5 ფსიქოლოგიური მეთოდი, რომელიც დიალოგის წარმართვაში და სოციალური წრის გაფართოებაში დაგეხმარებათ
- 21.01.2018
ადამიანების უმეტესობას გვინდა ვიყოთ საინტერესო და გვქონდეს ფართო სოციალური წრე, გვსურს გვყავდეს ბევრი ისეთი ადამიანი, რომლებსაც ჩვენთან ურთიერთობა მოუნდება, ამისთვის კი, საუკეთესო გზაა შეგვეძლოს დიალოგის სწორად წარმართვა და ჩვენთან საუბარი არა მოსაწყენი, არამედ საინტერესო იყოს.
ჩვენი ჩვევების, მახასიათებლების გამო, შესაძლოა, ვიღაცის წვეულებაზე სასურველი სტუმარი ვიყოთ და პირიქით, შესაძლოა, ჩვენივე ქცევების გამო არ სურდეთ ჩვენთან ურთიერთობა.
რეალურად, ჩვენი ქცევებით სხვებზე პოზიტიურ, ან ნეგატიურ გავლენას ვახდენთ.
როგორ უნდა მოიქცეთ დიალოგის დროს იმისთვის, რომ ადამიანებს ისევ მოუნდეთ თქვენთან შეხვედრა? – გთავაზობთ 5 მთავარ ფსიქოლოგიურ მეთოდს:
1. ნუ ისაუბრებთ უსასრულოდ მხოლოდ საკუთარი თავის შესახებ - ყველა ჩვენგანი ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც უსასრულოდ საუბრობენ თავიანთი ცხოვრების შესახებ და წამსაც არ გვითმობენ რომ თუნდაც ერთი სიტყვა ვთქვათ.
ასეთ ადამიანებს არ აღელვებთ თანამოსაუბრის ინტერესები, არ სურთ მისი მოსმენა. ასეთი ადამიანი წუწუნებს, საუბრობს რაიმე მოვლენის წვრილმანებზე, დეტალებზე. ეს ჩვევა მოტივირებულია ნარცისიზმით და სხვებისადმი ნაკლები თანაგრძნობით.
2. გადადეთ ტელეფონი - არავინ მოინდომებს ისადილოს თქვენთან, თუ ტელეფონს თვალს არ წყვეტთ და ყურადღებას გვერდით მჯდომს არ აქცევთ. გადადეთ ტელეფონი, დაივიწყეთ ცოტა ხნით ის და როცა სადილს დაასრულებთ, შემდეგ დაკავდით ამ საქმით. ყურადღება ამ დროს გაამახვილეთ თქვენს თანამოსაუბრეზე და ნუ მიაშტერდებით ტელეფონს. უსიამოვნოა იმ ადამიანის გვერდით სადილი, ვინც ტელეფონს თვალს არ აშორებს.
3. ენერგია ჩადეთ თანამოსაუბრესთან დიალოგში - ჰკითხეთ სხვადასხვა საკითხებზე აზრი, დაინტერესდით მისი ინტერესებით, ცხოვრებით. კონცენტრირდით დიალოგზე, ყურადღებით მოუსმინეთ, დასვით კითხვები. თუ ასე მოიქცევით, თვქენი სოციალური წრე გაფართოვდება.
4. უნდა იცოდეთ ვის ესაუბრებით, ვინ არის თქვენი აუდიტორია - სხვაგვარად რომ ვთქვათ, საუბრის დაწყებამდე უნდა იცოდეთ, როგორი მსმენელი გყავთ. საუკეთესო მეგობარს შესაძლოა ესაუბროთ სასიყვარულო ურთიერთობის დეტალებზე, თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე, პერსპექტივებზე და ძალიან ბევრ პირად საკითხზე, თუმცა ახლად გაცნობილ ადამიანთან ასე არ უნდა მოიქცეთ და პირველივე შეხვედრისთანავე თქვენი ცხოვრების ინტიმური დეტალები არ უნდა გაუმხილოთ. ასეთ შემთხვევაში, მსმენელს თქვენ შესახებ არასერიოზული დამოკიდებულება გაუჩნდება.
5. ეცადეთ, რომ სწორად შეარჩიოთ საუბრის ტონი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ საჭიროა მოვახდინოთ ძალიან სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილება, ზოგჯერ არ არის მკაცრი ტონი აუცილებელი. ნუ იხუმრებთ იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის და სადაც თქვენი იუმორი უადგილოა.
განსაკუთრებით მოერიდეთ ხუმრობას ახლადგაცნობილ ადამიანებთან. თქვენი იუმორი შეიძლება სხვებისთვის ძალიან უინტერესო და მოსაწყენი იყოს და ამის გამო ადამიანებმა თქვენთან ურთიერთობა არ მოინდომონ.
თემები: ურთიერთობა, წარმატება, მოტივაცია, კარიერა
<a href="https://www.psychologytoday.com">https://www.psychologytoday.com</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია