47 საინტერესო ფაქტი მომხიბვლელობის შესახებ - რა არის სილამაზე და რა გვიზიდავს ადამიანებში?
- 02.11.2021
47. სიმეტრიულობა - მეცნიერული კვლევის თანახმად, ადამიანის ყველაზე მომხიბვლელი მახასიათებელი არის სახის სიმეტრიულობა. ადამიანის სახე ყველაზე მომხიბვლელია, თუ ის სიმეტრიულია. ცნობილ ადამიანებს, რომლებსაც საზოგადოებაში ულამაზესებად მიიჩნევენ, სიმეტრიული სახე აქვთ.
46. ოქსიტოცინი - კოცნისა და სექსის დროს ორგანიზმი გამოყოფს ოქსიტოცინს, რომელსაც ასევე სიყვარულის ნარკოტიკს უწოდებენ. ოქსიტოცინი ეხმარება ადამიანებს იგრძნონ ერთმანეთთან სიახლოვე.
45. მომხიბვლელი ხარ მანამ, სანამ ცდილობ, რომ ასეთი იყო - ჩარლზ დარვინის თქმით, ცხოველები ცდილობენ იყონ მომხიბვლელები მაშინაც კი, როცა ძალიან დიდ ტკივილს განიცდიან. ადამიანი თუ მოინდომებს დიდხანს და ნებისმიერ სიტუაციაში იყოს მომხიბვლელი, ასეც იქნება.
44. კვლევა აჩვენებს, რომ მაღალანაზღაურებად და დიდ თანამდებობებზე მყოფი ადამიანები არიან უფრო მომხიბვლელები - მაგ: მენეჯერები ხიბლავენ თანამშრომლებს და იპყრობენ მათ ყურადღებას.
43. მაღალი თანამდებობების მიუხედავად, იგივეს ვერ ვიტყვით პოლიტიკოსებზე - კვლევის თანახმად, უფრო მომხიბვლელი პოლიტიკოსი იპყრობს მედიის დიდ ყურადღებას. უფრო მეტი დრო და ჟურნალების საუკეთესო ადგილები ეთმობათ, ვიდრე მათ არც ისე მომხიბვლელ კოლეგებს.
42. მედია და თავდაჯერებულობა - კვლევის თანახმად, მედია დიდ გავლენას ახდენს ადამიანის თავდაჯერებულობაზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება სხეულსა და ვიზუალს. როცა შენს იდეალურ სხეულს აჩვენებ შენივე სქესის ადამიანებს, ეს თავდაჯერებულობას, თვითრწმენას და თვითკმაყოფილებას განიჭებს.
41. ლამაზი გენეტიკა - ფიზიკური მომხიბვლელობა დაკავშირებულია კარგ გენეტიკასთან. სილამაზე გენეტიკურად გადადის. მამაკაცები ცდილობენ ურთიერთობა ლამაზ ქალთან ჰქონდეთ, რადგანაც სილამაზე მათთვის ფსიქოლოგიურად სიგნალია იმისა, რომ ეს ქალი ჯანმრთელი და ნაყოფიერია. ქალები ფიზიკურ მომხიბვლელობასთან ერთად აკვირდებიან მამაკაცის პიროვნულ თვისებებსაც, რათა მათ შვილებს კარგი გენეტიკა ჰქონდეთ.
40. „სექსუალური ვაჟის“ თეორია - არსებობს თეორია, რომლის მიხედვითაც, ქალს სურს მიმზიდველი და მომხიბვლელი მამაკაცი იყოს მისი ქმარი, ვინაიდან უნდა, რომ მისი გენეტიკა ვაჟზე გადავიდეს. ამ თეორიას სექსუალური ვაჟის თეორიას უწოდებენ.
39. ოიდიპოსის კომპლექსი - კვლევის თანახმად, ადამიანს ხიბლავს ის, ვინც მის მშობლებს ჰგავს.
38. ოდნავ მუქი ფერის ხაზები თვალის მიდამოში, რომელიც თითქმის შეუმჩნეველია - ეს არის ის, რაც ადამიანს მომხიბვლელობას ჰმატებს.
