LIFE

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

ფილმებში ახალი წლის საღამო მაგიურია, სადაც შეიძლება ყველაფერი მოხდეს. „მარტო სახლში“, „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“ - ეს ის ფილმებია, რომლებსაც, ვფიქრობთ, ახალ წელს ჩვენი რჩევის გარეშეც უყურებთ. ამიტომ, ტრადიციულისგან ცოტა განსხვავებული ფილმების სია შევადგინეთ.

გთავაზობთ ფილმებს, რომლებიც საახალწლოდ საუკეთესო განწყობას შეგიქმნიან.

1. Poseidon/“პოსეიდონი“

ახალი წლის შესახვედრად გემზე წვეულებას მართავენ, თუმცა მას შემდეგ, რაც გემს დიდი ტალღა ეჯახება, ის კატასტროფას განიცდის. ფილმში ადამიანების ძალიან საინტერესო თავგადასავალია გადმოცემული. შეგიძლიათ ნახოთ 1972 წელს გადაღებული ფილმი და ასევე მისი „რიმეიქი“. 

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

2. When Harry Met Sally/“როცა ჰარი შეხვდა სალის“ 

რომანტიკული კომედია შერწყმულია ახალი წლის მაგიურ საღამოსთან. ეს არის კლასიკური კომედია, რომლის ნახვაც ადამიანებს არ ბეზრდებათ.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

3. Ghostbusters II/მოჩვენებებზე მონადირენი II 

ფილმში მოთხრობილია მოჩვენებებისა და მათზე მონადირეების შესახებ და საკვანძო მომენტები სწორედ ახალი წლის ღამეს უკავშირდება. 

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

4. Money Train/ ფულის მატარებელი

 თუ ფულით სავსე მატარებლის გაძარცვას აპირებთ, ამისთვის საუკეთესო დრო სწორედ ახალი წლის ღამეა. საინტერესო თავგადასავალი საახალწლოდ შესანიშნავ განწყობას გპირდებათ.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

5. Trading Places/“ადგილთა გაცვლა“

მდიდარი ბიზნესმენი და ქუჩის თაღლითი ადგილებს გაცვლიან. თაღლითს უზარმაზარი კომპანიის მართვა უწევს. სახალისო და საინტერესო კომედია ახალი წლის ღამეს სასიამოვნო განწყობას შეგიქმნით.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

6. Boogie Nights

ფილმი მოგვითხრობს ადამიანების ისტორიაზე, რომლებიც პორნოგრაფიული ფილმების წარმოებაში იღებენ მონაწილეობას. ფილმის ერთ-ერთი მთავარი მომენტი სწორედ ახალი წლის ღამეს ვითარდება.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

7. 200 Cigarettes/ 200 სიგარეტი

 ფილმში ნამდვილ თანავარსკვლავედს ნახავთ. მათ შორის, ბენ აფლეკს, ქეით ჰადსონსა და პოლ რუდს. ფილმის გმირები ურთიერთობების მოგვარებას, პრობლემების გადაჭრას ცდილობენ და მათი გზები ახალი წლის ღამეს იკვეთება. 

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

8. Bridget Jones’ Diary/ბრიჯიტ ჯონსის დღიური

რით უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ ახალი წლის ღამე? - კითხვაზე სწორი პასუხია, „ბრიჯიტ ჯონსის დღიური“. ცნობილი რომანის ეკრანულ ადაპტაციაში მთავარ როლებს რენე ზელვეგერი და კოლინ ფერტი ასრულებენ.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

9. New Year’s Evil

ვარსკვლავ დაიან სალივანს ახალი წლის ღამეს უცნობი ურეკავს და ეუბნება, რომ მისი სახელია Evil. ამის შემდეგ კი, სახიფათო თავგადასავალი იწყება.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

10. Ocean’s 11/ოუშენის 11 მეგობარი

ეს არის საინტერესო თავგადასავალი, სადაც ბუნტი სწორედ 31 დეკემბერს იწყება.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

11. Sex And The City/სექსი დიდ ქალაქში (ფილმი) 

თუ სერიალის, „სექსი დიდ ქალაქში“ ფანი ხართ, მაშინ საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება, თუ საახალწლოდ ამ ფილმს ნახავთ. ფილმი შესანიშნავია იმისთვის, რომ კარგ განწყობაზე დადგეთ და ასე შეეგებოთ ახალ წელს.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ

12. New Year’s Eve/ახალი წლის საღამო

ფილმის რეჟისორმა, გარი მარშალმა ჰოლივუდის ვარსკვლვთა არმია შეკრიბა ფილმისთვის. აქ ნახავთ ლეა მიშელს, მიშელ პფაიფერს, ჰილარი სვანკს, ეშტონ კატჩერს და რობერტ დე ნიროს. ფილმის გმირების ოცნებაა ახალი წლის ღამეს ნამდვილი სიყვარული იპოვნონ.

12 ფილმი, რომლებსაც საახალწლოდ უნდა ჩაუჯდეთ



<a href="https://www.fandango.com">https://www.fandango.com</a>