
1. გაეცით: გააკეთეთ რაიმე სხვებისთვის.
სცადეთ სამი კეთილი საქმის გაკეთება დღესვე. სცადეთ, რომ გააღიმოთ სხვები.

2. ურთიერთობა: დაამყარეთ კავშირები ადამიანებთან.
დაუთმეთ უფრო მეტი დრო ძვირფას ადამიანებს.

3. ვარჯიში: იზრუნეთ საკუთარ სხეულზე.
დაკავდით ჯანსაღი აქტივობებით, რომლებიც კარგ ხასიათზე დაგაყენებთ.

4. დაფასება: დააფასეთ ის, რაც გაქვთ, დააფასეთ თქვენ გარშემო არსებული სამყარო.
სცადეთ დღეში ერთხელ მაინც 5 წუთი განმარტოვდეთ, ღრმად ისუნთქოთ და უბრალოდ დატკბეთ მომენტით.

5. სწავლა: არასოდეს შეწყვიტოთ სწავლა, ახლის შეცნობა.
ყოველთვის სცადეთ ისწავლოთ რაიმე ახალი, მიიღოთ ახალი გამოცდილება.

6. მიმართულება: გქონდეს მიზანი, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეთ.
დასახეთ მიზნისკენ მიმავალი გზები და მიჰყევით გეგმას.

7. გულწრფელობა: იყავით გულწრფელი და გახსნილი.
სცადეთ ადამიანებთან ყოველთვის გამოხატოთ ნამდვილი ემოციები და გრძნობები. განსაკუთრებით კი მასთან, ვისაც ენდობით.

8. ემოცია: იყავით პოზიტიურები.
სცადეთ, გაიღიმოთ უფრო ხშირად და ყოველთვის თქვით რაიმე პოზიტიური.

9. მიიღეთ: გიყვარდეთ და მიიღეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ხართ.
სცადეთ კეთილგანწყობილები იყოთ როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართაც.

10. მნიშვნელობა: იყავით რაიმე დიდის მნიშვნელოვანი ნაწილი.
სცადეთ, აჩვენოთ სხვებს თქვენი შესაძლებლობები და ნახავთ, რომ სხვებისთვის მნიშვნელოვანი და საერთოდ დიდი საქმეების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდებით.

თემები: რჩევები ქალებს, ბედნიერება, წარმატება, რჩევები
<a href="http://www.prima.co.uk/">http://www.prima.co.uk/</a>
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია