Shiseido-ს ახალი ბესთსელერი აქვს: უკვე დაახლოებით 2 წელია, რაც არომატმა Ever Bloom-მა მსოფლიოს პარფიუმერული ბაზარი დაიპყრო.
სუნამოს შექმნის შთაგონება ბრენდის ისტორიული არქივიდან იღებს სათავეს — Ever Bloom-ის იდეა Shiseido-ს დამფუძნებლის ვაჟის — შინზო ფუკუჰარას მიერ 1940 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით დაიბადა: შავ-თეთრ ფოტოზე კამელიას ყვავილია გამოსახული.
მუდმივი ყვავილობის სიმბოლო — Ever Bloom-ი არ ღალატობს ბრენდის საუკუნოვან მემკვიდრეობას და სუნამოს მოტივად აღმოსავლეთის და დასავლეთის კულტურების კონტრასტს იყენებს.
Ever Bloom-ი უამრავი ცნობილი სუნამოს ავტორის — პარფიუმერ ორელიენ გიშარდის შექმნილია. მისი მიზანი ბუნებრივი, მცენარეული არომატის მიღება იყო, რომელიც სინაზისა და სიძლიერის სინთეზს განასახიერებდა.
მიუხედავად იმისა, რომ Ever Bloom-ის არომატს ყვავილოვანთა ოჯახს მიაკუთვნებენ, მასში ხის აკორდებიც ჭარბად იკითხება. სუნამოს ხასიათს თეთრი ყვავილების და მუშკის არომატების სინთეზი ქმნის: ზედა ნოტა ლოტუსის ნაზავით, ჟასმინით და ბულგარული ვარდის ზეთითაა მიღებული; შუა ნოტა ტუნისური ფორთოხლის ყვავილი, გარდენია და სილკოლიდია; საბაზისო ნოტა კი ჰინოკის ხე და მუშკი.
Ever Bloom-ი უნივერსალური, უპრეტენზიო არომატის დამსახურებით ნებისმიერ სეზონზე იდეალური არჩევანია — ზამთარს ყვავილოვანი, თბილი აკორდებით გაიფერადებ, ზაფხულში კი ხის აქცენტების დამსახურებით ყველაზე ცხელ ტემპერატურაშიც კი თავს კომფორტულად იგრძნობ.
შეიარე „ისი-პარის“ პარფიუმერულ მაღაზიათა ქსელის ნებისმიერ ფილიალში და შეიძინე 30, 50 ან 90-მილილიტრიან ფლაკონში მოთავსებული Ever Bloom-ი ტანის კრემთან, ტანის ლოსიონსა და შხაპის გელთან ერთად.
თემები: Ici Paris, Ici Paris Tbilisi, ისი-პარი, ისი-პარის ახალი არომატი, პარფიუმერული მაღაზიათა ქსელი, ახალი სუნამო, Shiseido, Ever Bloom, shinzo fukuhara
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია