LIFE

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

ჩვენს დროში ძალიან დიდია შესაძლებლობა იმისა, რომ სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნო, თუმცა ამავდროულად, იმის შანსიც დიდია, რომ ონლაინ სივრცეში გაცნობილმა ადამიანმა იმედი გაგიცრუოთ. ასე რომ არ მოხდეს, აუცილებელია ჭკვიანურად მოქცევა.

გთავაზობთ რეკომენდაციებს იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს.

1. ნუ ელით, რომ ონლაინ სივრცეში გაცნობილ ადამიანთან პირველივე შეხვედრისთანავე ოჯახს შექმნით - ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს. ჯერ უნდა გაიცნოთ, შეისწავლოთ, გაიგოთ როგორია ის რეალურად, ონლაინ სივრცის მიღმა. სანამ მასთან ურთიერთობის გაბმის გადაწყვეტილებას მიიღებთ, გირჩევთ, შეისწავლოთ მისი პროფილი, გვერწმუნეთ იქ უამრავ ინფორმაციას ნახავთ მის შესახებ. გარდა გარეგნობისა, შეძლებთ გაიგოთ რა არის მისი ჰობი, ემთხვევა თუ არა მისი ინტერესები თქვენსას. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი პირველი შეხვედრა ამავდროულად არ აღმოჩნდეს უკანასკნელი, რადგანაც შეიძლება შეხვდეთ ისეთ ადამიანს, რომელთანაც არაფერი გაქვთ საერთო და სასაუბრო თემის პოვნა გიჭირთ.

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

2. შეარჩიეთ ფოტო სწორად - სოციოლოგი ჯესიკა კარბინო ავლენს იმ ფოტოების ტიპებს, რომლებიც იზიდავსოტენციურ პარტნიორს. კარბინო გირჩევთ: ატვირთეთ ფერადი და ხარისხიანი ფოტო, რომელზეც მხოლოდ თქვენ ხართ აღბეჭდილი, კარგი იქნება, თუ გექნებათ ღიმილიანი სახე. ყველას მოსწონს ნათელი ღიმილი და კეთილი სახე. ნუ გამოაქვეყნებთ ვულგარულ ფოტოებს, რადგანაც უფრო სერიოზულად უნდა აღგიქვან და არა ერთი ღამის გასართობად.

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

3. თქვენი პროფილი სავსე უნდა იყოს საინტერესო ინფორმაციით - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. პოტენციურმა პარტნიორმა საინტერესო ადამიანად უნდა აღგიქვათ. თქვენი პროფილიდან უნდა ჩანდეს რა გიყვართ, რა არის თქვენი ინტერესის სფერო.

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

4. გამოიჩინეთ ინიციატივა - მისწერეთ დაუყოვნებლივ. ნუ ელოდებით როდის გამოიჩენს „ის“ ინტერესს. ამ ლოდინში რეალურად დიდი დრო გადის და რატომ კარგავთ დროს?! თუ თქვენს მესიჯებს არ პასუხობს, არც ამაზე იდარდოთ, მოძებნეთ ვინმე სხვა. არავითარ შემთხვევაში არ შეადაროთ პოტენციური პარტნიორი ყოფილებს. იყავით პატიოსნები და ურთიერთობის დასაწყისშივე ტყუილებით ნუ დაახვევთ თავბრუს.

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

5. დაგეგმეთ შეხვედრა ონლაინ ურთიერთობის დაწყებიდან რამდენადაც შესაძლებელია მალე - პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მის პაემანზე დაპატიჟებას დააგვიანებთ, შესაძლოა ვინმე სხვამ დაგასწროთ, მეორე - თუ განუწყვეტლივ ონლაინ სივრცეში საუბრობთ, დროთა განმავლობაში ყველაფერი აუცილებლად დაკარგავს ინტერესს და არც ერთ თქვენგანს შეხვედრა აღარ მოუნდება, და მესამე, შესაძლოა, დროთა განმავლობაში შეიქმნათ ისეთი იმიჯი, ან მან შეიქმნას ისეთი იმიჯი, რომელიც რეალური პიროვნებისგან განსხვავდება და იმედგაცრუება გარდაუვალი იქნება.

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

6. ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის - ჰკითხეთ მას ყველაფერი, რაც გაინტერესებთ და კიდევ ერთხელ ყურადღებით შეისწავლეთ მისი პროფილი, რადგანაც მერე არ აღმოჩნდეს, რომ წინა სამი ქორწინებიდან 5 შვილი ჰყავს. შეგიძლიათ ყველაზე საჭირო კითხვების სიაც კი შეადგინოთ და პირველივე პაემანზე სცადეთ, რომ ყველაფერი გაარკვიოთ.

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს

7. მარტივად შეხედეთ ყველაფერს - ნუ განსჯით ძალიან მკაცრად, თქვენ რელაურად ჯერ არ იცნობთ ერთმანეთს. თუ პირველივე პაემანი წარუმატებელი აღმოჩნდა, გახსოვდეთ, რომ პაემანი ყოველთვის სრულყოფილი ვერ იქნება. საკითხს ნუ მიუდგებით ძალიან სერიოზულად და ნუ გადაიწურავთ იმედს პირველ წარუმატებლობაზე. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი განსხვავებულია და თქვენი შესაფერიც აუცილებლად გამოჩნდება.

7 რჩევა ადამიანებისგან, რომლებმაც ნამდვილი სიყვარული სოციალურ ქსელში იპოვნეს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>