„ქინდერი“ და სხვა პროდუქტები, რომლებიც არაჯანსაღი შემადგენლობის გამო სხვადასხვა ქვეყნებში აკრძალულია
- 04.01.2018
ოდესმე გიფიქრიათ რას ყიდულობთ რეალურად სურსათის მაღაზიაში და რამდენად უსაფრთხოა ის პროდუქტი, რომელსაც მიირთმევთ? ხშირად ჩვენ ვენდობით ტელევიზორში ნანახ მომხიბვლელ რეკლამებს და მავნებელ პროდუქტს ვიძენთ.
გთავაზობთ პროდუქტებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში არაჯანსაღი შემადგენლობის გამოაკრძალულია:
1. „ქინდერ სიურპრიზი“ - ეს ბავშვების ფავორიტი ტკბილეულია, რომელიც აშშ-ში 1938 წელს აკრძალეს. აკრძალვის მიზეზი კი მისი არაჯანსაღი შემადგენლობა გახდა. თუმცა 5 წლის წინ ტკბილეული აშშ-ის ბაზარზე კვლავ დაბრუნდა.
2. “M and M’s“ - ეს ფერადი კანფეტები ზრდის კიბოს გაჩენის რისკს და იწვევს ალერგიას. პროდუქტი ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში აკრძალულია.
3. ქათამი - Tyson - ეს არის ამერიკული კომპანიის პროდუქტი, რომელიც აკრძალულია ევროპაში, რუსეთში, ნორვეგიასა და ავსტრალიაში. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ქათმებს სპეციალური აცრის შედეგად ზრდიდნენ, რომელიც ადამიანის ორგანიზმისთვის სახიფათოა.
4. გენმოდიფიცირებული პროდუქტი - 2015 წელს ევროპის ქვეყნების უმეტესობაში აიკრძალა გენმოდიფიცირებული პროდუქტი, ვინაიდან ის ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოდ მიიჩნიეს. გენმოდიფიცირებული შეიძლება იყოს როგორც ხილი და ბოსტნეული, ასევე ცხოველური პროდუქტებიც.
5. პური, რომელიც საჭმელ სოდას შეიცავს - საჭმელი სოდის საშუალებით პური უფრო ფუმფულაა და დიდხანს ინარჩუნებს სირბილეს, ადვილად არ ხმება, მაგრამ ის იწვევს თავის ტკივილს, კანზე გამონაყარს, ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემებს. ამ პურის გაყიდვა ევროპაში, ჩინეთსა და კანადაში აკრძალულია.
6. ფერმის ორაგული - ის აკრძალულია ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მიზეზი კი ისაა, რომ მას ამუშავებენ სპეციალური ანტიბიოტიკებით და ხელოვნურად უზრდიან კალორიულობას.
7. საკვები, რომელსაც აწერია რომ ცხიმს საერთოდ არ შეიცავს - ხშირად მსგავს წარწერას ნახავთ „ჩიფსების“ შეფუთვაზე. ასეთი საკვები შეიცავს ბევრ ქიმიურ დანამატს, არ აქვს არანაირი ვიტამინის შეცველობა. საკვები აკრძალულია კანადასა და ევროპაში.
8. სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასმელი - ეს სასმელი შეიცავს ვიტამინებს, მინერალებს და სხვა ჯანსაღ ელემენტებს, მაგრამ ზოგიერთი ქვეყანა კრძალავს მას, ვინაიდან ჯანსაღ ელემენტებთან ერთად, ქიმიურ დანამატებსაც შეიცავს, რაც მავნებელია ჯანმრთელობისთვის. ის აკრძალულია იაპონიაში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.
9. რძე - მწარმოებლები სხვადასხვა მეთოდებს მიმართავენ იმისთვის, რომ მათი გაყიდვები უფრო დიდიიყოს. იმისთვის, რომ მიიღონ უფრო მეტი რძე, აშშ-ში ძროხის ორგანიზმში ხელოვნურად ზრდიან ჰორმონს, რომლის საშუალებითაც ის უფრო მეტ რძეს იძლევა. ასეთი რძის მოხმარება სახიფათოა ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის ზრდის კიბოს გაჩენის რისკს, წარმოშობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. სწორედ ამიტომ, ეს რძე აკრძალულია ნორვეგიაში, შვეიცარიაში, ახალ ზელანდიაში, იაპონიაში, ავსტრალიაში და 29 ევროპულ ქვეყანაში.
თემები: სწორი კვება, ჯანმრთელობა, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია