ჰოროსკოპი

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

როცა საქმე სასიყვარულო ურთოერთობას ეხება, აუცილებელია ვიცოდეთ პარტნიორის დადებითი და უარყოფითი მხარე. უნდა იცოდეთ მისი მიზნებისა და ოცნებების შესახებ, რა თქმა უნდა, უნდა იცოდეთ მისი ზოდიაქოს ნიშანი.

ასტროლოგი ოფირა ედათი ავლენს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით იმ თვისებებს, რომლებიც სასიყვარულო ურთიერთობაში ხელს გვიშლიან:

1. ვერძი - ისინი ძალიან ბევრს ფიქრობენ საკუთარ თავზე. ვერძი მოუთმენელი და ეგოისტია. პოპულარული ვერძები, რომლებიც ამ ხასიათს ავლენენ არიან კრისტენ სტიუარტი, რობერტ დაუნი უმცროსი და ჯეიმს ფრანკო. თავსებადი ნიშნებია ქალწული და მორიელი.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

2. კურო - ძალიან ჯიუტები არიან და თვლიან, რომ ყოველთვის თვითონ არიან მართლები, სხვისი აზრის მოსმენა უბრალოდ არ შეუძლიათ. ასევე, ეშინიათ ცვლილებების. პოპულარული კუროები არიან დედოფალი ელიზაბეტ მეორე, ჩენინგ ტატუმი და ჯორჯ კლუნი. ყველაზე კარგად ეთავსება სასწორს და მშვილდოსანს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

3. ტყუპები - ზოდიაქოს ამ ნიშნის ადამიანები ძალიან ცვალებადი ხასიათით და მერყევი ბუნებით გამოირჩევიან. ყოველთვის ყველაფრით უკმაყოფილოები არიან. პოპულარული ტყუპები არიან დონალდ ტრამპი, ქეინი უესტი და ანჯელინა ჯოლი. ყველაზე კარგად ეთავსებიან მორიელსა და თხის რქას.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

4. კირჩხიბი - ისინი ხდებიან დამოკიდებულები პარტნიორზე, ფაქტობრივად, ერთ წუთსაც არ უნდათ საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნა. ცნობილი კირჩხიბები არიან ტომ კრუზი, ლინდსი ლოჰანი და სელენა გომესი. ყველაზე კარგად ეწყობიან მშვილდოსნებსა და მერწყულებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

5. ლომი - გიჟდებიან ყურადღებაზე და უყვართ დრამა, რაც ხშირად სასიყვარულო ურთიერთობაში ხელს უშლით. მას უყვარდება ის, ვინც მის მიმართ ყურადღებას იჩენს. პოპულარული ლომები არიან ბარაკ ობამა, ქაილი ჯენერი და დემი ლოვატო. ყველაზე კარგად ეთავსებიან თხის რქასა და თევზებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

6. ქალწული - ზედმეტად კრიტიკულები არიან და მოსწონთ ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც მათზე დამოკიდებულები იქნებიან. ხოლო როცა ხედავენ, რომ ადამიანი დამოუკიდებელი ხდება, ეს პრობლემებს აჩენს. პოპულარული ქალწულები არიან ბლეიკ ლაივლი, ბიონსე და კობი ბრაიანტი. ყველაზე კარგად მერწყულებსა და ვერძებს ეთავსებიან.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

7. სასწორი - ძალიან ზედაპირულები არიან. არ შეუძლიათ ინიციატივის საკუთარ თავზე აღება, რაც პრობლემებს წარმოშობს. პოპულარული სასწორები არიან მეთ დეიმონი, კიმ კარდაშიანი და ზაკ ეფრონი. ყველაზე კარგად ეწყობიან თევზებსა და კუროებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

8. მორიელი - ისინი ძალიან ეჭვიანები არიან. ძალიან უჭირთ ადამიანის ნდობა. ძალიან დამღლელი ადამიანები არიან, თუმცა ამავდროულად, სექსუალურები. პოპულარული მორიელები არიან ლეონარდო დიკაპრიო, ჰილარი კლინტონი და მეთიუ მაკკონაჰი. ყველაზე კარგად ეთავსებიან ვერძებსა და ტყუპებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

9. მშვილდოსნები - ძალიან იმპულსურები არიან და ზოგჯერ, გიჟური ბუნებით გამოირჩევიან, რაც ურთიერთობაში პრობლემებს აჩენს. პოპულარული მშვილდოსნები არიან მაილი საირუსი, კრისი ტეიგანი და ბრედ პიტი. ყველაზე კარგად ეწყობიან კირჩხიბებსა და კუროებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

10. თხის რქა - ძალიან ჩაკეტილები არიან საკუთარ თავში და ყოველთვის ძალიან სერიოზულები არიან. არ უყვართ მხიარულება. თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული პოპულარული ადამიანები არიან რაიან სიკრესტი, ქით მიდლტონი და ნიკოლას ქეიჯი. ყველაზე კარგად ეწყობიან ტყუპებსა და ლომებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

11. მერწყული - ეს ადამიანები ძალიან თავქარიანები და ჭირვეულები არიან. მათი გაგება ძალიან რთულია. პოპულარული მერწყულები არიან ჰარი სტაილსი, კრიშტიანუ რონალდუ და პერის ჰილტონი. ყველაზე კარგად ეწყობიან კირჩხიბებსა და ქალწულებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

12. თევზები - მათი პრობლემა გამოგონილ და წარმოსახვით სამყაროში ცხოვრებაა. ძალიან რომანტიკულები და მეოცნებეები არიან და ხშირად რეალობის შეგრძნებას კარგავენ. პოპულარული თევზები არიან ჯასტინ ბიბერი, ადამ ლევინი და ჯესიკა ბილი. ყველაზე კარგად ეწყობიან სასწორებსა და ლომებს.

ერთი თვისება, რომლის გამოც შეიძლება საყვარელ ადამიანს დაშორდეთ- ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის



<a href="http://www.thisisinsider.com">http://www.thisisinsider.com</a>