სილამაზე

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

1. იმისათვის რომ კანს მიანიჭოთ ბუნებრივი მბზინვარება, ერთმანეთში უნდა გადაურიოთ სხვადასხვა ტექსტურა, მაგალითად, ტონალურში დაუმატოთ რამდენიმე წვეთი თხევადი პრაიმერი სინათლის ამრეკლავი ნაწილაკებით.

2. დაივიწყეთ კონტურინგის შესახებ, გამოიყენეთ ფერუმარილი მუქი პუდრის ნაცვლად.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

3. თუ გინდათ სწრაფად განაახლოთ მაკიაჟი, ისარგებლეთ არა პუდრით, არამედ თერმული წყლით. ეს მომენტალურად დაატენიანებს და გამოაცოცხლებს კანს.

4. ტონალური კრემის წასასმელად გამოიყენეთ ნოტიო ფუნჯი (დაასველეთ წყალში). ასე მიიღებთ დატენიანებული კანის სწრაფ ეფექტს, და ტონიც თანაბრად დაჯდება.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

5. სანამ დაიწყებდეთ მაკიაჟის გაკეთებას, წაისვით დამატენიანებელი კრემი. დაიმახსოვრეთ, რომ დატენიანებულ კანზე ყველაზე სქელი ტონალური საშუალებაც კი ბუნებრივად გამოიყურება.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

6. იდეალური ტონის შესაქმნელად იოლად ვერ გახვალთ ფონს მრქრქალი კონსილერის გამოყენების გარეშე. ის აშორებს როგორც წვრილ, ასევე უფრო სერიოზულ ნაკლოვანებებს კანზე. მისი წასმა რეკომენდირებულია თითებით, ფუნჯით ან სპონჟით.

7. პრაქტიკულად ყველა დიზაინერს ამ სეზონზე უნდა, რომ მოდელების კანი ხავერდოვანი და ბუნებრივად მბზინვარე იყოს. ასეთ ეფექტს მხოლოდ სინათლის ამრეკლავი პუდრი ანიჭებს, რომელიც დამატებით უზრუნველყოფს მაკიაჟის მდგრადობას.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

8. იმისათვის, რომ კანს ლიფტინგის ეფექტთან ერთად მბზინვარება მიანიჭოთ, თქვენს საყვარელ ტონალურ კრემში დაუმატეთ დამატენიანებელი შრატი, რომლის შემადგენლობაში შედის ზეთი. ასეთი მიქსი მოუხდება როგორც მსუბუქ ყოველდღიურ მაკიაჟს, ასევე საღამოს.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

9. მოდური ეფექტის gym skin-ის შესაქმნელად, მბზინვარების ეფექტის ტონალური კრემი და ერთი წვეთი ზეთი გადაურიეთ ერთმანეთში და თითებით დაიტანეთ სახეზე, ცენტრიდან კონტურების მიმართულებით.

10. სახეზე „ფოტოშოპის ეფექტისთვის“, ცოტაოდენი აღმდგენი კრემი გადაურიეთ მაკიაჟის ქვეშ წასასმელ ფუძეს და დაამატეთ ტონალური კრემი. ასეთი ხერხის შემდეგ კანი ფოტოსურათებზე იდეალურად გამოიყურება.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

11. სახის იდეალური ტონი იწყება კანის გაწმენდით. ამიტომ, პირველ რიგში, გამოიყენეთ სკრაბი და შემდეგ დაიტენიანეთ კრემი.

12. თუ ვსაუბრობთ ყოველდღიურ მაკიაჟზე, ახლა ტრენდულია სიმსუბუქე და ბუნებრივობა. აქედან გამომდინარე, კანის გადატვირთვა კრემისებური ტექსტურებით არ ღირს. უპირატესობა მიანიჭეთ პუდრს, ჰაილაითერს.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ

13. თუ კანი პრობლემურია, ნაკლოვანებები დაფარეთ კორექტორით. მწვანე ანეიტრალებს კანზე წითელ პიგმენტებს, კანისფერი და ყვითელი აშორებენ მუქ წრეებს თვალების ქვეშ, ფარავს ვენებს, ნაოჭებს. იისფერი კი დამალავს ყველა მუქი ფერის პიგმენტურ ლაქას.

14. ჰაილაითერი სწრაფად ანიჭებს კანს კარგ ფერს, და კანი იწყებს ბზინვარებას. დაიტანეთ ის ღაწვის ზედა ნაწილზე და შემდეგ გაანაწილეთ ცხვირის ზზედა მხარესა და დაბოლოებაზე. დაამატეთ ცოტათი წარბების ქვეშ და ჩაღრმავებულ ადგილას ზედა ტუჩთან. მთავარია - დაიცავით ზომიერება.

15. ფერუმარილის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია ნელი გადასვლა. მაკიაჟის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ პუდრი, რომელიც თქვენი კანის ფერს ემთხვევა. სქელი ფუნჯით დაიტანეთ სახეზე (შეიძლება ფერუმარილის ზემოდანაც), და თქვენი მაკიაჟი მზად არის.

ვიზაჟისტების 15 ბიუთი-ხერხი, რომლებიც დაგეხმარებათ იდეალურად გამოიყურებოდეთ