37. ხიფათი - საკვირველია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ადამიანი უფრო მომხიბვლელად მიიჩნევს სექსუალურ პარტნიორს, რომელიც სექსამდე კონტრაცეპტივს არ იღებს და უსაფრთხო სექს დიდ ყურადღებას არ აქცევს.
36. ჰორმონები - ჰორმონები ძალიან დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ გვხიბლავს. თუ ჰორმონები იცვლება, ჩვენი სიმპათიებიც იცვლება კონკრეტული ადამიანის მიმართ. სწორედ ამიტომაა, რომ დროთა განმავლობაში ჩვენი გემოვნება იცვლება.
35. სხეულის სპრეი და სასიამოვნო სურნელი - როცა ადამიანს სასიამოვნო სუნი აქვს, ამ დროს ფერომონები აქტიურდებიან და დიდი შანსია, რომ ამ ადამიანით მოიხიბლოთ.
34. ცრემლები - კვლევა აჩვენებს, რომ ცრემლების დანახვა კაცს აღაგზნებს და ქალის მიმართ მას ამ დროს უფრო დიდი ლტოლვა უჩნდება.
33. სექსუალური ფერები - კვლევის თანახმად, ყველაზე მიმზიდველი ფერი როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის, არის წითელი.
32. საერთო თვისებები - ადამიანს იზიდავს ის ადამიანი, რომელიც მას ჰგავს, რომელთანაც საერთო პიროვნული და ვიზუალური მახასიათებლები აქვს, აქვთ ერთნაირი თმის ფერი და მსგავსი ჩაცმის სტილი. ქვეცნობიერად ასეთ ადამიანს უფრო სანდოდ და საიმედოდ მივიჩნევთ.
31. ღიმილი თუ მოღუშული სახე - საკითხავი აი ეს არის? - კვლევის თანახმად, კაცისთვის მომხიბვლელია ქალი, რომელიც ხშირად იღიმის, ხოლო ქალი მომხიბვლელად აღიქვამს იმ მამაკაცს, რომელიც ხშირად არ იღიმის.
30. ხმის ტემბრი - ქალები საუბრობენ მაღალი ტონის ხმით, როცა ესაუბრებიან ადამიანს, რომლისგანაც ისინი სიმპათიას გრძნობენ.
29. აირჩიეთ მარცხენა მხარე - კვლევის თანახმად, ადამიანი ემოციურ სიტყვებსა და ფრაზებს, როგორიცაა „მე შენ მიყვარხარ“, უფრო მძაფრად აღიქვამს, როცა მას მარცხენა ყურში ჩასჩურჩულებ.
28. ინტერესები - ონლაინ გამოკითხვა აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანები აკვირდებიან პოტენციურ პარტნიორს, კაცისთვის მნიშვნელოვანია ქალის წონა, ხოლო ქალს აინტერესებს მამაკაცის სიმაღლე.
27. სხეულის იდეალური პარამეტრები - კვლევა აჩვენებს, რომ ჰეტეროსექსუალ ქალებს ურჩევნიათ მამაკაცებს ჰქონდეთ ე.წ. მონადირის ვიზუალი, განიერი მხრები და ფართო გულ-მკერდის არე. მამაკაცებს კი მოსწონთ ქალები დიდი მკერდით, წვრილი წელით, განიერი თეძოებით და დიდი უკანალით.
26. მკერდი - ლაქტაციის ფუნქცია მხოლოდ ქალებს აქვთ. კვლევის თანახმად, ეს არის ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც მას სექსუალურად აღიქვამენ. ქვეცნობიერად, მამაკაცი მიიჩნევს, რომ ქალს მისი შთამომავლობის გამოკვება შეუძლია. კვლევის თანახმად, მკერდის ზომასა და მის ხარისხს შორის კავშირი არ არის. პატარა მკერდიან ქალს შეიძლება დიდ მკერდიან ქალზე უფრო მეტი რძე ჰქონდეს.
25. იყო საშუალო, ეს უპირატესობაა - კვლევის თანახმად, იყო საშუალო გარეგნობის ადამიანი, ეს ძალიან მომგებიანია. დანარჩენები მას რეპროდუქციული თვალსაზრისით ქვეცნობიერად სხვებზე ჯანსაღად აღიქვამენ.
