც ახლის შესწავლას, როგორც მოზარდობის პერიოდში. მათ უნდათ ბოლომდე შეიცნონ სამყარო და სურთ, ყველა სფეროში ჰქონდეთ გარკვეული ცოდნა.
2. დაბალანსებული ადამიანები, რომლებიც ახერხებენ ქაოსურ სამყაროში ჰარმონიულად იცხოვრონ - როცა პიროვნების ტესტთან აქვთ საქმე, ასეთი ადამიანები საშუალო შედეგს აჩვენებენ. ისინი არ არიან არც ძალიან წარმატებულები, არც წარუმატებლები და ცხოვრების ყველა მიმართულებით საშუალო პოზიციაზე დგანან.
იდეალურად ახერხებენ დაიცვან ბალანსი და კარიერა და პირადი ცხოვრება ჰარმონიულად შეუწყონ ერთმანეთს. ასეთ ადამიანებსაც ძალიან იშვიათად შეხვდებით. ჩვენს დროში რთულად იპოვნით ალბათ ისეთს, რომელსაც ცხოვრება ყველა მიმართულებით მოწესრიგებული აქვს.
3. თანმიმდევრული - ესეც ძალიან იშვიათი მახასიათებელია 21-ე საუკუნის ადამიანის. როგორც წესი, ჩვენ მიდრეკილები ვართ ცვლილებებისკენ და ხშირად გვჭირდება შევიცვალოთ ცხოვრების წესი, სამსახური და ა.შ. ადამიანების უმეტესობას უჭირს ერთი მიმართულებით სიარული.
თანმიმდევრული ადამიანები კი განვითარებას ერთი მიმართულებით იწყებენ და ბოლომდე რჩებიან იქ, სადაც დაიწყეს, თუმცა რა თქმა უნდა, უფრო მაღალ საფეხურზე გადადიან. მათ არ სჭირდებათ ცვლილებები და ერთ გარემოში ყოფნა უარყოფით გავლენას ვერ ახდენს.
4. კონცენტრირებული ადამიანი - უმეტესობას არ შეუძლია დიდი დროის განმავლობაში ერთსა და იმავე რამეზე მოახდინოს ფოკუსირება. საშუალოდ, ადამიანის ტვინი 60 წუთში დუნდება, კარგავს კონცენტრაციის უნარს და ახალი ინფორმაციის შეგროვებას იწყებს.
ძალიან იშვიათია ადამიანი, რომელსაც შეუძლია რვა საათის განმავლობაში ერთსა და იმავე საკითხზე იყოს კონცენტრირებული. მაგ: კითხვის დროს, რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ კონცენტრაციას კარგავთ და კითხვა აღარ არის სასიამოვნო პროცესი. თუ ასე არ არის, თქვენ განსაკუთრებული ყოფილხართ.
5. ჩვეულებრივი ადამიანები - ფსიქოლოგები ტერმინ „ჩვეულებრივს“ ამ შემთხვევაში არ იყენებენ მისი ტრადიციული გაგებით. ჩვეულებრივს უწოდებენ მას, ვისაც შეუძლია არ აღელვდეს და მიიღოს ცხოვრება ისეთი, როგორიც არის. პრობლემის დროს შეუძლია მშვიდად თქვას, „არა უშავს“, „მერე რა მოხდა“ და აუღელვებლად იზრუნოს მის გადაჭრაზე, შეუძლია იყოს ბედნიერი ისეთი ცხოვრებით, როგორიც აქვს.“
ეს მახასიათებელი ძალიან იშვიათია. ცოტას შეუძლია ცხოვრება მიიღოს ისეთი, როგორიც არის და იყოს ბედნიერი ყოველი წუთით. უმრავლესობა ვეძებთ ბედნიერებას და გამუდმებით ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ მის მოსაპოვებლად.
თუ ამ სტატიას ასეთი - „ჩვეულებრივი ადამიანები“ კითხულობენ, მათ სულ არ ადარდებთ, აღმოაჩენენ თუ არა საკუთარ თავში რომელიმე მახასიათებელს და არ ენაღვლებათ განსაკუთრებულები იქნებიან თუ - არა.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, თავდაჯერებულობა, ქალები, რჩევები
<a href="https://curiousmindmagazine.com">https://curiousmindmagazine.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია