ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად მალავენ, როგორ განიცდიან გარემოცვის ზემოქმედებას. მათ შეუძლიათ გარშემომყოფებს მოაჩვენონ, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებლები არიან და აზრს ვერავინ შეაცვლევინებს. ასევე ვერძები ხშირად მალავენ კომპლექსებს, რომლებიც უხვად აქვთ.
კურო
კუროებს პირადი ცხოვრების დამალვა ახასიათებთ. ისინი არ აფიშირებენ საკუთარ რომანტიულ ურთიერთობებს ახლო მეგობრებთანაც კი. ხშირად კუროები არ ამხელენ საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას, თავს არიდებენ ამაზე საუბარს და ცდილობენ უფრო ნაკლები ისაუბრონ, ვიდრე რეალურად აქვთ შემოსავალი.
ტყუპები
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ახასიათებთ საკუთარი აზრებისა და ადამიანების მიმართ ჭეშმარიტი დამოკიდებულების დამალვა. მათ შეუძლიათ კეთილები იყვნენ, მაგრამ მეგობარი კი სულ სხვა ადამიანს უწოდონ. მათ სიამოვნებთ, როცა შეცდომაში შეყავთ ადამიანები, რომლებიც ვერ ხვდებიან, რომ მათ ფარული ცხოვრება აქვთ.
კირჩხიბი
ბუნებით გულჩათხრობილი კირჩხიბები ყველაფერს მალავენ უცხო თვალისგან. ამ ნიშნის წარმომადგენლებს ხშირად ეშინიათ გათვალვის ან საკუთარი ცხოვრების სხვა ხელისშემშლელი გარემოებების. ისინი ენდობიან მხოლოდ მათ, ვისაც დიდიხანია იცნობენ და ვინც მათი საგულდაგულო შემოწმება გაიარა.
ლომი
ლომები საგულდაგულოდ მალავენ გარშემომყოფებისგან ხარვეზებს ცოდნაში და საკუთარ ძალებში დაუწრმუნებლობას. სიამაყის გამო მათ არ სიამოვნებთ ამის გამოაშკარავება და ხშირად მოჩვენებითი ენთუზიაზმით უდგებიან საქმეს. ასევე ლომებს არ უყვართ საკუთარი ცხოვრებისეული გეგმების გამომჟღავნება.
ქალწული
ქალწულებს ურჩევნიათ დამალონ საკუთარი ამბიციები. მათთვის დამახასიათებელია ჰქონდეთ ჩაკეტილ ცხოვრების წესი და არ მიიქციონ ყურადღება საზოგადოებაში. ისინი ჩუმად აღწევენ ყველაფერს რაც სჭირდებათ, რათა ვერავინ ისარგებლოს მათი სიკეთით ანგარების მიზნით.
სასწორი
სასწორები ხშირად მალავენ გარშემომყოფებისგან საკუთარ ფარულ მიდრეკილებებს, რათა არ ადამიანების მხრიდან რისხვა არ დაიმსახურონ. გარდა ამისა, სასწორები ხშირად არ ამჟღავნებენ საკუთარ დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვისთანაც უწევთ კონტაქტი. ისინი არ შეიმჩნევენ, თუ არ მოსწონხართ, რადგან წინააღმდეგი არიან ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაციების.
მორიელი
მორიელები ხშირად იყენებენ გარშემომყოფი ადამიანების დახმარებას, მაგრამ ამას ისე აკეთებენ, რომ ვერავინ ხვდება ამ ნიშნის წარმომადგენლების ჭეშმარიტ განზრახვას. მორიელები მალავენ საკუთარ სასიყვარულო თავგადასავალს, რათა შეამოწმონ პარტნიორი საპასუხო გრძნობაზე.
მშვილდოსანი
მშვილდოსნებს გააჩნიათ მრავალწახნაგოვანი ხასიათი, ამიტომ ხანდახან თავადაც არ იციან როგორ მოიქცევიან კონკრეტულ სიტუაციაში. ისინი პირდაპირები არიან და შეუძლიათ მშვიდად უპასუხონ ნებისმიერ კითხვას, მაგრამ რა შეიძლება შეცვალონ მათ რამდენიმე წუთში, ამას ვერ იტყვიან.
თხის რქა
ხშირად თხის რქები მალავენ საკუთარ შემოსავლებს. მაგრამ მსხვილი შემოსავლების შესახებ ისინი სიხარულით აცნობენ გარშემომყოფებს, მაგრამ თუ ფულად სიძნელეებს განიცდიან, ურჩევნიათ ჩუმად იყვნენ. ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ უყვართ გრძნობების გამომჟღავნება, განსაკუთრებით მეგობრულ ურთიერთობებში.
მერწყული
ამ ნიშნის წარმომადგენლები ხშირად მალავენ საკუთარ გულგრილობას. ისინი ყველაფერს ასრულებენ, რაც აუცილებელია გარშემომყოფი ადამიანებისთვის, მაგრამ ფარულად გულგრილები არიან კოლეგებისა და ნაცნობების მიმართ. მომავლის გეგმებიც და პირადი ცხოვრებაც ასევე საიდუმლოდ რჩება, რომლებსაც მერწყულები საგულდაგულოდ მალავენ.
თევზები
თევზებს ახასიათებთ დამალონ საკუთარი შიშები და ფობიები. ისინი იშვიათად ანდობენ გარშემომყოფებს საკუთარ პრობლემებს და ურჩევნიათ თავად მოაგვარონ ყველაფერი. გულმოწყალე თევზები საგულდაგულოდ მალავენ ყველასგან, რომ ადვილად სწყინთ და დამოკიდებულები არიან ადამიანებზე. ხშირად თევზები მალავენ საკუთარ სიზარმაცეს.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, ასტროლოგია
<a href="https://www.kefline.ru">https://www.kefline.ru</a>