LIFE

15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი

15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი

ფსიქოთერაპევტი ლინ აზპეიშა გვთავაზობთ ნიჭიერი ადამიანების განსაკუთრებულ თვისებებს.

1. ინტელექტუალურად განსხვავდებიან გარშემომყოფებისგან. მათი აზროვნება უფრო გლობალურია, დახვეწილი, გააჩნიათ უნარი გააკეთონ საერთო დასკვნები.

2. გააჩნიათ სილამაზის აღქმის ამაღლებული უნარი, ღრმად შეიგრძნობენ სამყაროს და ხედავენ ჰარმონიას ადამიანურ ურთიერთობებში, ბუნებაში, ლიტერატურაში.

3. უყვართ იდეების გაცვლა სხვა ნიჭიერ ადამიანებთან. ბევრს მოსწონს ცხელი ინტელექტუალური დისკუსიები.

15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი

4. გააჩნიათ შინაგანი მოთხოვნილება ჰარმონიაში მოვიდნენ საკუთარ მოლოდინთან. ისინი გრძნობენ დანაშაულს, თუ მიზანს ვერ აღწევენ.

5. გამოირჩევიან განსაკუთრებული იუმორის გრძნობით: უპირატესობას ანიჭებენ დახვეწილ ხუმრობებს, სარკაზმს, სიტყვების თამაშს. ნიჭიერი ადამიანების ხუმრობების გაგება უჭირს აუდიტორიას.

6. ხშირად განიცდიან ძლიერ გრძნობებს. მათთვის აშკარაა ზოგიერთი საქციელის სისულელე, ფარისევლობა და ხიფათი.

15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი

7. შეუძლიათ იწინასწარმეტყველონ რაიმე მოქმედებების შედეგები და პრობლემები, რომლებიც შეიძლება გაჩნდეს.

8. ძნელად დგამენ სარისკო ნაბიჯებს. მათ მეტი დრო სჭირდებათ გადაწყვეტილების მისაღებად.

9. განიცდიან მღელვარებას, საკუთარი თავით უკმაყოფილების გრძნობას, მიისწრაფიან საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისკენ.

15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი

10. ძნელად კონცენტრირდებიან რაიმე ერთზე: მათ ზედმეტად ბევრი უნარი გააჩნიათ სხვადასხვა სფეროში, და ყველგან უნდათ წარმატების მიღწევა.

11. ხშირად განიცდიან შემოქმედებითი ენერგიის ძლიერ ზეწოლას. ნიჭი აიძულებთ სრულყოფილებას ინტელექტუალურ, შემოქმედებით და ფიზიკურ ასპექტში.

12. ყველაზე კარგი დამოკიდებულება აქვთ მათთან, ვინც იზიარებს მათ ინტერესებს.

15 თვისება, რომლებიც ნიჭიერ ადამიანებს ახასიათებთ - გადაამოწმე საკუთარი თავი

13. განსხვავდებიან საკმაოდ ვიწრო სამეგობრო წრით, მაგრამ ეს ურთიერთობები მათთვის ძალიან ბევრს ნიშნავს.

14. ამჟღავნებენ დამოუკიდებელ აზროვნებას, არ ექვემდებარებიან ზემდგომი ადამიანების ავტომატურ გადაწყვეტილებებს.

15. მისდევენ მკაცრ მორალურ წესებს, იყენებენ საკუთარ ნიჭს, შთაგონებასა და ცოდნას, რათა უკეთესი გახადონ სამყარო.



<a href="http://www.psychologies.ru/">http://www.psychologies.ru/</a>