მშობლები

7 რამ, რაც ერთი შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

გყავდეს ერთი შვილი - ეს შეიძლება მშობლის არჩევანია, ან არაა არჩევანი და მიზეზი სხვადასხვა ფაქტორებია. მნიშვნელობა არ აქვს, ნებისმიერ შემთხვევაში,ეს ადამიანი პირადი საკითხია. თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს რატომღაც მოსვენებას არ აძლევს ის ფაქტი, რომ ამა თუ იმ ადამიანს ერთი შვილი ჰყავს და გამუდმებით უსვამენ კითხვას - როდის აპირებს მეორეს გაჩენას, ან რატომ არ აჩენს მეორეს.

ერთი შვილის დედები ამბობენ, რომ მსგავსი კითხვები ძალიან მტკივნეულია, ვინაიდან ზოგიერთ მათგანს ცხოვრების პირობები არ აქვს შესაბამისი , ზოგს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და არ არის სასიამოვნო ასეთ პირადულ საკითხებზე ნებისმიერთან საუბარი.

ერთი შვილის დედები ავლენენ იმ კითხვებს და ფრაზებს, რომლებიც მათთვის მტკივნეული და არასასიამოვნოა.

1. „როდის აპირებ მეორე ბავშვის გაჩენას?“ - ეს კითხვა ძალიან ბევრი მიზეზის გამოა უხეში და უტაქტო. შესაძლოა, ქალს უბრალოდ არ სურს ჰყავდეს ერთზე მეტი შვილი, შესაძლოა, ფეხმძიმედაა და არ უნდა, რომ მოცემულ მომენტში ყველას გააგებინოს ამის შესახებ, შესაძლოა სოციალური თვალსაზრისით პრობლემები აქვს, შესაძლოა, ჯერ სურს კარიერას მიხედოს და მეორე შვილზე მერე იფიქროს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს მისი პირადი საქმეა.

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

2. „ეჰ, შენ ჯერ რა იცი, ჯერ მეორე შვილი არ გყავს“ - რას ნიშნავს არ იცის? ის უკვე არის დედა და შესანიშნავად იცის ყველაფერი, ყველა ნიუანსი, რაც დედობასთან და შვილის მოვლასთან, მის აღზრდასთანაა დაკავშირებული.

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

3. „რა ბედნიერი ხარ მარტო ერთი შვილი რომ გყავს, უფრო მეტი დრო გექნება“ - ასეთი ფრაზა არასოდეს უთხრათ ერთი შვილის დედას. მისი დღეც მრავალშვილიანი დედის მსგავსად, ბავშვზე ზრუნვაში გადის, ამზადებს სადილებს, ბავშვთან თამაში, დაბანა, სარეცხი, სახლის დალაგება, ზღაპრების წაკითხვა მისი ყოველდღიური რუტინაა. ნუ გგონიათ, რომ საქმე არ აქვს. ძალიან სტკენთ გულს მსგავსი ფრაზებით.

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

4. „ყველა ბავშვს სჭირდება ძმა, ან და“ - ერთი შვილის მშობლებს სჯერათ, რომ მათი შვილი იქნება ბედნიერი, ექნება სრულფასოვანი ცხოვრება და არ გახდება სერიული მკვლელი იმის გამო, რომ და-ძმა არ ჰყავს. ამ დროს ვიღაც ასეთ მშობლებს ეუბნება, რომ თუ ბავშვს და-ძმა არ ეყოლება მას დანაშაულისკენ ექნება მიდრეკილება. ასეთი საუბრით განწყობას უფუჭებთ ადამიანებს, თანაც ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დანაშაულისკენ მიდრეკილებაზე ეს საკითხი გავლენას ვერ ახდენს.

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

5. „ფორმის შენარჩუნება შენთვის მარტივია, იმიტომ რომ ორსულად მხოლოდ ერთხელ იყავი“, - “ფორმაში სინამდვილეში იმიტომ ვარ რომ ჯანსაღად ვიკვებები და რეგულარულად ვვარიჯიშობ“, - ამბობს ერთი შვილის დედა, ბლოგერი სიუზან მიურეი.

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

6. „გეცადა კიდევ ერთხელ, იქნებ ბიჭი აღმოჩნდეს (ან გოგო)“ - ზოგიერთს მიაჩნია, რომ სქესის გამო უნდა სცადოს ქალმა კიდევ ერთი შვილის გაჩენა და ცდა არ უნდა შეწყვიტოს მანამ, სანამ სასურველი სქესის ბავშვი არ გაუჩნდება.

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ

7. „ცდილობ, რომ კიდევ გააჩინო?“ - უკაცრავად, მაგრამ ამ დროს სინამდვილეში ადამიანს ეკითხებით - „სექსი გაქვს?“, რაც ნამდვილად უტაქტო კითხვაა.

7 რამ, რაც  ერთი  შვილის დედას არ უნდა უნდა უთხრათ



<a href="https://www.huffingtonpost.com">https://www.huffingtonpost.com</a>