LIFE

აირჩიეთ გასაღები და გაიგეთ, რა შემთხვევაში იქნებით წარმატებულები

აირჩიეთ გასაღები და გაიგეთ, რა შემთხვევაში იქნებით წარმატებულები

გასაღები ჯადოქრობის სიმბოლოა, რომელსაც აქვს ძალა შეცვალოს რეალობა და გახსნას ახალი შესაძლებლობების კარი.

აირჩიეთ გასაღები და გაიგეთ, რა შემთხვევაში იქნებით წარმატებულები

გთავაზობთ ტესტს. ფოტოზე მოცემულია 5 სხვადასხვა ტიპის გასაღები. თითოეული მათგანი წარმოგვადგენს ჩვენ და ჩვენს მაგიურ შესაძლებლობებს. აირჩიეთ ის გასაღები, რომელიც ყველაზე მეტად გხიბლავთ. ახლა კი ნახეთ პასუხი.

1. სამმაგი ღმერთი გასაღები - ეს არის გასაღები, რომელსაც სამყაროში ბალანსი შეაქვს. ის არის სიმბოლო სამი ღმერის - დედის, შვილისა და მამის. თუ ეს გასაღები აირჩიეთ, ეს მიუთითებს, რომ წარმატება მუდამ თქვენ გვერდითაა. ყოველთვის სასწაულები ხდება თქვენ გარშემო და წარმატებული მომავალი გელით.

მაგიური ძალა გაქვთ იმისა, რომ წარმატებას მარტივად მიაღწიოთ. ამავდროულად, გაქვთ უნარი, ჰარმონიულად და დაბალანსებულად იცხოვროთ. მთელ თქვენს ენერგიას თქვენივე სასიკეთოდ იყენებთ.

2. ეროსის გასაღები - თუ მეორე გასაღები აირჩიეთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენთვის მთავარი სიყვარულია. „ყველაფერი რაც გჭირდებათ, სიყვარულია“, - ეს თქვენთვის ყველაზე ძლიერი აფირმაციაა. თქვენთვის სიყვარული აღებს ყველა კარს, ამარცხებს ყველას, სიყვარული არის საუკეთესო წამალი ნებისმიერი დაავადების. აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ წარმატებას მარტივად მხოლოდ საყვარელ ადამიანთან ერთად მიაღწევთ.

სიყვარულში წარუმატებლობა ავტომატურად ნიშნავს სხვა საქმეებში წარუმატებლობასაც. თქვენი გული რომანტიკითაა სავსე. გჭირდებათ ადამიანი, რომელთანაც ნამდვილ სიახლოვეს იგრძნობთ.

3. აფროდიტეს გასაღები - აფროდიტე სილამაზის, სიყვარულისა და მშვიდობის ქალღმერთია. გასაღებზე ამოტვიფრული მფრინავი მტრედი კი, თავისუფლებისა და მშვიდობის სიმბოლოა. თუ ეს გასაღები აირჩიეთ, თქვენთვის მნიშვნელოვანია ჰარმონიულობა, სილამაზე და მშვიდობა. აუცილებლად უნდა დაივიწყოთ ის, რაც წარსულში მოხდა და კონცენტრირება მოახდინოთ მომავალზე. ყველაფერი ცუდი დატოვეთ წარსულში. სწორედ ამ შემთხვევაში მოიპოვებთ სიმშვიდეს.

თქვენ ნამდვილად გჯერათ, რომ ცხოვრების გამარტივება შესაძლებელია. გარშემო შემოიკრიბეთ ისეთი ადამიანები, რომლებიც კი არ გირთულებენ ცხოვრებას, არამედ გეხმარებიან, რომ გაიმარტივოთ ის. ბევრი არ იფიქროთ და უბრალოდ მიენდეთ გულისთქმას.

4. დრუიდების გასაღები - მეოთხე გასაღები არის დრუიდების გასაღები, რომელზეც დატანილია კელტური სიმბოლო. ეს ორნამენტი სულისა და სამყაროს მჭიდრო ურთიერთკავშირის შესახებ მიუთითებს. მთავარია დაჯეროთ, რომ მარტო არ ხართ. თქვენი ნატურა ყოველთვის კავშირშია სამყაროსთან. ხართ თავისუფალი სული და დამოუკიდებელი ნატურა.

აუცილებლად უნდა დააღწიოთ თავი მომწამვლელ ურთიერთობებს. ხშირად წადით ბუნების წიაღში. სწორედ იქ იპოვით ნამდვილ ბალანსს და ცხოვრების მიზანს. ზოგჯერ შეიძლება თავს დაკარგულად გრძნობდეთ, მაგრამ მედიტაციის საშუალებითაუცილებლად იპოვნით სამყაროში საკუთარ თავს.

5. სამეფო გასაღები - თუ ეს გასაღები აირჩიეთ, ეს ნიშნავს რომ ამბიციური ადამიანი ხართ, დიადი მიზნებით. გახსოვდეთ, რომ ცხოვრება მშვენიერი თამაში და სასიამოვნო მოგზაურობაა. კარგია, რომ მიზნის მიღწევაზე ხართ ორიენტირებული, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ სიცილი, მხიარულება.

ეცადეთ პრობლემების დროს მარტივი გამოსავალი იპოვნოთ. არ ღირს ნერვიულობა და დარდი. ეს ბედნიერად ყოფნის დროს გართმევთ.



<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>