LIFE

Wizz Air-ის ტარიფები და სერვისები ხელმისაწვდომი გახდება Kyte-ის ქსელში

Wizz Air-ის ტარიფები და სერვისები ხელმისაწვდომი გახდება Kyte-ის ქსელში

ავიაკომპანია Wizz Air, Kyte-თან API თანამშრომლობით, გამარტივებულად გაუზიარებს სელერებს ინფორმაციას ფრენებისა და დამატებითი მომსახურების შესახებ;

Kyte-ის პლატფორმა Wizz Air-ს საშუალებას აძლევს მიყიდოს ავიაბილეთები და ყველა დამატებითი მომსახურება TMC-ებსა და სხვა ტიპის გადამყიდველებს;
Wizz Air-ის ტარიფები და სერვისები ხელმისაწვდომი გახდება Kyte-ის ქსელში.

Wizz Air-მა სამგზავრო ტექნოლოგიურ პლატფორმა Kyte-თან გააფორმა სტრატეგიული პარტნიორობა. ავიაკომპანიის სერვისების მიმწოდებელი პირველად ხდება მესამე მხარე, რაც აძლიერებს პოზიციებს კორპორატიულ სამოგზაურო ბაზარზე.

Wizz Air-ის შეთავაზებები სფეროს სელერებისთვის ახლა უკვე ხელმისაწვდომია Kyte-ის პლატფორმაზე, რაც კომპანიის ერთ-ერთ პირველ პარტნიორობას წარმოადგენს არაპირდაპირი მიწოდების მიმართულებით.

Kyte არის API პლატფორმა, რომელიც დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ქმნის ეფექტურ, ღირებულებაზე ორიენტირებულ მიწოდების არხს, ტრადიციული გლობალური მიწოდების სისტემებისგან დამოუკიდებლად.

Kyte-ის თანამედროვე API სისტემა ახდენს ისევე როგორც მიწოდების ახალი შესაძლებლობების, ასევე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების კომუნიკაციის სტანდარტიზაციას და ერთიან პლატფორმაზე აერთიანებს ორივე კომპონენტს, რათა კონტენტი მარტივად და სწრაფად გახდეს ხელმისაწვდომი ტურიზმის სფეროს სელერებისთვის. Kyte-ის მახასიათებლების მეშვეობით სელერებს შეუძლიათ სწრაფად მიიღონ ინფორმაცია ავიაკომპანიებისგან და ყველა კომპონენტით შესთავაზონ ტარიფების პაკეტები, ფუნქციები და დამატებითი სერვისები საკუთარ მომხმარებლებს.

2025 წლის დეკემბრიდან, Kyte-ის პლატფორმა უზრუნველყოფს API-ზე დაფუძნებულ თანამედროვე სამოგზაურო გზამკვლევს Wizz Air-ის ფრენების, დამატებითი მომსახურებებისა და პაკეტირებული ტარიფების ძებნისა და დაჯავშნისთვის — როგორც კორპორატიული მგზავრებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის.

სილვია მოსკერა, Wizz Air-ის კომერციული დირექტორი:
„Wizz Air-ის გუნდი მუდმივად ეძებთ ინოვაციურ გზებს, რათა ჩვენი დაბალი ტარიფები და მომსახურებები უფრო ახლოს მივიტანოთ მომხმარებლამდე. Kyte-თან პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს ახალი თავი გადავშალოთ კორპორატიულ მიწოდებაში — თავი, რომელიც სწრაფ, მოქნილ გადაწყვეტებს სთავაზობს მომხარებლებს. ეს თანამშრომლობა ასახავს ჩვენს ვალდებულებას ციფრული ტრანსფორმაციის წინაშე და იმ სურვილს, რომ სრულად ვუპასუხოთ სელერებისა და მათი კლიენტების განვითარებად მოთხოვნებს, როგორც ეს ჩვენს Customer First Compass ინიციატივაშია აღნიშნული. Let’s WIZZ!”

ელის ფერარი, Kyte-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელი:

Wizz Air-მა მტკიცედ დაიმკვიდრა თავი ევროპის ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად — ინოვაციურობით, მდგრადობითა და ოპერაციული ეფექტიანობით. ვამაყობთ, რომ Kyte ხდება Wizz Air-ის ერთ-ერთი პირველი დისტრიბუციული პარტნიორი და გვანდობს თავის დაბალ ტარიფებს Kyte API-ს მეშვეობით. მოხარული ვართ, რომ Wizz იყენებს საკუთარ მოწინავე დისტრიბუციის პლატფორმას და აფართოებს ტარიფებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას ფართო სამგზავრო ქსელში, რითაც კიდევ უფრო აძლიერებს კორპორაციულ და საცალო არაპირდაპირ არხებს. მოხარული ვართ, Wizz Air-თან თანამშრომლობით და მზად ვართ, გავზარდოთ მათი ბაზრის წილი ისე, რომ არ შეილახოს მათი დაბალბიუჯეტიანი ტარიფები.”

Wizz Air-ის შესახებ

Wizz Air- ოპერირებს 250 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის
ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air- გახდა სასურველი არჩევანი 63,4 მილიონი მგზავრისთვის 2025 წელს. Wizz Air- განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. 2021-2025 წლებში Wizz Air- World Finance Sustainability Awards-ის მიერყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიადიქნა აღიარებული. 2025 წელს, საავიაციო ანალიტიკური კომპანიის Cirium-ის მონაცემებით, Wizz Air-მა გაიმარჯვა ავიაკომპანიების ემისიების შეფასებაშირაც მისი ემისიების ინტენსივობის შემცირებისკენ გატარებული ქმედებების დამსახურებაა. სულ ახლახანს, 2025 წლის სექტემბერში, Airline Economics Sustainability Awards-ის გალა-დაჯილდოებაზე, მას 2025 წლის მდგრადი ავიაკომპანიის ტიტული მიენიჭა.