ტანსაცმელები და აქსესუარები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის სახიფათოა
- 11.01.2018
იცით, რომ თქვენს გარდერობში ბევრი რამ ჯანმრთელობისთვის სახიფათოა? - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ქალების 73%-ში ხერხემლის პრობლემები გამოწვეულია მათი სამოსით.
გთავაზობთ ყოველდღიური მოხმარების 10 სამოსსა და აქსესურს, რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდნენენ თქვენს ჯანმრთელობაზე.
1. ტანზე მჭიდროდ მომდგარი ჯინსის შარვალი - ასეთი შარვლები ძალიან პოპულარულია, მაგრამ რეალურად მან თქვენს ჯანმრთელობას შეიძლება ბევრი პრობლემა შეუქმნას. მაგ: ის აფერხებს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას,მავნებელია ვენებისთვის და ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის. მან შეიძლება ბარძაყების ტკივილიც კი გამოიწვიოს.
2. ძალიან მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - ახალი კვლევის თანახმად, ფეხებზე ქალებს 4-ჯერ უფრო მეტი პრობლემები აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი იწვევს ფეხების ტკივილს,ტერფების დაჭიმულობას, ოსტეოართრიტს, ნერვულდაზიანებებს, აჩენს მაზოლებს. თუ მსგავსი პრობლემები გაწუხებთ, სჯობს, შეეშვათ ასეთ ფეხსაცმელებს. სცადეთ იპოვოთ საშუალო ზომის ქუსლის ფეხსაცმელი, რომელიც კომფორტსაც შეგიქმნით და ჯანმრთელობასაც არ დაგიზიანებთ.
3. ტანგა - თუ ტანგას ხშირად ატარებთ, გეცოდინებათ, რომ ის თქვენს ჯანმრთელობას სერიოზულად ვნებს. მასთან დაკავშირებულია ვაგინალური ინფექცია, ბუასილის გაჩენა, კანის გაღიზიანება გენიტალიების ზონაში. სცადეთ, რომ ხშირად არ ჩაიცვათ ის, განსაკუთრებით ზაფხულში.
4. მძიმე საყურეები და ყელსაბამი - კვლევის თანახმად, პირსინგი ადამიანების 20%-ში იწვევს ბაქტერიულ ინფექციას. დიდი ზომის და მძიმე საყურეები კი, ვნებს ყურის ნიჟარას. რაც შეეხება მძიმე ყელსაბამს, ის იწვევს კისრის არეში ტკივილს.
5. ჰალსტუხი - მხოლოდ ქალებს არ აწუხებთ სამოსისა და აქსესუარების გამო ჯანმრთელობის პრობლემები. კვლევის თანახმად, მამაკაცების 67% ყიდულობს პერანგს, რომელიც კისერზე პატარა აქვს და მჭიდროდ აქვს მოჭერილი. პერანგი მჭიდრო საყელოთი და ჰალსტუხი აფერხებს სისხლის ნორმალურ ცირკულაციას, იწვევს წნევის გაზრდას და თავის ტკივილს.
6. პატარა ზომის ბრა - თუ შესაბამისი ზომის ბრას არ ჩაიცვამთ, ის ბევრ პრობლემას წარმოშობს. იწვევს ზურგისა და მხრების ტკივილს.
7. ე.წ. შლოპანცები - ის ზაფხულის და ზღვის სეზონის განუყოფელი ნაწილია, მაგრამ არც ისე უსაფრთხოა, როგორც გგონიათ. ის მავნებელია თითებისთვის და მისი ტარების შემთხვევაში მაღალია ინფექციის რისკი. მავნებელია ქუსლებისთვისაც, რადგანაც მას ძალიან თხელი ძირი აქვს და ამის გამო ქუსლებით მაქსიმალირად ახლოს ეხებით ასფალტს, რაც ტკივილსიწვევს და დისკომფორტს გიქმნით.
8. ბანდაჟი - იმისთვის, რომ მუცელი დაიმალოს და ტანი უფრო ლამაზი გამოჩნდეს, ქალები ბანდაჟს იცვამენ, რაც რეალურად საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ის ხელს უშლის ნორმალურად სუნთქვას, იწვევს კუნთების ტკივილს და აფერხებს სისხლის ცირკულაციას.
9. ძალიან დიდი ზომის ჩანთა - ბევრი ქალის მსგავსად, ალბათ მოგწონთ, როცა ჩანთაში ყველაფერი გეტევათ რაც გჭირდებათ და რაც არ გჭირდებათ. ტევადი ჩანთა ძალიან მოსახერხებელია, მაგრამ ამავდროულად, სახიფათოა,ვინაიდან. როგორც წესი. ქალები მას ვავსებთ უამრავი ნივთით და საბოლოო ჯამში, ძალიან მძიმე გამოდის. მძიმე ჩანთის ტარება კი იწვევს იმ მხარის ტკივილს, რომლითაც ის დაგვაქვს. თუ მოგწონთ თქვენი ძალიან დიდი ზომის ჩანთა და მას ვერ ელევით, დაანებეთ თავი უსარგებლო ნივთების ტარებას და ცოტა შეამსუბუქეთ ის.
10. კაბა, რომელიც ბოლოში ვიწროვდება - ასეთი კაბის გამო ფეხები ძალიან მჭიდროდ ედება ერთმანეთს და კარგავთ ბალანსს. ეს კაბა მოძრაობას გარკვეულ ლიმიტს უწესებს. არაკომფორტულია სიარულისას, მანქანაში ჩაჯდომისას, მაგრამ ყველაზე ცუდი რასაც მსგავსი კაბის ტარება იწვევს, ეს არის კუნთების დაჭიმულობა და ტკივილი.
თემები: მოდა, ტანსაცმელი, ტრენდი, რჩევები
<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია