ჯანმრთელობა

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

1. ძლიერი სისხლდენის დროს

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

მთავარი შეცდომა: მაშინვე დაადოთ ჟგუტი. ძლიერი სისხლდენის დროს მთავარი ამოცანაა - რაც შეიძლება სწრაფად გააჩეროთ სისხლი.

ამიტომ, პირველ რიგში, უნდა გადაჭიმოთ არტერია, რომელიც ყველაზე ახლოს არის ჭრილობასთან, მერე კი დაადოთ ჭრილობას სტერილური ბინტის მჭიდრო სახვევი და გამოუძახოთ ექიმს.

2. ცხვირიდან სისხლდენის დროს

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

მთავარი შეცდომა: გადაწიოთ თავი უკან. დასვით ადამიანი, ოდნავ დაახრევინეთ თავი წინ, რათა წამოვიდეს სისხლი, და მოუჭირეთ ორი თითით ნესტოების ოდნავ ზემოთ დაახლოებით 10 წუთით (მეტი არა).

შემდეგ უთხარით, რომ გადმოაფურთხოს სისხლი, სხვაგვარად სისხლი შეიძლება კუჭში მოხვდეს და გულისრევა გამოიწვიოს. ცხვირში ტამპონების გაკეთება საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სისხლდენა არ გაჩერდა 15 წუთის განმავლობაში. ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

3. გადაცივების დროს

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

მთავარი შეცდომები: თოვლით დაზელვა, ზეთის ან ვაზელინის გამოყენება, კანის საფარის ტემპერატურის მკვეთრად აწევა. პირველ რიგში დაზარალებული უნდა მოათავსოთ თბილ ოთახში და თბილად შეუხვიოთ სხეულის გაყინული ადგილები, დააფაროთ საბანი. ამის გარდა, უნდა დაალევინოთ ტკბილი ცხელი სასმელი და მისცეთ ცხელი კერძი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ალკოჰოლი.

4. გულის გაჩერების დროს

მთავარი შეცდომა: განახორციელოთ ერთნაირი მანიპულაციები სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან.

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

ზრდასრულ ადამიანებს გულის მასაჟს ორივე ხელით უკეთებენ, ამ დროს ხელისგულის ფუძით ეყრდნობიან დაზარალებულის გულმკერდს, დიდ თითს კი ათავსებენ ფეხების ან თავის მიმართულებით. მოზარდებს იგივე პროცედურებს ერთი ხელით უკეთებენ. და ბოლოს, ახალშობილებსა და პატარა ბავშვებში გულის დახურული მასაჟის ჩატარებისთვის იყენებენ შუა და საჩვენებელი თითების ბალიშებს. ძალიან მნიშვნელოვანია გულის მასაჟის დროს დააწვინოთ ადამიანი სწორ და მაგარ ზედაპირზე.

5. დამწვრობის დრო

მთავარი შეცდომა: მცდელობა მოაშოროთ ტანსაცმლის ნარჩენები სხეულის დამწვარი ადგილიდან.

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

იმისათვის რომ დაეხმაროთ ცეცხლწაკიდებულ ადამიანს, აუცილებლად უნდა დააწვინოთ მიწაზე და ცეცხლის ჩასაქრობად გადააფაროთ თქვენი ტანსაცმელი და შემდეგ გამოუძახოთ ექიმს. მცირე ზომის დამწვრობის დროს საჭიროა წყალქვეშ გააჩეროთ დაზიანებული ადგილები 20 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაადოთ სტერილური სახვევი, ზემოდან კი ყინული ან სხვა ცივი საგანი და მიმართოთ ექიმს. დიდი დამწვრობის დროს აუცილებლად დაალევინეთ დაზარალებულს მარილიანი ან მინერალური წყალი.

6. სასუნთქ გზებში უცხო სხეულის მოხვედრის დროს

მთავარი შეცდომა: მცდელობა გამოიყენოთ გეიმლიხის ხერხი უგონო ადამიანზე.

6 შეცდომა პირველი დახმარების აღმოჩენისას, რომლებმაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ

თუ ადამიანს რაიმე გადასცდა და გონება დაკარგა, დააწვინეთ ზურგზე და დააჯექით თეძოებზე. შემდეგ დალაგეთ ხელისგულები ორივე მხრიდან ნეკნების რკალზე და 3-ჯერ მაგრად დააწექით. ამის შემდეგ გადააბრუნეთ დაზარალებული გვერდზე და მოაშორეთ უცხო სხეული პირიდან თითებით, რომლებზე წინასწარ დაიხვიეთ რაიმე ქსოვილი ქსოვილი. თუ უცხო სხეული პატარა ბავშვს გადასცდა, დააწვინეთ მარცხენა ხელის წინამხარზე თავით დაბლა და 3-ჯერ დაარტყათ ზურგზე, შემდეგ უნდა ჩაავლეთ ხელი ფეხებში და ამოატრიალეთ თავით ქვემოთ.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>