LIFE

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

ადამიანები სიმდიდრისკენ მიმავალ საკუთარ, ინდივიდუალურ გზას პოულობენ. ზოგი ბიტკოინებს ყიდულობს და გამდიდრების საუკეთესო გზად ეს მიაჩნია, ზოგი ბევრს შრომობს. ადამიანებს, რომლებიც მუდმივად მდიდრები არიან, აქვთ გარკვეული საერთო ჩვევები.

მკვლევარი ტომ კორლი დაინტერესდა იმით, თუ რა განსხვავებაა მდიდარი და ღარიბი ადამიანების ჩვევებს შორის. ის 5 წლის განმავლობაში იკვლევდა ორივე სოციალურ ფენას. კორლის კვლევაზე დაყრდნობით გთავაზობთ ჩვევებს, რომლებიც უნდა დაივიწყოთ, თუ გსურთ რომ იყოთ უფრო მდიდრები.

1. არ ხვდებით ახალ ადამიანებს - მდიდრებს უყვართ ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი კავშირების დამყარება და კომუნიკაცია. მდიდრების 68% ამბობს, რომ მათ მოსწონთ ახალი ურთიერთობები. იგივეს ღარიბების მხოლოდ 11% ამბობს. მდიდრებს არ ავიწყდებათ სხვადასხვა დღესასწაულების მილოცვა ახალი ნაცნობებისთვისაც. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია მყარი კავშირების დასამყარებლად. 

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

2. გჯერათ ბედისწერის - ბედისწერას და იღბალს შეგიძლიათ ძალიან იშვიათად და ისიც მარტივი საკითხების გადაჭრისას მიენდოთ. მაგრამ როცა საქმე მნიშვნელოვან საკითხებს ეხება, რა თქმა უნდა, ბედისწერას არაფერ შუაშია. მდიდარ ადამიანებს სჯერათ, რომ საკუთარ ცხოვრებას, საკუთარ გზას, საკუთარ ბედისწერას თავად წერენ. ღარიბების 90% თავის წარუმატებლობას ბედისწერით, უიღბლობით ხსნის. თუ უკეთ ცხოვრება გსურთ, ბედისწერა უნდა დაივიწყოთ და საკუთარი შრომით მიაღწიოთ წარმატებას.

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

3. გძულთ სამსახური - „მიყვარს ის საქმე რომელსაც ვაკეთებ“, - ასე ამბობს ფინანსურად წარმატებულ ადამიანთა უმრავლესობა - 85%. რაც შეეხება ღარიბ ადამიანებს, მათ სძულთ სამსახური. ასეთი დამოკიდებულების გამო მათთვის სამსახურში წარმატების მიღწევა რთულია. თუ არ მოგწონთ სამსახური, წუწუნს და დარდს სჯობს, ქმედითი ნაბიჯები გადადგათ და გააკეთოთ ის საქმე, რომელიც მოგწონთ. სამსახურის შეცვლა ყოველთვის შეგიძლიათ.

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

4. არ აქცევთ ყურადღებას ჯანმრთელობას - მდიდარი ადამიანები ძალიან უფრთხილდებიან ჯანმრთელობას. კონსულტაციისთვის ხშირად მიმართავენ ექიმს, ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, მისდევენ სპორტს და მიირთმევენ ჯანსაღ საკვებს. ღარიბ ადამიანებს შორის მხოლო 13% ხედავს ჯანმრთელობასა და წარმატებას შორის მჭიდრო კავშირს.

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

5. არ მიდიხართ რისკზე - კვლევის თანახმად, ღარიბი ადამიანების მხოლოდ 6% თანხმდება რისკზე, რომელმაც შესაძლოა მას ფინანსური წარმატება მოუტანოს. ხოლო მდიდარი ადამიანების 50%-ზე მეტი თანახმაა გაწიოს რისკი და მათთვის სარისკო გადაწყვეტილებების მიღება ცხოვრების ნაწილია. 

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

6. რეალითი შოუების ყურება - ღარიბი ადამიანების 78%-ს უყვარს რეალითი შოუების ყურება, სადაც ვიღაცის პირადი ცხოვრების დეტალებს აჩვენებენ. მდიდრებს შორის კი მხოლო 6% უყურებს მსგავს შოუებს. საერთოდ, კვლევის თანახმად, მდიდარ ადამიანებს ტელევიზორის ყურება დიდად არ უყვართ და უმეტესი მათგანი დღის განმავლობაში ერთ საათსაც კი არ ატარებს ტელევიზორთან. 

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

7. არ კითხულობთ ბევრს - თუ არ კითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ არც ფიქრობთ. მდიდარი ადამიანები კითხულობენ წიგნებს თვითგანვითარების შესახებ, ისტორიას, ლიტერატურას. კითხვას სულ მცირე 30 წუთს მაინც უთმობენ დღის განმავლობაში. ღარიბების მხოლოდ 2% ამბობს, რომ კითხვა მნიშვნელოვანია.

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

8. გვიან ადგომა - კვლევის თანახმად მდიდარი ადამიანების ნახევარზე მეტი სამუშაო დღის დაწყებამდე სამი საათით ადრე დგება, რაც დაახლოებით გამთენიის 5 საათია. ისინი დილით გეგმავენ იმ საქმეებს, რომლებიც დღის განმავლობაში უნდა გააკეთონ, ვარჯიშობენ. წარმატებული ადამიანების უმეტესობა ასევე ყოველ დილით 10-15 წუთს უთმობს მედიტაციას. მათ იციან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღე-ღამეში რვა საათი ძილი და ამიტომ დასაძინებლად 9-10 საათზე მიდიან.

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

9. კომუნიკაცია ნეგატივით სავსე ადამიანებთან - ღარიბი და წარუმატებელი ადამიანების უმეტესობა მთელ დროს სხვის ცხოვრებაზე ჭორაობაში და წუწუნში ატარებს. წარმატებული ადამიანები კი, კომუნიკაციას ამყარებენ მათთან ვინც არ არიან ნეგატიურად განწყობილები. 

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ

10. ძალიან მფლანგველები ხართ - ღარიბი ადამიანების უმეტესობა ხარჯავს შემოსავალზე მეტს. ალბათ იცნობთ ადამიანებს, რომლებიც ყიდულობენ ძვირადღირებულ მანქანებს, ტელეფონებს და სხვა ნივთებს კრედიტით. ასე იქცევიან მაშინაც, როცა სულაც არ სჭირდებათ ეს ძვირადღირებული ნივთები. მდიდარი ადამიანები არასოდეს ხარჯავენ შემოსავალზე მეტს და მიუხედავად სიმდიდრისა ყოველთვის უფრთხილდებიან ფულს.

10 რამ რისი გაკეთებაც უნდა შეწყვიტოთ, თუ გსურთ რომ უფრო მდიდარი იყოთ



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>