სტილი

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

1. „ბალეტკები“ საქმიან კოსტიუმთან

ვიზუალურად ბალეტკები წვივების მოცულობას ზრდიან, მაგრამ განსაკუთრებულად უადგილოა საქმიან სტილში, რომელიც ელეგანტურობას გულისხმობს. ამ შემთხვევაში უმჯობესია უპირატესობა მაღალ ქუსლს მიანიჭოთ.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

2. გრძელი მაისური ჯინსის შარვალზე

გრძელი მოტკეცილი მაისური ჯინსის შარვალზე, ზედმეტად გაჭიმულს ხდის ტანს, ამიტომ ასეთი მაისური უკეთესია ჩაიტანოთ ჯინსებში. თუ ეს თქვენი ვარიანტი არ არის, უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალი ჭრის მოდელებს.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

3. დიდი ზომის ჩანთა გამოსასვლელ ღონისძიებაზე

მართალია, დიდი ზომის ჩანთებმა უნივერსალური ნივთის სახელი მოიპოვეს, მაგრამ კლუბში ან რესტორანში წასვლისას, უპირატესობა მიანიჭეთ უფრო კომპაქტურ მოდელებს.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

4. ბოტილიონები მოკლე ქვედაბოლოსთან

ფეხსაცმლის ეს სახეობა, ვიზუალურად ფეხს ამოკლებს და ამ არასასურველ ეფექტს მინი ქვედაბოლო მხოლოდ აძლიერებს. წლის ცივ სეზონზე მასთან ერთად უმჯობესია ატაროთ ბოტფორდები.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

5. „განიერი“ ნივთები - რამდენიმე და ერთად...

ერთიან სტილში რამდენიმე განიერი ნივთი საერთოდ მალავს იმ ფორმებს, რომლებსაც ხაზი უნდა გაუსვათ (წელი, თეძო, მკერდი). ამიტომ თუ ძალიან გინდათ ჩაიცვათ რაიმე განიერი, ჯობია გააწონასწოროთ სტილი მოხდენილი სამოსით.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

6. კოლჰოტები შორტებთან ერთად

ტრადიციულ გაგებაში შორტები - ტანსაცმლის საზაფხულო სახეობაა, რომელიც არანაირ დამატებას არ გულისხმობს. უკეთესია ისინი შესაბამის სეზონამდე გადადოთ, ვიდრე კოლჰოტებთან ერთად შეუფერებელი სტილი შექმნათ.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

7. ქვედაბოლო-ტიტა

ასეთი სტილი „უსაფრთხო“ ფიგურისთვის მაშინაა, თუ ქვედაბოლო თეძოებზე „ზის“. თუ მას მიკერებული ქამარი აქვს, კარგად მხოლოდ მაშინ გამოიყურება, როდესაც დგახართ. მოძრაობის დროს კი, მოხდენილ გოგოებშიც კი მუცლის ილუზიას ქმნის.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

8. დიდი ზომის ფეხსაცმელი

ფეხსაცმლის საყიდლად მაღაზიაში უმჯობესია დღის პირველ ნახევარში წახვიდეთ, რადგან დღის ბოლოსკენ ფეხი ხშირად იღლება და სივდება. შედეგად, ფეხსაცმლის ზომა არ შეესაბამება ნამდვილ ზომას და ძალიან ულამაზოდ გამოიყურება.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

9. როლინგები და ნივთები მაღალი ყელით

ასეთ სამოსს სიფრთხილით უნდა მოეკიდოთ: კისერი შეიძლება ვიზუალურად დამოკლდეს, ფიგურა კი - კვადრატის ფორმას მიუახლოვდეს.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ

10. თავისუფალი ჯინსები

ჯინსის ქსოვილს გააჩნია თვისება, რომ მალე გაიწელოს. ამიტომ გაზომვისას თუ ჯინსები თავისუფლად გადგათ, არსებობს იმის რისკი რომ დროთა განმავლობაში ფორმა დაკარგოს.

10 რამ, რაც ქალებს განსაკუთრებულად არ უხდებათ



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>