როგორი ქალები უყვარდებათ მამაკაცებს ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით?
- 07.01.2018
1. ვერძი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცები უძლურნი არიან ძლიერი და დამოუკიდებელი ქალების წინაშე. მათ სწორედ ასეთი ქალები უყვარდებათ თავდავიწყებით. ვერძ მამაკაცს მოსწონს ქალი, რომელიც მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული, აჩვენებს მზრუნველობას და მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის.
2. კურო - ის იხიბლება ქალით, რომელიც არის გამბედავი, გულწრფელი, მგრძნობიარე და ქალური. მას მოსწონს ქალი, რომელიც პატივს სცემს მის მამაკაცურობას და ძალას. ეს მამაკაცი ქალისგან უნდა გრძნობდეს, რომ მას სჭირდება.
3. ტყუპები - ის ქალში ინტელექტს ეძებს. ტყუპი მამაკაცი თავადაც ინტელექტუალია და ქალშიც იგივეს აფასებს. ის იხიბლება ქალით, რომელიც საინტერესო მოსაუბრეა.
4. კირჩხიბი - კირჩხიბი მამაკაცი ქალში აფასებს ერთგულებას. ერთგულება მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ის არ დაკარგავს დროს ქალთან, რომელიც სერიოზულად არ უყურებს ურთიერთობას. აღსანიშნავია, რომ კირჩხიბი ძალიან დამოკიდებული ხდება საყვარელ ქალზე.
5. ლომი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს მოსწონთ თავდაჯერებული და ძლიერი ქალები. ისინი საყვარელ ქალს საკმაოდ მაღალ სტანდარტებს უწესებენ. ლომს სურს, რომ გვერდით წარმატებული ადამიანი ჰყავდეს, რომელსაც არ უჭირს გრძნობების აფიშირება, აქვს იუმორი, მხიარულია და შეუძლია, ცხოვრება საინტერესო და ბედნიერ თავგადასავლად აქციოს.
6. ქალწული - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს არ აქვთ რაიმე განსაკუთრებული კრიტერიუმი. მათ ყოველთვის უყვარდებათ მეზობელი გოგონას მსგავსი ქალი. ის უნდა იყოს ძალიან მარტივად საურთიერთობო და კეთილი. ამ მამაკაცებს არ მოსწონთ ზედმეტად ემოციური ქალები.
7. სასწორი - სასწორ მამაკაცს რომანტიკული და მგრძნობიარე ქალები მოსწონს. მათ სჯერათ სრულყოფილი ქალების არსებობის და სრულყოფილი ურთიერთობების. ისინი სულის მეგობარს ეძებენ. მათ სურთ გვერდით ლამაზი და ჭკვიანი ქალი ჰყავდეთ.
8. მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცების სასურველი ქალის ძიებისას ძალიან მაღალ სტანდარტებს აწესებენ. მათ სურთ, რომ საყვარელ ქალში ყველა დადებითი თვისება იყოს თავმოყრილი. მორიელს სურს საყვარელი ქალი იყოს ჭკვიანი, ლამაზი, სექსუალური და კეთილი.
9. მშვილდოსანი - ის ეძებს ენერგიულ და ცნობისმოყვარე ქალს. მშვილდოსანი მამაკაცი მაშინვე იხიბლება ქალით თუ აღმოაჩენს, რომ ის მუდამ საინტერესო ამბების ძიებაშია, მოსწონს თავგადასავლები და მოგზაურობა.
10. თხის რქა - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცების მოხიბვლა ყველაზე რთულია. ის ეძებს შრომისმოყვარე და მიზანდასახულ ქალს. თხის რქა გრძნობებს არასოდეს აჰყვება. სასიყვარულო ურთიერთობას პრაგმატულად უყურებს.
11. მერწყული - მას გვერდით განსაკუთრებული ქალი სურს, ქალი, რომელიც სხვებს არ ჰგავს, რომელსაც აქვს ინდივიდუალიზმი. მერწყული მამაკაცი ქალში ძალიან აფასებს შემოქმედებით უნარს.
12. თევზები - ზოდიაქოს ამ ნიშნის მამაკაცებს უყვართ თავისუფლებისმოყვარე და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული ქალები, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარულის გამოხატვა.
თემები: სიყვარული, მამაკაცები, ქალები, ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი
<a href="http://thewildchild.co.za">http://thewildchild.co.za</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია