სილამაზე

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება

1. თმის შეჭრა

იმისათვის რომ პუტკუნა ლოყებიდან ყურადღება გადაიტანოთ, სტილისტს სთხოვეთ თმა ნიკაპიდან-ქვევით აგიჩეხოთ. ასე შეჭრილი თმა ვიზუალურად სახეს ათხელებს. რაც შეეხება ჩოლკას, უპირატესობა მიანიჭეთ ირიბ ჩოლკას, როგორსაც ატარებდა ნატალია ორეირო ფილმში „ველური ანგელოზი“.

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება

2. თმის შეღებვა

ვიზუალურად მრგვალი სახის დაგრძელებაში თმის მუქი ფერები დაგეხმარებათ. აუცილებელი არ არის ერთ ფერში შეიღებოთ: შეიძლება დაამატოთ ფერადი კულულები. 

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება

3. ვარცხნილობები

ამოიღეთ ვარცხნილობების სიიდან კეფაზე შეკრული კუდი და სწორი კულულები სახესთან. თუმცა ზოგიერთ სიტუაციებში სწორი თმა შეიძლება დაგეხმაროთ: ისინი ფარავენ ლოყებს, მაგრამ ქარის პირველ დაბერვამდე. იდეალურ ვარცხნილობად ცოტა აწეწილი კულულები ითვლება, რომლებიც სახის ნაწილს ფარავენ.

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება
6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება

4. სახე

კონტურინგის დახმარებით „სახეზე გახდომა“ სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელია. მაგალითად, ნაზი ატმისფერი ან ოქროსფერი პუდრი ლოყებს შენიღბავს: გადაატარეთ ის თმის ზრდის ზოლის გაყოლებით. იმისათვის კი, რომ გამოყოთ ღაწვები, გაავლეთ ხაზი საფეთქლებიდან ტუჩების მიმართულებით. ხაზები კარგად დატუშეთ, რათა მაკიაჟი ბუნებრივად გამოიყურებოდეს.

იმისათვის, რომ დააგრძელოთ მრგვალი სახე, დაიტანეთ ჰაილაითერი შუბლის ცენტრში, ცხვირის ზურგზე, ჩაღრმავებულ ადგილზე ცხვირისა და ტუჩს შორის და ნიკაპის ცენტრში.

ღაწვების ასაწევად, გაანაწილეთ ჰაილაითერი წარბების ქვეშ და საფეთქლებზე.

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება

5. წარბები

მართალია, ხშირი და განიერი წარბები ვიზუალურად სახეს ავიწროებენ, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ისინი განსაკუთრებულ მოვლას მოითხოვენ. საჭიროა პერიოდულად ფორმას კორექტირება გაუკეთოთ, შეღებოთ ბეწვებს შორის ცარიელი ადგილები ფანქრით ან ჩრდილებით.

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება

6. თვალის მაკიაჟი

ამ შემთხვევაში, მაკიაჟი ტექნიკა - Cat Eye დაგეხმარებათ. საჭიროა სულ რაღაც პატარა ისარი დაiხატოთ და შემდეგ დატუშოთ ის თვალის გარე კუთხესთან ჩრდილებით ან ფანქრით.

6 ეშმაკობა, რომელთა საშუალებითაც სახე უფრო გამხდარი გამოჩნდება



<a href="https://graziamagazine.ru/">https://graziamagazine.ru/</a>