ქორწინება, ურთიერთობები რომ ძალიან რთული საკითხია, ამაზე ყველა ვთანხმდებით. ურთიერთობას გამუდმებით სჭირდება საზრდო იმისთვის, რომ ის მყარი და ხანგრძლივი გახდეს.

ჩვენს დროში სტატისტიკურად ძალიან გაზრდილია განქორწინებათა რიცხვი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განქორწინების მიზეზები ძალიან ბევრია - ღალატი, ხასიათის შეუთავსებლობა, სექსუალური შეუთავსებლობა, ფინანსური პრობლემები და ა.შ. მაგრამ საინტერესოა ის, რომ როგორც აღმოჩნდა, განქორწინების მიზეზი შესაძლოა წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაც გახდეს.

ახალი კვლევა აჩვენებს, რომ წყვილს შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა სასიყვარულო ურთიერთობას წარუმატებელს ხდის.

ატლანტაში, ემორის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის თანახმად. განქორწინებებსა და დიდ ასაკობრივ სხვაობას შორის ძალიან დიდი კავშირია. კვლევა 2014 წელს ჩატარდა და ეყრდნობა 3 000 ამერიკელისგან მიღებულ ინფორმაციას.

კვლევის თანახმად, წყვილებში, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა ერთი წელია, ძალიან მცირე, დაახლოებით 3%-ია განქორწინების შანსი. განქორწინების შანსი 18%-მდე იზრდება იმ წვილებში, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა 5 წელია, ხოლო 39%-ია განქორწინების შანსი წყვილებისა, რომელთა შორისაც ასაკობრივი სხვაობა 10 წელია.

თუ წყვილს შორის ასაკობრივი სხვაობა 20 წელია, კვლევის თანახმად, მათი გაყრა თითქმის გარდაუვალია - 95%-ია შანსია იმისა, რომ ისინი განქორწინდებიან.

მიუხედავად ამისა, უნდა ვთქვათ, რომ ეს მხოლოდ სტატისტიკაა და ასაკობრივმა სხვაობამ ვერ უნდა შეგაჩეროთ. ნებისმიერ წყვილს შეუძლია ურთიერთობა სამუდამო გახადოს.