სტილი

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

რა შეიძლება იყოს საყვარელ მამაკაცთან განშორების შემდეგ მასზე შურისძიების საუკეთესო საშუალება? - რა თქმა უნდა, ამისთვის საუკეთესო გზაა აჩვენო მას, რომ მიუხედავად განშორებისა, თავს შესანიშნავად გრძნობ და ფანტასტიკურად გამოიყურები.

ვნახოთ, როგორ მოიქცნენ პოპულარული ქალები საყვარელ მამაკაცებთან განშორების შემდეგ და როგორი კაბებით წარსდგნენ ისინი მტკივნეული დაშორებების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე.

1. პრინცესა დაიანა, 1994 წელი - უელსის პრინცესა პრინც ჩარლზთან განშორების შემდეგ საზოგადოების წინაშე შავი, ღრმა დეკოლტე კაბით გამოჩნდა. პრინცესა სერპენტინეს გალერეაში გამართულ წვეულებას დაესწრო. ამ მშვენიერ კოქტეილის კაბას პრესაში „შურისძიების კაბა“ უწოდეს.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

2. რიჰანა, 2017 წლის სექტემბერი - ბარბადოსელ მომღერალს Ralph & Russo-ს შავი კაბა აცვია, რომელიც ძალიან ჰგავს პრინცესა დაიანას „შურისძიების კაბას“. „ყოველ ჯერზე, როცა მამაკაცი გღალატობს და თავს ცუდად გრძნობ, აუცილებლად გჭირდება შურისძიების კაბა. ყველა ქალმა იცის ეს. მე ვფიქრობ, რომ პრინცესა დაიანამაც ისე განიცადა ყოველივე, როგორც ამას ჩვეულებრივი ქალები განიცდიან“, - ამბობს რიჰანა პარიზულ „ვოგისთან“ საუბრისას.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

3. კეიტ მოსი, 2007 წლის სექტემბერი - კეიტ მოსი და პიტ დოჰერტი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. განშორების შემდეგ მოდელი წითელ ხალიჩაზე ვინტაჟური სტილის „დიორის“კაბით გამოჩნდა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

4. ჯიჯი ჰადიდი, 2015 წლის ნოემბერი - მოდელი ჯიჯი ჰადიდი და მუსიკოსი ჯო ხონასი რამდენიმე თვიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ ერთმანეთს დაშორდნენ. მოდელი განშორების შემდეგ პირველად American Music Awards-ის დაჯილდოებაზე გამოჩნდა. წითელ ხალიჩაზე მას შანელის გრძელი, თეთრი და ძალიან სექსუალური კაბა ეცვა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

5. ბელა ჰადიდი, 2016 წელი, ნოემბერი - ბელა და მისი ყოფილი შეყვარებული The Weeknd, ერთმანეთს განშორებიდან რამდენიმე კვირაში პარიზში, Victoria’s Secret-ის შოუზე შეხვდნენ. შოუს შემდეგ გამართულ წვეულებაზე ბელას ჯულიენ მაკდონალდის სუპერსექსუალური გამჭვირვალე კაბა ეცვა. ყოფილ შეყვარებულზე შურისძიება ნამდვილად შედგა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

6. გვინეტ პელტროუ, 2014 წლის ოქტომბერი - 10 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, მუსიკოსი კრის მარტინი და მსახიობი გვინეტ პელტროუ ერთმანეთს 2014 წელს დაშორდნენ. როცა განშორების შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოების წინაშე, გვინეტს Monique Lhuillier-ის შავი კაბა ეცვა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

7. ჯენიფერ ანისტონი, 2005 წლის ოქტომბერი - ბრედ პიტთან განქორწინების შემდეგ, ჯენიფერ ანისტონი საზოგადოების წინაშე პირველად „შანელის“ ოქროსფერი და ბრჭყვიალა კაბით გამოჩნდა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

8. რიზ უიზერსპუნი, 2007 წელი, იანვარი - რაიან ფილიპთან განშორების შემდეგ პირველად რიზი ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე, Olivier Theyskens-ის ყვითელ კაბაში გამოჩნდა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

9. ჯენიფერ გარნერი, 2016 წელი, თებერვალი - ბენ აფლეკთან განშორების შემდეგ გარნერი 2016 წელს „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე შავი, ასიმეტრიული კაბით გამოჩნდა. კაბის შექმნის ინსპირაციის წყარო პრინცესა დაიანას „შურისძიების კაბა“ გახდა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

10. ნიკოლ კიდმანი, 2001 წელი, აგვისტო - ტომ კრუზთან 11 წლიანი თანაცხოვრების დასრულების შემდეგ, ნიკოლი მარტოხელა ქალის ამპლუით პირველად 2001 წელს, ფილმის,The Others-ის პრემიერაზე გამოჩნდა. მას შავი კაბა ეცვა, რომელიც პრინცესა დაიანას კაბას მოგაგონებთ.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

11. ტეილორ სვიფტი, 2016 წელი, ნოემბერი - 2016 წელს ტეილორი ორ მამაკაცს დაშორდა - კალვინ ჰარისს და ტომ ჰიდლსტონს. განშორებების შემდეგ მომღერალი CMA-ის დაჯილდოებაზე ჯულიენ მაკდონალდის კაბით მივიდა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

12. ანჯელინა ჯოლი, 2107 წელი, სექტემბერი - მსახიობი ბრედ პიტთან განშორების შემდეგ შვილებთან ერთად ტორონტოს ფილმის ფესტივალზე გამოჩნდა. მას Ralph & Russo-ს აბრეშუმის კაბა ეცვა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?

13. ევა ლონგორია, 2011 წელი, იანვარი - ტონი პარკერთან განშორების შემდეგ, ევა პირველად საზოგადოების წინაშე Zac Posen-ის კაბით, ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე წარსდგა.

შურისძიების კაბები - როგორ წარსდგნენ ცნობილი ქალები მამაკაცებთან განშორების შემდეგ პირველად საზოგადოების წინაშე?



<a href="http://en.vogue.fr">http://en.vogue.fr</a>