1. აჟურული კოლჰოტები

აჟურული კოლჰოტები მხოლოდ მოდური ჩვენებებისთვის ან ფოტოსესიებისთვის გამოდგება. ყოველდღიურ ცხოვრებაში ისინი არა მხოლოდ ვულგარულად გამოიყურება, არამედ ასაკსაც გმატებთ. უპირატესობა მიანიჭეთ სადა სქელ კოლგოტებს მოხატულობის გარეშე.

2. ბლუზები „ღამურა“-ს მკლავით

ასეთი სტილის ბლუზების ტარება ძალიან რთულია, ისინი მხოლოდ გამხდარ გოგონებს უხდებათ. თუ სხვანაირი ტიპის ფიგურა გაქვთ, უარი თქვით მათზე, რადგან ისინი სხეულს ერთ მთლიან მასად აქცევენ და ამძიმებენ ადამიანს.

3. ტანსაცმელი, რომელიც ტომარას წააგავს

მოიშორეთ გარდერობიდან ძველი გაწელილი ტრიკოტაჟის კაბა და სხვა უფორმო ტანსაცმელი. შეცვალეთ ისინი კაბა-ფუტლიარით, რომელიც გაცილებით სტილურად და ელეგანტურად გამოიყურება. ან ატარეთ ზემოდან მოკლე ქურთუკი, რომელიც წელს კარგად გაუსვამს ხაზს.

4. ფაქტურული ტანსაცმელი ეგზოტიკური ქსოვილისგან

ეგზოტიკური სტილის ტანსაცმლის კომბინირება ძალიან რთულია, ყოველდღიურად მისი ტარება კი შეუძლებელი. ამიტომ ეკონომიის მიზნით უკეთესია აირჩიოთ კლასიკური, მაგრამ ხარისხიანი ქსოვილები, რომლებიც არ დაამახინჯებენ ფიგურას.

5. სტრაზები, პრინტები და მძივები ტანსაცმელზე

ნახევრადგამჭირვალე ქსოვილები, გულები, სტრაზები ტანსაცმელზე წლებს მატებენ. მოდის ექსპერტი ალი ლევაინი საერთოდ არ გირჩევთ იყიდოთ ტანსაცმელი მორთულობებით, რადგან მსგავსი ნივთები არა მხოლოდ რამდენიმე წელს მოგიმატებენ, არამედ უგემოვნოდაც გამოიყურება.

6. არასწორი საქმიანი კოსტიუმები

სტილისტი და დიზაინერი ანიტა კეილი გვირჩევს ავირჩიოთ წელში გამოყვანილი სილუეტები, რომლებიც არ არღვევენ სხეულის პროპორციებს. გახსოვდეთ, რომ ერთი ფერის კოსტიუმები გადავიდა მოდიდან, და იმისათვის რომ საკუთარ ასაკზე მეტად არ გამოიყურებოდეთ, შეახამეთ მუქი ქვედაბოლო ღია ფერის პიჯაკთან ან პირიქით.

7. ტანსაცმელი, რომელზეც ბევრი დეკორია

ტანსაცმელი თასმების, ღილების, ჯიბეები დიდი რაოდენობით - მოდის ელემენტია, რომელიც მოდაში დაახლოებით 30 წლის წინ იყო. შეცვალეთ მსგავსი ნივთები თავისუფალი პერანგით, რომელიც ლამაზად, მსუბუქად და სექსუალურად გამოიყურება.