მშობლები

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

იყო დედა - ეს არ არის მარტივი. ქალების ნაწილი შვილის გაჩენის შემდეგ კარგავს საკუთარ თავს, საკუთარ ცხოვრებას და მთლიანად ბავშვის აღზრდაზე, მის მოვლაზეა გადართული. დროთა განმავლობაში, ასეთ ქალებს დეპრესია სტანჯავთ.

იყო ბედნიერი დედა ნიშნავს, შვილზე ზრუნვის პარალელურად იყო ის, ვინც აქამდე იყავი, ნიშნავს, რომ არ დაკარგო თავი და საკუთარი საქმე, იცხოვრო სრულყოფილთან მიახლოებული ცხოვრებით.

გთავაზობთ ჩვევებს, რომლებიც უნდა გამოიმუშაოთ, თუ გსურთ, რომ ბედნიერი დედა იყოთ:

1. გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის - ქალების ნაწილისთვის შვილის გაჩენის შემდეგ, ცნება - „საკუთარი თავი“ აღარ არსებობს. ისინი მთლიანად შვილის აღზრდით, მასზე ზრუნვით არიან დაკავებულები და საკუთარი თავისთვის დრო არ რჩებათ. ასეთი ქალები დეპრესიაში არიან და გამუდმებით წუწუნებენ.

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

თუ მოინდომებთ, აუცილებლად გამონახავთ მცირე დროს. შესაძლოა, საკუთარ თავთან მარტო დარჩენის დროს საერთოდ არაფერი გააკეთოთ, უბრალოდ ეს მოგცემთ გატვირთვის საშუალებას. ქალები, რომლებსაც შეუძლიათ ბავშვის მოვლის პარალელურად დრო საკუთარ თავსაც დაუთმონ, არიან ბედნიერები.

2. აუცილებელია ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობა - რა თქმა უნდა, დედობრივი ბედნიერება არანაირ კავშირში არაა ქორწინებასთან. ძალიან ბევრი დედაა ბედნიერი, რომლებიც არც ქორწინებაში არიან და არც არანაირ სასიყვარულო ურთიერთობაში.

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

მიუხედავად ამისა, ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობას ცხოვრებაში განსაკუთრებული ბედნიერების შეტანა შეუძლია. არ აქვს მნიშვნელობა დროს ბოიფრენდთან, დასთან, თუ რომელიმე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარებთ, ეს თქვენ უფრო ბედნიერს გაგხდით და თქვენი ღიმილის საბაბი გახდება.

3. უნდა გაუღიმოთ საკუთარ თავს - როცა ბავშვი მოსვენების საშუალებას არ გაძლევს, მხრებზე გაცოცდება და დასვენების დღეებს ვერ ირგებ ისე, როგორც გინდოდა, აბაზანაში ჩაკეტვას და ტირილს, სჯობს გაიცინო.

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

4. ისიამოვნე ყველა მომენტით - ეცადე, არ აღელვდე. ყველამ ვიცით, რომ ბავშვზე ზრუნვა მარტივი არ არის, ამიტომ მნიშვნელოვანია ყოველთვის წონასწორობის შენარჩუნება. მნიშვნელოვანია, შეგეძლოთ ემოციების კონტროლი და მოცემული მომენტით ტკბობა. მომენტით მაშინაც უნდა ისიამოვნოთ, როცა ბავშვი არ გიჯერებთ და ცელქობს.

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

5. ბედნიერი დედა ზოგჯერ თვითონაც ბავშვივით და სულელურად იქცევა - მან იცის, როგორ მოიქცეს იმისთვის, რომ თავადაც ბედნიერი იყოს და გარშემომყოფებიც გააბედნიეროს. ზოგჯერ ის დიდი ბავშვი ხდება და სულელურად იქცევა. მის ასეთ ხასიათს ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი ბედნიერება შეაქვს. 

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

6. მიეცით საკუთარ თავს შესვენების საშუალება - ზოგჯერ ბავშვი გაუთავებლად ტირის, ტირის და ტირის და ზოგჯერ ძალიან ბედნიერი დედებიც ტირიან. ზოგჯერ დგება მომენტი, როცა გაქცევა გინდა და გსურს, შენი საქმე სულ ცოტა ხნით მაინც გააკეთოს სხვამ. ასე რომ არ დაგემართოთ, აუცილებლად უნდა მისცეთ საკუთარ თავს შესვენების საშუალება. სრულყოფილი არავინაა და საკუთარ თავს არ უნდა დაუწესოთ მშობლის წარმოუდგენლად მაღალი სტანდარტები.

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

 

7. დაივიწყეთ შედარებები - დედების დიდ ნაწილს სურს, მისი შვილი ყველაზე გონიერი და ჭკვიანი იყოს და თანატოლებთან შედარებით უპირატესობები ჰქონდეს. თუმცა ბედნიერი დედები ასე არ იქცევიან. ის არ იდარდებს იმაზე, რომ მის შვილს ხატვა არ გამოსდის და სხვა ბავშვი უკეთ ხატავს. ის ბედნიერია იმით, რასაც მისი შვილი აკეთებს და ბავშვს მაღალ სტანდარტებს არ უწესებს.

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?

8. იყავით სასიამოვნო ადამიანი სხვების მიმართ - ბედნიერი დედები არ განსჯიან სხვა მშობლებს, არ ჭორაობენ სხვების შესახებ. ისინი იღიმიან, არიან კეთილები და სასიამოვნო ადამიანები.

8 ჩვევა - რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ბედნიერი დედა იყოთ?



<a href="https://flipboard.com">https://flipboard.com</a>