ჯანმრთელობა

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

გთავაზობთ დიეტოლოგ ჯორჯია ედეს რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, რომ გონებრივი სიჯანსაღე შეინარჩუნოთ, ტვინი უკეთ მუშაობდეს და გქონდეთ უკეთესი მეხსიერება.

1. მიირთვით სოფლის პროდუქტები, ზღვის პროდუქტები, წითელი ხორცი, კვერცხი, ბოსტნეული, ხილი და თხილი - დიეტოლოგი ჯორჯია ედე გირჩევთ, რომ თავი აარიდოთ მარცვლეულს, ხორბალს, სიმინდს, შვრიას, ბრინჯს, ლობიოს, ოსპს, სოიოსდა ა.შ. ვინაიდან ეს პროდუქტები ნუტრიენტების დაბალი შემცველობით გამოირჩევა და შეიცავენ ანტი ნუტრიენტებსა და ლაქტინებს, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

2. მიიღეთ საკმარისი რაოდენობით წყალი - გაზიანი და და შაქრის მაღალი შემცველობის სასმელების მიღება სახიფათოა ჯანმრთელობისთის და ტვინის ნორმალურად მუშაობისთვის. თავი აარიდეთ ნატურალური წვენების მიღებასაც, რადგანაც ის მათ დამატებით შაქრის შემცველობა აქვთ.

 

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

3. მოერიდეთ დიდი რაოდენობით შაქრის შემცველი პროდუქტების მიღებას - ასეთი პროდუქტები გონებისთვის მავნებელია.

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

4. უარი თქვით სამრეწველო წარმოების ზეთებზე - ასეთი პროდუქტი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ის აზიანებს იმუნურ სისტემას. სჯობს არჩევანი შეაჩეროთ ზეითუნის, ავოკადოსა და ქოქოსის ზეთზე.

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

5. კვების რაციონში აუცილებლად უნდა შედიოდეს ზღვის პროდუქტები, ფრინველის ხორცი, წითელი ხორცი, კვერცხი - ეს პროდუქტები ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებებს შეიცავს. თუ ვეგანი, ან ვეგეტარიანელი ხართ თქვენი კვების რაციონი აუცილებლად უნდა იყოს მდიდარი B ვიტამინით, K2, EPA< DHA-ით, რკინითა და თუთიით.

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

6. მიიღეთ რაც შეიძლება მინიმალური რაოდენობით ალკოჰოლი, აკონტროლეთ კოფეინის დონე განსაკუთრებით მაშინ, თუ შფოთვა გაწუხებთ.

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

7. აკონტროლეთ ორგანიზმში რკინის დონე - ტვინს ნორმალურად მუშაობისთვის რკინა სჭირდება. იმისთვის, რომ გქონდეთ კარგი მეხსიერება, გონება ადვილად არ დაგეღალოთ და შეძლოთ ნაყოფიერად მუშაობა, იყოთ ენერგიულები, აუცილებელია, რომ გქონდეთ რკინის საკმარისი რაოდენობა. აკონტროლეთ რკინის დონე ორგანიზმში. რკინის დეფიციტის აღმოსაფხვრელად მიიღეთ წითელი ხორცი, ისპანახი, კაკაო, ტკბილი კარტოფილი, ასევე თხილი.

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

8. აკონტროლეთ B12 ვიტამინის დონე - ეს აუცილებელი ვიტამინია ტვინის ჯანსაღად ფუნქციონირებისთვის. მისი დეფიციტი იწვევს დეპრესიას, ფსიქიურ აშლილობას, მეხსიერების პრობლემებს, იცვლება ხასიათი. B12-ის დეფიციტს აღმოფხვრით, თუ მიირთმევთ წითელ ხორცს.

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ

9. აუცილებელია ვარჯიში - ვარჯიში აქციეთ თქვენი ცხოვრების ნაწილად. ის აუმჯობესებს როგორც მთლიანად ორგანიზმის სიჯანსაღეს, ასევე უზრუნველყოფს ტვინის ნორმალურად მუშაობასაც. თუ ყოველ დღე არა, კვირაში სამჯერ მაინც ივარჯიშეთ. ეს თქვენს ცხოვრებას სიხარულით და ბედნიერებით აავსებს. 

დიეტოლოგის 9 რჩევა, რომელიც გონებრივი სიჯანსაღის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ



<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>