LIFE

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

1. სუნთქვითი ვარჯიშები

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

სუნთქვითი ვარჯიშების ტექნიკის ბო-თაუ-ს შემქმნელის დევიდ ლუისის ვარჯიშები ამცირებენ შესუნთქვისა და ამოსუნთქვის საშუალო რაოდენობას წამში 12-14-დან- სამამდე და. სუნთქვა მშვიდი და სასიამოვნო ხდება. ხუთი წამის განმავლობაში შეისუნთქეთ, გააჩერთ სუნთქვა ხუთი წამი და შემდეგ ნელა ამოისუნთქეთ ათი წამის განმავლობაში. სუნთქვითი ვარჯიშები ამცირებს გულისცემის სიხშირეს და ასტიმულირებენ ალფა-ტალღების აქტიურობას.

2. მწვანე ჩაი

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

ჩინელმა ექსპერტებმა გაარკვიეს, რომ მწვანე ჩაიში შემავალი პოლიფენოლები ამცირებს ზიანს, რომელსაც ტვინს სტრესი აყენებს, და ზრდის დამამშვიდებელი ქიმიური ნივთიერებების დონეს სხეულში.

3. ფიზიკური კონტაქტი საყვარელ ადამიანთან

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

ციურიხის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით, ახლობელ ადამიანთან ფიზიკური კონტაქტი ხელს უწყობს სტრესის საწინააღმდეგო ჰორმონის ოქსიტოცინის გამომუშავებას. თუ რთული დღე გელოდებათ, სთხოვეთ პარტნიორს ან ახლო მეგობარს ხელი მოგკიდოთ, მოგხვიოთ ან გაგიკეთოთ მსუბუქი მასაჟი - ათი წუთი საკამარისი იქნება იმისათვის, რომ თქვენი ორგანიზმი სტრესს გაუმკლავდეს.

4. ყურადღება მიაქციეთ წონას

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

რაც უფრო მეტია თქვენი წონა, მით უფრო მეტად ხართ მიდრეკილი სტრესიის მიმართ. ნიუ-იორკის უნივერსიტეტის დოქტორი ლილიან მიუჯიკა-პაროდი თვლის, რომ არსებობს დამოკიდებულება: რაც უფრო მეტია წონა, ორგანიზმში მით უფრო მეტი კორტიზოლის გამომუშავება ხდება და გიჭირთ სტრესთან გამკლავება.

5. დაღეჭეთ საღეჭი რეზინი

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

საღეჭი რეზინის ღეჭვის პროცესი ასტიმულირებს ადამიანის მენტალურ უნარს და მას სტრესგამძლეს ხდის. და რაც უფრო სწრაფად ღეჭავთ, მით უფრო მშვიდი ხდებით. იაპონური კვლევების მიხედვით, სწრაფი ღეჭვა კორტიზოლის დონეს 20 წუთში 25,8 %-ით ამცირებს.

6. ნელა სეირნობა

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

რაც უფრო სწრაფად დადიხართ, მით უფრო მიდრეკილები ხართ სტრესის მიმართ - ამ დასკვნამდე კალიფორნიის უნივერსიტეტის სპეციალისტები მივიდნენ. იარეთ ნელა, კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რას აკეთებთ, და არა იმაზე, რაც გარშემო ხდება.

7. ჯანსაღი საუზმე

როგორ დავძლიოთ სტრესი - 7 მარტივი და არაბანალური ხერხი

რაც მეტ ცხიმს შეიცავს თქვენი საუზმე, მით უარესი იქნება ორგანიზმის რეაქცია სტრესზე დღის განმავლობაში. კალგარის უნივერსიტეტის დოქტორმა ტევის კემპბელმა გაარკვია, რომ ადამიანებს, რომლებიც ფასტფუდით ან ცხიმიანი საკვებით საუზმობდნენ, აქვთ მაღალი წნევა და სტრესის დროს გახშირებული გულისცემა, ვიდრე იმათ, ვინც ჯანსაღი საუზმით იკვებება - ფაფით ან იოგურტით. 



<a href="http://www.psychologies.ru">http://www.psychologies.ru</a>