სტილი

ლოდინი დასრულდა! საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

ლოდინი დასრულდა! საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, H&M-ის მაღაზია 18 ნოემბერს, ზუსტად 12:00 საათზე გაიხსნა. მსოფლიოს ერთ-ერთმა უდიდესმა სავაჭრო ბრენდმა თითქმის 2000 მოდის მოყვარულს უმასპინძლა. ისინი რიგში ღამის 5 საათიდან იდგნენ იმისათვის, რომ მოდის უახლესი ტრენდები პირველებს შეეძინათ.

3000 კვადრატულ მეტრზე განთავსებული მაღაზიის სამ სართულზე მამაკაცის, ქალის, თინეიჯერისა და ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების მრავალფეროვანი ასორტიმენტია წარმოდგენილი.

ლოდინი დასრულდა! საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა


მაღაზიასთან მღელვარება დილით 9 საათზე დაიწყო, როცა H&M-მა აღტაცებულ გულშემატკივრებს სამაჯურები დაურიგა. ყველაზე ადრე მისულ მომხმარებლებს ყავით, სასმელი წყლითა და სხვადასხვა პროდუქტით გაუმასპინძლდნენ. პირველ იღბლიან 1003 სტუმარს სასაჩუქრე ბარათი გადაეცა.

ლოდინი დასრულდა! საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა

მათ შორის, რიგში მდგომმა პირველმა, მეორე და მესამე მომხმარებლებმა 200, 100 და 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები მიიღეს, მომდევნო 1000-მა კი – 30-ლარიანი. მაღაზიის გახსნის აღსანიშნავად, 1003 გულშემატკივარს ნაჭრის ჩანთები „Limited Edition“ უსახსოვრეს.

ამასთანავე, სტუმრებმა სრულ კოლექციაზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლეს, თანაც – მთელი დღის განმავლობაში. ქარიზმატულმა ტელეწამყვანმა ირაკლი მაქაცარიამ და მსახიობმა სალომე კოკუაშვილმა, პოპულარულ DJ Rembo-სთან ერთად, მაღაზიის გახსნამდე დარჩენილი ბოლო წამები აითვალეს. H&M-ის თანამშრომელთა მხიარულმა გუნდმა კი საქართველოში ბრენდის პირველი მაღაზიის გახსნას სპეციალური ცეკვა მიუძღვნა.

ლოდინი დასრულდა! საქართველოში H&M-ის პირველი მაღაზია გაიხსნა


ავსტრიის, ხორვატიის, სერბეთის, სლოვენიისა და საქართველოს H&M-ის რეგიონალურმა მენეჯერმა კლაუდია ოსვალდმა H&M-ის გუნდთან ერთად წითელი ლენტი ოფიციალურად გაჭრა და პირველ მომხმარებლებს უმასპინძლა. „ამ დღეს ძალიან დიდხანს ველოდით და ბედნიერები ვართ, რომ თბილისში H&M-ის ამდენ გულშემატკივარს ვხედავთ“, – აღნიშნა საუბრისას კლაუდია ოსვალდმა, – „ძალიან გვეამაყება, რომ შოპინგის მოყვარულებს ჩვენს პირველ მაღაზიაში ვეგებებით და გვაქვს შესაძლებლობა, მომხმარებლებს შევთავაზოთ ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის“.


H&M-ის მაღაზია მდებარეობს „გალერია თბილისში“, რუსთაველის გამზირის N2/4-ში, და ღიაა ყოველდღე – 10:00-დან 22:00 საათამდე.