თუკი ეკოლოგიური გარემო და ცხოველთა უფლებების დაცვა შენთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტებს წარმოადგენს, მაშინ ვეგანურ კვებაზე გადასვლა შენი ცხოვრების კრედოს განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალებაა. ვეგანურ დიეტას აქვს უამრავი უპირატესობა ეთიკური, გარემოს დაცვისა და ჯანმრთელობის კუთხით.
თუ ისეთ საჭმელში ფულის გადახდა არ გსურს, რომლის დასამზადებლადაც ცხოველები დახოცეს ან გარემო დააზიანეს, მაშინ ერთადერთი გამოსავალია, ვეგანი გახდე. სამწუხაროდ, ბუნებაში არ არსებობს ძროხის გარეშე რძე, ქათმის გარეშე კვერცხი და ა.შ.
ვეგანური ცხოვრების წეს წარმოუდგენლად ეფექტიან გზას გვთავაზობს ცხოველების, ბუნებისა და საკუთარი ჯანმრთელობის დასაცავად.
გარდა იმისა, რომ ადამიანები საკვების მისაღებად ცხოველებს ხოცავენ, მათთან მიმართებით სხვა ბევრ არაეთიკურ პრობლემასაც ვაწყდებით. მაგალითად, რძისა და კვერცხის მწარმოებელი კომპანიები, მაქსიმალურად ბევრი პროდუქტის მისაღებად, მაკე ძროხებს წელიწადის ცხრა თვეს დახურულ სივრცეში ამყოფებენ.
როგორც ვხედავთ, გარდა იმისა, რომ ცხოველებს კლავენ, ისინი სასტიკი მოპყრობის სუბიექტებიც ხშირად არიან. ვეგანები უარს ამბობენ იმაზე, რომ ცხოველთა ტანჯვასა და ხოცვაში მათი ოდნავი წვლილიც კი არსებობდეს.
ვეგანური ცხოვრების სტილი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეკოლოგიაზე. ეჭვგარეშეა, რომ მარცვლეულის საკვებად გამოყენება ნაკლებ რესურსს მოითხოვს, ვიდრე ხორცის. თუმცა, ამას ყურადღება ნაკლებად ექცევა. მეცნიერები ერთხმად აღიარებენ, რომ სასუქის წარმოება, რომელიც დაკავშირებულია შინაურ ცხოველებთან, გლობალური დათბობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ აღნიშნული, სავსებით შესაძლებელია, აღემატებოდეს გარემოსთვის სათბურის გაზების, მანქანების გამონაბოლქვის, თვითმფრინავების, გემებისა და მატარებლების მიერ მიყენებულ ზიანს.
ბევრი ცხოველთა დამცველი აღნიშნავს ვეგანური დიეტის უპირატესობებსა და დადებით გავლენას ჯანმრთელობაზე, მაგრამ ასევე სავსებით შესაძლებელია, სრულიად ჯანსაღ დიეტას იცავდე, რომელიც სხვადასხვა ცხოველური პროდუქტის მიღებასაც ითვალისწინებს, მაგრამ დაფიქრდი: ვეგანური დიეტა ხომ ავტომატურად გააქრობს ისეთ არაჯანსაღ საკვებს ადამიანების ცხოვრებიდან, როგორიცაა, მაგალითად: ჰამბურგერები, სოსისები და ძეხვეული, შემწვარი ქათამი, ნაყინი და ა.შ.
ვეგანური კვების ერთ-ერთი უპირატესობა ისიც არის, რომ იგი ამავდროულად ამცირებს გულთან და გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული დაავადებების რისკს და სხვადასხვა სახის ავთვისებიანი სიმსივნის წარმოშობის რისკსაც.
თემები: ვეგეტარიანელი, ვეგანური კვება
წყარო: <a href="http://www.vegan.com/why/">www.vegan.com</a>