24. მუსიკა - კვლევის თანახმად, წყნარ მუსიკას შეუძლია ადამიანი უფრო მგრძნობიარე გახადოს და უფრო მოანდომოს საყვარელ ადამიანთან ერთად ყოფნა.
23. წვერი ძალიან სექსუალურია - კვლევის მიხედვით, ქალები წვერიან მამაკაცს უფრო მიმზიდველად აღიქვამენ და მიიჩნევენ, რომ ის კარგი მშობელი იქნება. ასე რომ, დროა საპარსი საშუალებები გადაყაროთ.
22. რა მშვენიერია სამყარო - კვლევა აჩვენებს, რომ სილამაზის სტანდარტები და მომხიბვლელობის მახასიათებლები ხშირად დამოკიდებულია რეგიონალურ და კულტურულ ნორმებზე. თუმცა სილამაზე ზოგჯერ ინტერნაციონალურია, არღვევს საზღვრებს და კულტურათა, ეროვნებათა კავშირით იქმნება.
21. ადამიანი მომხიბვლელია ნებისმიერ ასაკში - როცა ასაკი გვემატება, ჩვენი სახე იცვლება. ამ პროცესს ვერ შევაჩერებთ. ადამიანები ამას ტრაგიკულად განიცდიან, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ ყველა ასაკში მომხიბვლელები ვართ.
20. ასაკი - კვლევამ აჩვენა, რომ ჰეტეროსექსუალ წყვილებში, მამაკაცებს ურჩევნიათ, გვერდით ჰყავდეთ ახალგაზრდა ქალების, ხოლო ქალებს მოსწონთ, როცა მათი საყვარელი მამაკაცი ასაკოვანია.მეცნიერები ამბობენ, რომ მამაკაცები ახალგაზრდა ქალებს უფრო ნაყოფიერებად მიიჩნევენ, ხოლო ქალებს ასაკოვანი მამაკაცები იმიტომ მოსწონთ, რომ მათ პასუხისმგებლიან ადამიანებად აღიქვამენ.
19. პრიორიტეტები - ყოველ წელს ამერიკელები ხარჯავენ უფრო მეტ ფულს კოსმეტიკასა და გალამაზებაში, ვიდრე განათლების მიღებაში.
18. ღიმილი - ადამიანები დანარჩენებს უფრო მომხიბვლელად აღიქვამენ, როცა ერთმანეთს უყურებენ, უღიმიან.
17. უსამართლობა - კვლევის თანახმად, დედა უფრო მეტ მზრუნველობასა და სიყვარულს იჩენს იმ შვილის მიმართ, რომელიც ვიზუალურად უფრო მომხიბვლელია.
16. და კიდევ უსამართლობა - კვლევის თანახმად, მედდები უფრო დიდ დროს ატარებენ და უფრო მეტად ზრუნავენ იმ ჩვილებზე, რომლებიც უფრო მიმზიდველები და ჯანმრთელები არიან.
15. ბინძური სიმართლე - კვლევამ ცხადყო, რომ მოსამართლეები მომხიბვლელ დამნაშავეებს უფრო ხშირად ცნობენ უდანაშაულოდ, ვიდრე არამომხიბვლელებს. უფრო მეტიც, მომხიბვლელი მსჯავრდებულები ნაკლებად მკაცრ სასჯელს იღებენ ხოლმე.
14. მუცელი - კვლევამ აჩვენა, რომ ჰეტეროსექსუალ ქალებს არ მოსწონთ ღიპიანი მამაკაცები. ხოლო კაცები იხიბლებიან ქალებით, რომლებსაც მუცელი ოდნავ გამოწეული აქვთ.
13. ვინ იფიქრებდა?! - კვლევის თანახმად, ჰეტეროსექსუალი კაცი იხიბლება ქალით რომელსაც ლავანდისა და გოგრის ნაზავის სურნელი აქვს. ხოლო ქალს მოსწონს მამაკაცი, რომელსაც ძირტკბილასა და კიტრის ნაზავის სურნელი აქვს.
12. ერთნაირი ჩვევები - კვლევის თანახმად, თუ ადამიანები ერთმანეთის ქცევებსა და მანერებს იმეორებენ, ისინი ერთმანეთს უფრო მეტად ხიბლავენ.
