სამწუხაროდ, ქალის ეროგენულ ზონებად მამაკაცების უმეტესობას მკერდი და უშუალოდ სასქესო ორგანოები მიაჩნია, მაშინ როდესაც ქალის სხეული პირდაპირი მნიშვნელობით საოცრებათა სამყაროს წარმოადგენს — მასთან მიმართებით მამაკაცს განუწყვეტლივ ახალი აღმოჩენების გაკეთება შეუძლია. უფრო მეტიც, ქალის სხეულის ზოგიერთი ნაწილი ტრადიციულ ეროგენულ ზონებზე მეტად მგრძნობიარეცაა.
5. მუხლის უკანა მხარე
ამ ეროგენული ზონის არსებობის შესახებ ზოგჯერ ქალებმაც არ იციან. იცოდი, რომ მუხლი და მუხლის უკანა მხარე იმ ნერვული დაბოლოებებისგან შედგება, რომლებიც პირდაპირ ვაგინას უკავშირდება?
4. ყური
ამ შემთხვევაში, ყურის ბიბილოს ვგულისხმობთ. ყურის ნიჟარასთან დაკავშირებით დამკვიდრებული ყველა სახის სტერეოტიპი მცდარია! რაც შეეხება ყურის ბიბილოებს, ზოგიერთ ქალს სხეულის ეს ნაწილი განსაკუთრებულად მგრძნობიარე აქვს — მათი შეხებით ორგანიზმში ჰორმონალური რეაქციების გააქტიურება ხდება. თუმცა ყველა სახის მოფერება, რაც ყურის ბიბილოს უკავშირდება, ძალიან ნაზი და ოდნავ შეხებაზე ორიენტირებული უნდა იყოს.
3. კისრის უკანა მხარე
ალბათ დაინტერესდი, ეროგენული ზონები სხეულის უკანა მხარეს განლაგებული რატომ არის. ამ ფაქტს ბევრნაირი ახსნა აქვს, მაგალითად, ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ მათ ყოველდღიურად არ ვეხებით და არც ჰაერი ხვდება, ამიტომაც ჰიპერმგრძნობიარე ტერიტორიებს წარმოადგენენ. ამ ეროგენული ზონის ათვისების ფილოსოფიაც ნაზ მოფერებას ემყარება.
2. ბოქვენის ზონა
ბევრს არც ამ ეროგენული ზონის შესახებ სმენია. არადა, სხეულის ამ ნაწილზე ბევრი ნერვული დაბოლოება და თმის ძირი მდებარეობს, რაც მის ჰიპერსენსიტიურობას განაპირობებს.
1. თმა და თავის კანი
ზოგიერთი მამაკაცი ქალის თმას მხოლოდ დეკორატიულ ფუნქციას ანიჭებს და ისინი ძალიან ცდებიან: სხეულის ამ ზონას სრულიად უმიზეზოდ უკეთებენ იგნორირებას — არ იციან, რომ ქალების უმეტესობა უდიდეს სიამოვნებას განიცდის, როდესაც თმაზე ეფერებიან.
თუმცა მამაკაცი რომ ქალისთვის სასურველი იყოს, მხოლოდ ეროგენული ზონის აღმოჩენა ნამდვილად არ კმარა! მამაკაცების საყურადღებოდ: თუ გსურთ, ქალს სიამოვნება მიანიჭოთ, აღმოჩენებით ნუ დაკმაყოფილდებით. ასევე, როდესაც საქმე მოფერებას ეხება, მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ კითხვას — „სად“, არამედ — „როგორ“.
თემები: სექსი, სექსუალური მიზიდულობა, ეროგენული ზონები
წყარო: <a href="http://www.stumbleupon.com/su/2j422W/pazoo.com/health/mind-body-soul/5-erogenous-zones-women-men-dont-know-exist?ref_src=fb">www.stumbleupon.com</a>