LIFE

Global Benefits Georgia - კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, უნიკალური შესაძლებლობა ქართველ მომხმარებლებს

Global Benefits Georgia - კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, უნიკალური შესაძლებლობა ქართველ მომხმარებლებს

ხშირი დიაგნოსტირება ამცირებს დაავადებების რისკებს, რაც უფრო ადრე მოხდება დიაგნოსტიკა და დაავადების დადგენა, მით მეტია მასთან ბრძოლის და დამარცხების შანსი. საქართველოში საკმაოდ გავრცელებულია კრიტიკული დაავადებები და ხშირია ამ მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობა.

დღეს ონკოლოგია საქართველოში პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, ვინაიდან პაციენტთა მკურნალობა ძვირადღირებულია და დღევანდელი სოციალური მდგომარეობა პაციენტებს ამ მკურნალობის ჩატარების საშუალებას არ აძლევს.

Global benefits Georgia - ქართველ მომხმარებლებს უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს, ეს არის კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რომელიც განსხვავებული პროდუქტია ქართულ და რეგიონულ სადაზღვევო ბაზარზე. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, დაზღვეულს უნაზღაურდება პოლისის შესაბამისი ლიმიტი (20 000, 50 000 ან 100 000 ევროს ოდენობით) სრულად და შესაძლებლობა აქვს გამოიყენოს სურვილისამებრ, პოლისი არ ავალდებულებს მას წინასწარ დაგეგმილ კვლევებს.

კრიტიკული დაავადებების დაზღვევა ფარავს შემდეგ 7 ჩვენებას/მდგომარეობას: ნებისმიერი ფორმის სიმსივნე, ინსულტი, გულის შეტევა, თირკმლის უკმარისობა, მრავლობითი სკლეროზი, კორონარული არტერიის შუნტირება და ძირითადი ორგანოს გადანერგვა.

Global Benefits Georgia - კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, უნიკალური შესაძლებლობა ქართველ მომხმარებლებს


პოლისის პირობები მაქსიმალურად ითვალისწინებს დაზღვეულის საჭიროებებსა და მოთხოვნილებებს, რასაც ადასტურებს ანაზღაურების მარტივი პროცედურა.

სადაზღვევო პროდუქტის ღირებულება ხელმისაწვდომია ნებისმიერი სოციალური ჯგუფისთვის და განისაზღვრება ინდივიდუალურად, ასაკობრივ და გენდერულ ჭრილში.

სწორედ ამიტომ არის უნიკალური პროდუქტი კრიტიკული დაავადებების დაზღვევა, რისი საშუალებითაც საჭიროების შემთხვევაში მიღებული კომპენსაციით, გარკვეულ ეტაპზე დაავადების განვითარების პრევენცია ხდება.

 Global Benefits Georgia - დაზღვევა საზღვრებს გარეშე.

http://www.benefits.ge/