ქსოვა და საჭმელების მომზადება ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს - ახალი კვლევის შედეგი
- 05.01.2018
შემოქმედებითი საქმიანობა ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობას აუმჯობესებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ხატვას შეუძლია შეამციროს სტრესის დონე მაშინაც კი, თუ ადამიანის შესაძლებლობები ბაღის ბავშვის დონის მსგავსია.
კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, განწყობის ასამაღლებელი ეფექტი აქვს ყველაფერს, რასაც საკუთარი ხელით ვქმნით, საკუთარი ხელით ვაკეთებთ.
კვლევა ახალ ზელანდიაში, ოტაგოს უნივერსიტეტში ჩატარდა და როგორც დასკვნაშია აღნიშნული, განსაკუთრებით ქსოვა და საჭმლის მომზადება გვეხმარება დავამარცხოთ სტრესი, დეპრესია და ვიყოთ კარგ ხასიათზე.
კვლევაში 658 სტუდენტი იყო ჩართული. მათ 13 დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ. შეისწავლეს მათი ყოველდღიურობა და ემოციური დონე. აღმოჩნდა, რომ ადამიანები როდესაც აკეთებდნენ ისეთ რამეს, რასაც შემოქმედებითი მიდგომა სჭირდებოდა, იყვნენ უფრო ბედნიერები.
მკვლევარები ასევე წერენ, რომ ადამიანს საჭმლის მომზადებისა და ქსოვის გარდა კარგ ხასიათზე აყენებს ფერწერა, ფურცელზე კალმით წერა, მუსიკალური წარმოდგენის გამართვა.
თუ ქსოვა შეგიძლიათ, შეგიძლიათ საჭმლის მომზადება, სხვადასხვა შემოქმედებითი საქმიანობით დაკავება, სულაც ნებისმიერი საქმისადმი შემოქმედებითი მიდგომა, იშვიათად, ან არასდროს შეგაწუხებთ ფსიქოლოგიური პრობლემები, სტრესი, დეპრესია და შფოთვა.
თუ აქამდე სწორხაზოვნად მოქმედებთ, გირჩევთ ყველანაირი საქმის კეთების დროს გამოიჩინოთ კრეატივი, გააკეთოთ რაიმე საკუთარი ხელებით, ნახავთ, რომ განწყობა აგიმაღლდებათ და ცხოვრებასაც უფრო პოზიტიური თვალით შეხედავთ.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, სტრესი, სტრესის დაძლევა, დეპრესია, დეპრესიის დაძლევა
<a href="http://mentalfloss.com">http://mentalfloss.com</a>