11. ფავორიტები - პედაგოგების ფავორიტები არიან ვიზუალურად მომხიბვლელი მოსწავლეები და ამის გამო, ხშირად მათ გარკვეულ უპირატესობებს ანიჭებენ.
10. მაკიაჟი - ადამიანები მაკიაჟს იკეთებენ იმისთვის, რომ უფრო მომხიბვლელებად გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს ბუნებრიობას გვაკარგვინებს. ჰეტეროსექსუალი მამაკაცები, კვლევის თანახმად, უფრო მეტად იხიბლებიან ბუნებრივი, უმაკიაჟო ქალებით.
9. ფული - კვლევა აჩვენებს, რომ ქალები მამაკაცში სიმდიდრეს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, ვიდრე მის ვიზუალურ მხარეს, მაშინ, როცა მამაკაცს უფრო მეტად აღელვებს ქალის ვიზუალი, ვიდრე მისი შემოსავალი.
8. ლაბიოპლასტიკა - ეს არის სასქესო ბაგეების პლასტიკა. ჩვენს დროში საკმაოდ ბევრი ქალი მიმართავს მას და ფიქრობენ, რომ გენიტალიების ფორმის შეცვლა და გალამაზება თავდაჯერებულობას ჰმატებთ და შედეგად, მთლიანი ვიზუალიც უფრო მომხიბვლელი ხდება.
7. უჩვეულო საქმე - კვლევის თანახმად, მამაკაცისთვის მომხმიბვლელია ქალი, როდესაც მას მისთვის უჩვეულო საქმის კეთების დროს ხედავს. კაცებს მოსწონთ ცოტათი მამაკაცური ქალები.
6. პირველი ნაბიჯი - ადამიანები, რომლებიც პირველ ნაბიჯს დგამენ ურთიერთობაში, უფრო მომხიბვლელებად გამოიყურებიან პოტენციური პარტნიორის თვალში.
5. ადრენალინი - კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, ადამიანები იხიბლებიან ერთმანეთით, როცა ერთად რაიმე საინტერესო და სახიფათო თავგადასავალი გადახდებათ.
4. ალკოჰოლის სათვალე - ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ერთმანეთს უფრო მომხიბვლელებად აღიქვამენ. მთვრალს არ შეუძლია დეტალები შეამჩნიოს, ის დეტალები, რომლებიც მას სიფხიზლეში არამომხიბვლელად მოეჩვენებოდა.
3. ვიზუალი- კვლევა აჩვენებს, რომ ქალები წლების წინ იხიბლებოდნენ უფრო მამაკაცური ვიზუალის კაცებით. თუმცა თანამედროვე ქალებს ნაკლებად მამაკაცური კაცები უფრო მეტად მოსწონთ.
2. იდუმალებით მოცული - მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქალი კაცს უფრო მიმზიდველად და სექსუალურად აღიქვამს, თუ მას სათვალე უკეთია. ეს იმიტომ, რომ სათვალე სახეს უფრო მეტ სიმეტრიულობას სძენს და ამავდროულად, გაფიქრებინებს, რომ ადამიანი იდუმალებით მოცულია.
1. როგორ უნდა მიხვდეთ რომ ადამიანი თქვენით მოხიბლულია?
რა თქმა უნდა, 100%-იანი ნიშანი ამისა არ არსებობს, მაგრამ არის ძალიან ბევრი მანერა, მოწონებას გამოვხატავთ. გთავაზობთ ამ ნიშნებსა და მანერებს:
როცა პირველად გხედავთ, თუ მოეწონეთ, წარბებს მაღლა სწევს.
ტუჩს კბენს, როცა თვალებში გიყურებთ.
იღიმის, როცა მას ესაუბრებით.
საუბრის დროს დოინჯი აქვს გაკეთებული, ეს უფრო მეტად მამაკაცებისთვისაა დამახასიათებელი.
როცა თქვენს წინ სხედან ფეხები ერთმანეთზე მიტყუპებული არ აქვთ.
ფაქიზად გეხებათ მხარზე.
საუბრის დროს საკუთარ სახეს, თმას ხშირად ეხება.
თემები: სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობა, რჩევები ქალებს, მამაკაცები, ურთიერთობა, წყვილი, ქალები, რჩევები
<a href="https://www.factinate.com">https://www.factinate.com</a>