ეიფორია • Euphoria პირველი ქართული ბრენდია, რომელმაც ქართულ ბაზარზე მომხმარებლებისთვის ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური, მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა შექმნა. ბრენდის გამოჩენის დღიდან, პოპულარობას არ კარგავს სააბაზანოს ბომბები და საპნები, რომლებიც ქართული ორგანული ნაწარმია და ძალიან ბევრი სასარგებლო თვისებით გამოირჩევა.
"ეიფორია" მეგობრული ბიზნესია, რომელიც ანა სულაბერიძემ, იგივე Anne Vitale-მ და ირინა პაპაშვილმა ერთობლივად წამოიწყეს. ბიოლოგიურად სუფთა, ნატურალური, მცენარეულ ცხიმებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები და კოსმეტიკა - ეს არის ყველაფერი, რაც კარგ განწყობას, საზეიმო განცდებსა და მოკლედ რომ ვთქვათ, ეიფორიას გამოიწვევს თქვენში.
თანამედროვე სამყაროში თანდათან იზრდება ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, რაც თავის თავში, არა მხოლოდ სწორ კვებას და ვარჯიშს მოიაზრებს, არამედ, თავის მოვლისთვის ნატურალური, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის გამოყენებასაც. საქართველოსთან შედარებით, ისეთი პროდუქციის მოხმარება, როგორსაც ახალი ქართული ბრენდი "ეიფორია" გვთავაზობს, დასავლეთის ქვეყნებში ფართოდ გავრცელებული და ტრენდულია. "ეიფორიას" მიერ შემოთავაზებული ნაწარმის დათვალიერება შეგიძლიათ ბრენდის ფეისბუქ და ინსტაგრამ გვერდებზე, ხოლო შეძენა "თბილისი მოლში" დ.აღმაშენებლის მე-16 კმ. და "გუდვილში" პ.ქავთარაძის #1
"ეიფორია" წარმოგიდგენთ საახალწლო ნატურალურ ლიმიტირებულ კოლექციას Gold Christmas, ახალი პროდუქციის შეძენა შესაძლებელია 3 დეკემბრიდან.
წარმოგიდგენთ Gold Christmas-ს:
*ბზინვარე ზეთი - შეიცავს ზეითუნის და ნუშის ზეთებს, რომლებიც კანს კვებავს და ატენიანებს, ოქროსფერ მინერალებს, რაც შემატებს თქვენს კანს საახალწლო ბრჭყვიალებას და ლავანდის და ვანილის ტკბილი არომატი თავს დედოფლად გაგრძნობინებთ.
*შხაპის გელი - ხელნაკეთი, ნატურალური შხაპის გელი Gold Christmas - არბილებს და ატენიანებს კანს .შეიცავს ასევე ოქროსფერ მინერალებს, გაჩუქებთ დაუვიწყარ საახალწლო თავგადასავალს.
*ნახშირის და ჩაის ხის 100% ორგანული და ნატურალური ანტიბაქტერიული საპონი - ეიფორიას ბესთსელერი საპონი, ქოქოსის და ზეითუნის ზეთის შემცველობით, ღრმად წმენდს კანს, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, აბალანსებს ცხიმის შემცველობას, შეუცვლელია კომბინირებული და ცხიმიანი კანის მოვლისთვის.
*აბაზანის ბომბი Gold Christmas - ოქროსფერი ბზინვარება თქვენს აბაზანაში. შეიცავს ზეითუნის და ქოქოსის ზეთებს, აქვს ვანილის, შოკოლადის და მოცვის საახალწლო არომატები.
გარდა ლიმიტირებული კოლექციისა, "ეიფორია" საახალწლოდ გთავაზობთ ნაძვის ხის, ვარსკვლავის და სხვადასხვა საახალწლო ფორმის სურნელოვან საპნებს და აბაზანის ბომბებს.
"ეიფორიას" პროდუქცია არის ხელნაკეთი,ნატურალური და საოცრად სურნელოვანი,რაც განსხვავებულ და სანუკვარ საახალწლო საჩუქრად აქცევს მას.
თემები: სახის მოვლა, კანის მოვლა, თავის მოვლა სახლის პირობებში, კანი, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი, კოსმეტიკა, ჯანმრთელობა, ქალები, რჩევები