ვარსკვლავები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ჭაღარა თმა ადამიანს მომხიბვლელობას ჰმატებს
- 18.12.2017
ჩვენი საყვარელი ვარსკვლავები რაც უფრო ასაკში შედიან, მათი ვიზუალი ბუნებრივია იცვლება. ზოგიერთ მათგანს სურს, რომ ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს და თმას იღებავს, თუმცა ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჭაღარა თმაც ადამიანს ძალიან უხდება.
14. ჯორჯ კლუნი - მსახიობი ასაკი მატებასთან ერთად, კიდევ უფრო სიმპათიური გახდა. მას ძალიან უხდება ჭაღარაშერეული თმა.
13. ჯეიმი ლი კერტისი - მსახიობი ამტკიცებს, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს მომხიბვლელი და რომ თმის განაცრისფერება ტრაგედია არ არის და ის ქალს უფრო მომხიბვლელს ხდის.
12. მეთ ლი ბლანკი - მეთი მოწიფულ ასაკში, ვფიქრობთ, გაცილებით მომხიბვლელია.
11. ჰელენ მირენი - მსახიობი დედოფალ ელიზაბეტ მეორის როლს ასრულებს. როლისთვის მას თეთრი თმა სჭირდებოდა. მას იმდენად მოუხდა ასეთი ფერის თმა, რომ ამჯობინა ძველ ფერზე უარი ეთქვა.
10. ჰიუ გრანტი - რომანტიკული კომედიების მსახიობს ძალიან ლამაზად ემატება ასაკი. ჭაღარა თმებში ის უფრო სექსუალურია.
9. გლენ კლოუზი - მსახიობი ნამდვილად ინარჩუნებს მომხიბვლელობას თეთრ თმაშიც.
8. დენიელ დეი-ლუისი - ორივე ფოტოზე ერთი და იგივე ადამიანია აღბეჭდილი. თავად განსაზღვრეთ, როგორი ვარცხნილობა და თმა უფრო უხდება ოსკაროსან მსახიობს.
7. ჯუდი დენჩი - ბრიტანელ მსახიობს უკვე ბევრი წელია თეთრი თმა აქვს. ზოგიერთი როლისთვის მას თმის ფერის შეცვლა უწევს, თუმცა ვფიქრობთ, ბუნებრივად თეთრი თმა გაცილებით უფრო უხდება.
6. დაიან კიტონი - მსახიობმა თავისი ნაცრისფერი თმით თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ მოხიბლა და დაამტკიცა, რომ ქალი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იყოს მომხიბვლელი.
5. ერიკ დეინი - 45 წლის მსახიობი ჭაღარაშერეულ თმაში გაცილებით მომხიბვლელი და სექსუალურია.
4. პატრიკ დემპსი - „გრეის ანატომიის“ ვარსკვლავი მოწიფულ ასაკში უფრო მომხიბვლელია.
3. ჯეფრი დინ მორგანი - კიდევ ერთი ვარსკვლავი „გრეის ანატომიიდან“, რომელიც ამტკიცებს, რომ ადამიანი მოწიფულ ასაკშიც მომხიბვლელია. ფაქტია, რომ ჭაღარა თმა, წვერი და ულვაში ძალიან უხდება.
2. კარმენ დელ ორეფისი - 86 წლის მოდელი ამ ასაკშიც ახერხებს მომხიბვლელი იყოს. მისი მომხიბვლელობის მთავარი იარაღი კი, თეთრი თმაა. ვის არ უნდა, რომ ისეთი მომხიბვლელი იყოს 86 წლის ასაკში, როგორიც კარმენია.
1. მორგან ფრიმენი - მსახიობი გაცილებით მომხიბვლელია ჭაღარა თმაში.
თემები: ცნობილი ადამიანები, რჩევები, ვარსკვლავები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>